კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 მართლა უნდა თუ არა კაცს ცოლად უჭკუო ქალი და რატომ უნდა მოატყუო ქმარი მიზანმიმართულად

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე


ამბობენ, რომ მამაკაცები დიდად არ სწყალობენ გონებაგახსნილ, მეტისმეტად ჭკვიან ქალბატონებს. ისინი მათ გვერდით კომპლექსდებიან, ნერვიულობენ და თავდაჯერებულობას კარგავენ,  მით უფრო, როცა ოჯახის შექმნაზე მიდგება საქმე. თუმცა, ძალიან სულელი ქალიც არ არის ადვილად ასატანი. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მთავარი ღირსება ქალში არის ის, რომ იყოს ჭკვიანი და საჭირო მომენტში კაცს თავი სულელად მოაჩვენოს. დიახ, ასეთი ქალები ცოტაა და ისინი გამორჩეულად  დაფასებულები არიან. მამაკაცსაც  ძალიან კარგად „მართავენ“.

თაკო (34 წლის): ქალის ჭკუა ცოტა ისეთი თემაა - სადავო და საკამათო, მამაკაცები რომ ქილიკით, ირონიით მოიხსენებენ.  მთავარია, შენ თავად არ მიგაჩნდეს თავი შტერად. ვერ დავიჩემებ, რომ  მამაკაცების ფსიქოტიპს კარგად  ვიცნობ.  შემიყვარდა სტანდარტულად და გავთხოვდი სტანდარტულად. მხოლოდ ამის მერე დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ დავალაგებდი ურთიერთობას ქმართან.
– სტანდარტულად გათხოვება რას ნიშნავს?
– რაღაც ეიფორიის მსგავსი რომ გაქვს და კარგად ვერ იაზრებ შენს მომავალს. 27 წლის ასაკში კი უნდა ხვდებოდე რაღაც-რაღაცებს. მაგრამ შეყვარებული ქალი ნამდვილად არის ცოტა სულელი.
– ამბობენ, რომ მამაკაცებს ცოტა სულელი ქალები მოსწონთ.
– არ ვიცი. მე კი ერთ რამეს მივხვდი:  სანამ მამაკაცთან ერთად არ იცხოვრებ, კარგად ვერ გაიცნობ. პრინციპში, ნებისმიერი ურთიერთობა ასეა. მე არ წამიკითხავს ფსიქოლოგების ტრაქტატები იმაზე, თუ როგორ დამემორჩილებინა მამაკაცი, მით უმეტეს, ქმარი. ცხოვრებამ მასწავლა ის ყველაფერი, რაც ახლა ვიცი. ორი წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდით ერთმანეთს. არ მალავდა, რომ მოვწონდი და ჩემ მიმართ სერიოზული მიზნები ჰქონდა, თუმცა, ვგრძნობდი, ჩემთან შედარებით საკმაოდ გამოცდილი იყო.
– ეს რას ნიშნავს?
– ქალებთან გართობის სიყვარულს. შემთხვევითი რომანები რომ აქვს კაცს და ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ბრწყინვალებას მატებს მის „მამაკაცურ ღირსებას“. მე არასოდეს  მომიწყვია ისტერიკები ქმრისთვის.  შეყვარებულობის პერიოდშიც როცა ვიგებდი, რომ  დროს უქმად არ კარგავდა, თავს ვიშტერებდი, თითქოს ვერაფერს ვხვდებოდი.  
– ფიქრობთ, რომ ეს ნორმალური იყო?
– მე ახლა ვუკვირდები ჩემი ქმრის ბევრ საქციელს. ვხვდები, რომ კომფორტია მისთვის ჩემნაირი ქალის გვერდით ყოლა. არაფერს ვიმჩნევ და ჰგონია, რომ გასდის. რეალურად, ქექვა რომ დავიწყო, აუცილებლად ვიპოვი რაღაცას, მაგრამ ეს ჩემს ცხოვრებას უკეთესობისკენ არ შეცვლის. როცა მშვიდად არის, ჩემ მიმართ ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს. მზრუნველია, საყვარელია, ხელგაშლილია. ალერსიანია. სულ მეხუმრება...
– სულელად რომ მიგჩნევთ, ამას ადვილად იტანთ?
