კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ უნდა აღიქვას ადამიანმა ესა თუ ის საკუთარი ავადმყოფობა (სნეულება)?
პასუხი:
ამა თუ იმ სნეულებას უფალი ადამიანს გამოცდის სახით აძლევს. ამრიგად, ავადმყოფობაც უფლის დაშვებით ხდება, ისევე როგორც სხვა ყველაფერი. თუმცა, ყოვლისშემძლე უფალს მისგან განკურნებაც ხელეწიფება. ამიტომ, ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე და გააანალიზოს, თუ რატომ მიეცა ავადმყოფობა. ევედროს უფალს მისგან განკურნება და ისწავლოს სწორი გზით სვლა. ამავე დროს, როგორც ღირსი თეოდორე სტუდიელი ამბობს: „ნუ შექმნით ავადმყოფობას უსაქმურობის საბაბად“. ძალიან რგებს ავადმყოფს საღვთო წიგნების კითხვა, რათა არ აჰყვეს უქმ აზრებს.
კითხვა: როგორ უნდა შეიმოსოს ეკლესიაში მიმავალი ადამიანი?
პასუხი:
ადამიანი გარეგნულად იმას გამოხატავს, რაც შინაგანად არის. ეს ტანისამოსზეც შეიძლება ითქვას. რასაკვირველია, ქრისტიანი ვალდებულია, შეიმოსოს რიგიანად და არა ფუფუნებით, განსაკუთრებულად მოდურად ან მდიდრულად. დაიცავით ზომიერება ყველაფერში და ასეთივე შემოსილები წადით ღვთის სახლში – ტაძარში. დაუშვებელია გამომწვევი ჩაცმულობა და ასევე, ისეთი სამოსი ან სამკაული, რაც ქალს ან მამაკაცს არ შეეფერება.
კითხვა: როგორ ახდენენ ზემოქმედებას ექსტრასენსები, მაგები და ჯადოქრები ადამიანებზე?
პასუხი:
ეგრეთ წოდებული, ექსტრასენსები, მაგები და ჯადოქრები იმ ადამიანზე ახდენენ ზემოქმედებას, ვისაც მათი სჯერა და მათ ექვემდებარება. ჭეშმარიტ მორწმუნეზე ვერ იმოქმედებს მათი ძალა, რაც რეალურად, შეიძლება, აქვთ კიდეც, მაგრამ ეს ძალა არ არის ღვთისმიერი. რისიც გწამს და გჯერა, ადვილად ექცევი მისი გავლენის ქვეშ, რაც დამღუპველია. ასეთი ადამიანები ძალიან შორდებიან ჭეშმარიტ ღმერთს და თავს საფრთხეში იგდებენ.
კითხვა: ეკლესია ხომ არ ეწინააღმდეგება საცხოვრებელ სახლში ძაღლის ყოლას?
პასუხი:
ქრისტიან ადამიანს შეუძლია, ძაღლი იყოლიოს სახლში, ამას ეკლესია არანაირად არ ეწინააღმდეგება. შეეცადეთ, ძაღლი არ შეუშვათ სალოცავ ოთახში, ხატებთან.
კითხვა: მაქვს ნათლობის სამი ჯვარი (სამი ნათლია მყავს და შესაბამისად, სამივემ მომიტანა ნათლობაზე). შეიძლება თუ არა, ისინი გადავადნო და ერთი ჯვარი გავაკეთო?
პასუხი:
ეს კატეგორიულად მიუღებელია. ატარეთ რომელიმე ჯვარი და დანარჩენები შეინახეთ. ჯვრების გადადნობით თქვენ ნათლობის საიდუმლოს შეურაცხყოფთ, რაც დაუშვებელია.
კითხვა: როგორ მივიღოთ ჩვენ მიმართ ნათქვამი საქებარი სიტყვები?
პასუხი:
როდესაც გაქებენ, გაიხსენეთ თქვენი ნაკლოვანებები და მათზე იფიქრეთ.скачать dle 11.3