კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 16 წლის. ბოლო 4 დღეა შევამჩნიე, რომ ჩემი განავალი არის სისხლიანი. რისი ბრალი შეიძლება, იყოს და ამ შემთხვევაში რისი ანალიზი უნდა გავიკეთო?
პასუხი:
თუ სისხლი განავალშია შერეული, მაშინ გასტროენტეროლოგთან დაუყოვნებლივ ვიზიტს საჭიროებთ. თუ ალისფერი სისხლი განავალზე ზემოდან არის, მაშინ მიზეზი ბუასილი ან ანალური ხვრელის ნახეთქია. მდგომარეობის ობიექტურად შეფასებისთვის აუცილებელია გასტროენტეროლოგთან ან პროქტოლოგთან ვიზიტი.
კითხვა: რამ შეიძლება, გამოიწვიოს ჭიპში უსიამონო სუნი და სისველე?
პასუხი:
სავარაუდოდ, ომფალიტი, ანუ ჭიპის ირგვილივი კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთებაა. ის ხშირია ახალშობილებში, თუმცა ზრდასრულ ადამიანებსაც ემართებათ და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან. მარტივი ომფალიტის დროს საჭიროა ჭიპის ჭრილის დამუშავება 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგით, შემდეგ იოდის 5-პროცენტიანი სპირტხსნარით, ან 1-2-პროცენტიანი ბრილიანტის მწვანით. თუ შედეგს ვერ მიიღებთ, მიმართეთ ქირურგს.
კითხვა: ვარ 15 წლის და ღამით ვერ ვიძინებ. ვიძინებ დილის 5 საათისკენ და ისიც ზედაპირულად და ადრე მეღვიძება. როგორ ვუშველო? დასაძინებლების დალევის მეშინია.
პასუხი:
უნდა მოიწესრიგოთ დღის რეჟიმი: ადგეთ დროულად – არაუგვიანეს 8-9 საათისა, შეასრულოთ დილის ვარჯიში, დღის განმავლობაში დაიტვირთოთ ზომიერად (გონებრივად, ფიზიკურად), აუცილებლად იაროთ ფეხით, საღამოს 21 საათის შემდეგ არ დაჯდეთ კომპიუტერთან ან ტელეფონთან. ძილის წინ არ უყუროთ ტელევიზორს. ივახშმეთ მსუბუქად, ძილის წინაც გაისეირნეთ, გაანიავეთ საძინებელი ოთახი, არ დაწვეთ დასაძინებლად 23–24 საათზე ადრე.
კითხვა: ბოლო აცრა არ მაქვს გაკეთებული და მაინტერესებს საშიში ხომ არ არის? როგორც მახსოვს; 14 წლის ასაკში უნდა გამეკეთებენა და ვერ მოვახერხე.
პასუხი:
14 წლის ასაკში უნდა გაკეთებულიყო ტეტანუსი-დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა. რადგან არ ჩაგიტარებიათ, ესე იგი, იმუნიზაცია სრულყოფილად ვერ ჩაითვლება. თქვენ არ გვწერთ ასაკს. შეგიძლიათ, მიმართოთ იმუნიზაციის ცენტრს და ჩაიტაროთ აცრა ან აცრები ეპიდემიური ჩვენებით.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3