კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ნიორი ბევრი დაავადების დამარცხებაში დაგეხმარებათ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


ნიორი ფართოდ გამოიყენება ვირუსული დაავადებების დროს. ეს განპირობებულია ნივრის კომპონენტით – ალიცინით. ის ბლოკავს ფერმენტებს, რომლებიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევას უწყობს ხელს.
ნიორი ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება. ეს ნიორში შემავალი ცილების დამსახურებაა, რომლებიც ორგანიზმს არასასურველი ზემოქმედებისგან იცავს.
ნიორი ანტიბაქტერიული საშუალებაა. ეს თვისება მასში შემავალი ნემფიტოციდების დამსახურებაა, რომლის წყალობით ნიორი ბაქტერიების გამრავლებას ეწინააღმდეგება, ის ტოქსიკურია სოკოს, სტაფილოკოკის, დიფტერიის ჩხირებისთვის. ფიტოციდები განსაკუთრებით გაზაფხულზეა აქტიური, ამიტომ ნიორი ბაქტერიებთან ბრძოლაში განსაკუთრებით სასარგებლოა.
ნიორი ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ეს კვლავ ზემოაღნიშნული ალიცინის დამსახურებაა. მაგრამ ნიორი იწყებს პროცესს, მისი სასარგებლო თვისებები მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ კი ქოლესტერინის დონე კვლავ უწინდელს უბრუნდება. ამგვარად, ნიორს ქოლესტერინის დონის დიდხანს შენარჩუნება არ შეუძლია.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნიორი დადებით ზეგავლენას ახდენს 167 სხვადასხვა დაავადების მკურნალობის პროცესში, რომელთა შორისაა ყველაზე საშიში დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბო.
ნიორის კარდიოდამცველ ფუნქციათა სიაში შედის:
* ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენის პროცესის შენელება;
* თეთრი ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება;
* გულის კუნთის გაძლიერება;
* სისხლძარღვების გაფართოება;
* წნევის დამარეგულირებელი თვისება;
* სისხლძარღვთა ანთების მოხსნა.
აგრეთვე ნიორს აქვს ანტიოქსიდანტური თვისება. ის საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს გერმანიუმს და სელენს, რაც თავის მხრივ, განაპირობებს კიბოს განვითარების საწინააღმდეგო ზემოქმედებას. ასევე, ნიორს შესწევს უნარი, გაანადგუროს ისეთი გავრცელებული ავთვისებიან დაავადებათა კიბოს უჯრედები, როგორიც არის: მწვავე ლიმფობლასტური  და მწვავე მიელოიდური ლეიკოზი; მკერდის, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის, ენდომეტრიუმის, კუჭის კიბო; ლეიკემია; ლიმფომა; მელანომა; ოსტეოსარკომა, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო.
ნიორი აძლიერებს იმუნიტეტს. ვინაიდან კიბო ვითარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იმუნური სისტემა არის მკვეთრად დასუსტებული, ამიტომ ნიორი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.
ნიორი მადის მომგვრელი ბოსტნეულია, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც წონის დაკლება სურს. ნიორი საზიანოა მათთვის, ვისაც კუჭის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები აწუხებს. ნიორში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები საჭმლის მონელების პროცესისთვის საზიანოა. ნიორი არ არის რეკომენდებული ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის. მას ეპილეფსიური შეტევის გამოწვევის პროვოცირება შეუძლია. ნიორს უნდა მოერიდონ ადამიანები, ვისაც ბუასილი აწუხებს, ასევე, ორსული და მეძუძური დედები, რადგან ის ტვინზე უარყოფითად მოქმედებს. ნიორში შედის სულფანილ-ჰიდროქსილის იონები, რომელიც შედის ტვინის სისხლში, რაც ძუძუმწოვრებისთვის საწამლავის მიღებას უტოლდება. მან შეიძლება, გამოიწვიოს თავის ტკივილი, რეაქციის სიჩქარის დაქვეითება 2-3-ჯერ, გაფანტულობა, უყურადღებობა, ასევე, დაბინდული აზროვნება.скачать dle 11.3