– იცით, რაშია საქმე? თუ ამას მე შევიმჩნევ, აუცილებლად გაჩნდება პრობლემა. ჩვენ შორის აუცილებლად მოხდება კონფლიქტი. ერთხელ  ასეთი რაღაც თქვა: ჭკვიანი ცოლი შეიძლება, კაცისთვის ბედნიერება არის, მაგრამ უფრო წყევლაა, რადგან ყოველთვის გაგშიფრავს და წყლიდან მშრალად ამოსვლის საშუალებას არ მოგცემსო.
– არ ჰკითხეთ, რა ეშმაკობები ჰქონდა ჩაფიქრებული?
– ვკითხე, მაგრამ ცოტა ზერელედ, თითქოს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. მაგალითი მომიყვანა, თან, ირონიულად იცინოდა. წარმოიდგინე, კაცი რომელსაც ჭკვიანი ცოლი ჰყავს, მისი დახმარებით ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს, მაგრამ, არ ვისურვებდი ასეთ ცოლს, რადგან, მუდმივ კონტროლში ვიქნებოდი, ცოლის უკითხავად ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდიო.
– ჩერჩეტი ცოლის ყოლა რომ მეორე უბედურებაა, არ უთხარით?
– არა, არაფერი შევიმჩნიე. გადავწყვიტე, ოქროს შუალედი მომეძებნა: არც სულელი ვყოფილიყავი და არც მეკონტროლებინა. მე ისედაც მიმაჩნია, რომ თუ კაცს არ ენდობი, მის გვერდით არ უნდა იცხოვრო. ზედმეტი ნდობაც რომ არ შეიძლება, ამის შესახებაც წამიკითხავს. მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ დაგეგმავ. რაღაც ერთი მიმართულება უნდა აირჩიო. მე მირჩევნია, ქმარს არ ვაჩვენო, რომ  მის სულში და გულში ჩაწვდომა შემიძლია. ადამიანები ადვილად არ იცვლებიან. თუ აიძულებ, შეიცვალოს, აუცილებლად აგრესიას მიიღებ. სამაგიეროდ, დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა ჰგონია, რომ მე ვერაფერს ვხვდები. ზოგჯერ ნერვიულობს. წვალობს, რომ არაფერი შეემჩნეს და უნდა ვაღიარო, ვტკბები, როცა ამას ვუყურებ, ძალიან მსიამოვნებს...
– ანუ გღალატობთ და  ამაზე ნერვიულობს?
– არ მაქვს ფაქტი და როგორ ვთქვა. ერთი პერიოდი ცდილობდა, ტელეფონი ჩემგან მოშორებით დაედო და კომპიუტერთანაც რომ ჯდებოდა, ყურადღებით მაკვირდებოდა, მის სიახლოვეს ხომ არ ვტრიალებდი. არ მიცდია, გამომეჭირა. შეიძლება, მხოლოდ ფლირტი იყო  და რატომ გამეფუჭებინა ურთიერთობა. შეიძლება, ფიქრობთ, რომ ნამდვილად სულელი ვარ. მე კი მიმაჩნია, რომ სულელი ქალი ის არის, ვინც ქმარს კედელთან მიიმწყვდევს და გასაქანს არ აძლევს. ვაღიარებ, რომ თავს ძლივს ვიკავებდი. ნამდვილად ძალიან ძნელია.  
– თავიდანვე გადაწყვიტეთ, რომ აპატიებდით?
– გზას აცდენილ საყვარელ ადამიანს ხელი არ უნდა ჰკრა, არ არის ეს სწორი. შანსი უნდა მისცე, მით უმეტეს, თუ ატყობ, რომ მას ეს უნდა. ხელის ერთი მოსმით იმის დანგრევა, რაც წლების განმავლობაში გიშენებია, ადვილი არ არის. თუმცა, საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მომიწია. ბევრი ვინერვიულე, მაგრამ ჩემი ჭკუა ქმრისთვის არ მიჩვენებია. რომ დამჭირდეს, ჩემს  ძალასც დავანახვებ და ჭკუასაც. ამ ეტაპზე იმით უფრო მოგებული ვარ, რომ სულელი ვგონივარ.
– უცნაურია, ასე როგორ ხართ დარწმუნებული, რომ არ გიღალატებთ?
– დარწმუნებული ვერაფერში ვიქნები. მას არ უნდა ოჯახის დანგრევა და ჩემი დაკარგვა. ამას, ჩემი „სისულელის“ მიუხედავად მაინც ვამჩნევ.
скачать dle 11.3