კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 დაბალანსებული რაციონი – კიბოს პრევენციისთვის

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოსაზრებით, დაბალანსებული რაციონი კიბოთი დაავადების რისკს აქვეითებს. რაციონში უნდა იყოს: ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები;  ბურღულეული (წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, შვრია).
მცენარეული პროდუქტები შეიცავს მრავალ ქიმიურ ნაერთს: ვიტამინურ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ჯანმრთელ უჯრედებს მუტაციისგან იცავს. ზოგიერთი სახეობის კიბო ჭარბი წონის ფონზე ვითარდება. მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით – საკვები ბოჭკოები აქვეითებს სხეულის მასის ინდექსს და ამ დაავადების რისკს, აუმჯობესებს ნაწლავის მიკრობიოტის მდგომარეობას, ხელს უწყობს დიდი რაოდენობით წყალბადის წარმოქმნას, რომელსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება ახასიათებს.
ნაკლებად მიირთვით ნახევარფაბრიკატები, ბურგერები, ფასტ-ფუდი, ძეხვი, სოსისი, შაშხი, ნამცხვრები. ისინი ბევრ კალორიას, ცხიმსა და შაქარს შეიცავენ, ხოლო უჯრედისსა და ვიტამინებს –  ნაკლებად.
ღორის, საქონლისა და ცხვრის ხორცი შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს, ჰემის რკინას, თუთიასა და B12 ვიტამინს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პირდაპირი კავშირი კიბოსა და ამ სახეობის ხორცის მოხმარებას შორის არ არის, მაგრამ წვის დროს წარმოიქმნება ნიტროზამინები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყლები, რომლებსაც სიმსივნის პროვოცირება შეუძლია. კიბოს კვლევის საერთაშორისო ფონდი გვირჩევს, რომ კვირაში 350–500 გრამამდე ხორცი მივირთვათ. ასე მივიღებთ საკვებ ნივთიერებებს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
წყურვილი დაიკმაყოფილეთ წყლით. შეიძლება, მიიღოთ უშაქრო ჩაი ან ყავა. გაზიანი ტკბილი სასმელები, ხილის წვენები კალორიულია და იწვევს ცხიმოვანი ქსოვილის სწრაფ ზრდას. იზრდება საყლაპავის, სიგმოიდური და სწორი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს და თირკმლის კიბოს რისკი.
ალკოჰოლი ორგანიზმში იჟანგება, რა დროსაც გამოიყოფა თავისუფალი რადიკალები. ისინი ზრდიან პირის ღრუს, ღვიძლის, საყლაპავის, ხორხის, ხახის და სწორი ნაწლავის კიბოს რისკს. მამაკაცები ქალებთან შედარებით ამ სახეობის კიბოთი 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.
მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციებით, დაბალანსებული კვება რაციონის ერთადერთი საიმედო ვარიანტია. ის ზრდის ორგანიზმის რესურსებს მაშინაც კი, როდესაც კიბო მას ძალებს ართმევს.
შოკოლადი, ნამცხვრები და პურ-ფუნთუშეული ონკოლოგიური დაავადების პროგრესირებას უწყობს ხელს, შესაბამისად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის. თავისთავად აღნიშნული პროდუქტები მავნებელი არ არის, თუმცა, მავნებელია მათში შემავალი პალმის ზეთი, რომელსაც მწარმოებლები ხშირად იყენებენ დასახელებული პროდუქტების მომზადების პროცესში.
როგორც ექსპერიმენტებით გაირკვა, აღნიშნული ცხიმი ააქტივებს ცილა CD36-ს, რომელიც ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ბარსელონას ინსტიტუტის მკვლევრებმა ამ ცილის მაღალი შემცველობა გამოავლინეს კანის, საკვერცხეების, ფილტვების, მკერდისა და შარდის ბუშტის კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზმში. მცენარეული ცხიმები, საზოგადოდ, ასტიმულირებს ცილა CD36-ის გამომუშავებას. მკვლევართა განცხადებით, თუ ორგანიზმში ამ ცილას დავბლოკავთ, სიმსივნური პათოლოგიის გავრცელება (მეტასტაზირება) 20  პროცენტით შემცირდება.скачать dle 11.3