კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რა დერეფნის გახსნას აპირებენ რუსეთი, ირანი და სომხეთი საქართველოს გავლით

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სომხური და რუსული მედია აქტიურად აშუქებს ინფორმაციას, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო დერეფნები იხსნება. თუმცა ქართული მედიაც დუმს და ქართველი პოლიტიკოსებიც დუმილის უფლებას იყენებენ, მათ შორის, ოპოზიციაც (რაც, ალბათ, იმით აიხსნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდა კომპრომისზე, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობა სადავო ტერიტორიებზე მესამე მხარეს განეხორციელებინა და, ფაქტია, რომ ეს შეთანხმება, ადრე თუ გვიან, ამოქმედდებოდა). ვახტანგ მაისაიასთან ერთად ვიმსჯელებთ, რა დერეფნებზეა ლაპარაკი და რა მარშრუტებს გულისხმობს ეს დერეფნები.
– რა დერეფანზეა ლაპარაკი და რა პირობებით იხსნება, ვინ ხსნის და რატომ არიან ჩუმად?
– ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა მასალები და როდესაც გავეცანი, საუბარია ჩინეთი-ირანი-სომხეთი-საქართველოს მაგისტრალზე. რაშიც არა მარტო სატრანსპორტო და სარკინიგზო დერეფნის ამოქმედება იგულისხმება, რაც უკავშირდება ჩინეთის პოლიტიკას, ერთი გზა – ერთი სარტყელი, არამედ ენერგორესურსების, ანუ გაზის მიწოდება ამ დერეფანში.
– ირანის გაზის?
– დიახ და ირანი, ფაქტობრივად, არღვევს სანქციურ პოლიტიკას, რომელიც მას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ეს ახალი ინიციატივა, სავარაუდოდ, ერთობლივი სომხურ-ირანული ინიციატივაა. ფაშინიანმა და როუჰანიმ ეს თემა თეირანში ფაშინიანის ვიზიტისას განიხილეს და, როგორც ჩანს, როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩავა სომხეთში, ამ ინიციატივას გააცნობენ ქართულ მხარესაც, თუ მანამდე ფაშინიანი არ ჩამოვიდა საქართველოში. საინტერესოა, რომ ეს საკითხი დაემთხვა იმ პროცესებს, რაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განვითარდა.
– რომ ეს ტვირთები გავიდეს ანაკლიის პორტით ევროპისკენ, თუ პირიქით, ანაკლიის პორტის არსებობა ხელს უშლის ამ პროექტის განხორციელებას?
– აქ არის ერთი ნიუანსი: თუ გავიხსენებთ, რომ ანაკლიის პორტის გამო ერთმანეთს აშშ და რუსეთი უპირისპირდებიან, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის ლობისტები ამოქმედდნენ და ცდილობენ, ანაკლიის პორტი რუსულმა მხარემ ჩაიგდოს ხელში. ანაკლიის პროექტს ამერიკული მხარე ლობირებდა და ამის უკან კონდოლიზა რაისის ლობისტური კიმპანია „კონდი“ იდგა. თავად რაისი კი, გახსოვთ, პრეზიდენტ ბუშ უმცროსის, თავდაპირველად, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და შემდეგ – სახელმწიფო მდივანი იყო. ანაკლიის პორტის მსგავს პროექტებს კი უსაფრთხოების კომპონენტი აქვთ, ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ რუსულ-ამერიკული დაპირისპირება მიდიოდეს.
– ხაზარაძე ამერიკული ინტერესების გამტარებელია, ამის თქმა გინდათ?
– ამ შემთხვევაში ხაზარაძე ამერიკული ინტერესის გამტარებლად გამოდის, სხვათა შორის, ამერიკის საელჩომ საკმაოდ მკვახე განცხადება გააკეთა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტს აქვს გეოსტრატეგიული ასპექტებიც და მას შეიძლება, უფრო გეო და სამხედრო სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდეს, ვიდრე ეკონომიკური. ეს პროცესი დაემთხვა კარასინის მუქარასაც, იმასაც, რომ რუსები ოჩამჩირის აკვატორიაში წყალქვეშ რაღაცას აშენებენ და მგონი, იქ სამხედრო ინფრასტრუქტურას აწყობენ და არა პორტს. იმიტომ რომ რუსეთს სჭირდება სადგომები წყალქვეშა ნავებისთვის. ასეთი სადგომები აქვთ ყირიმში და ანალოგიური ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა მათთვის აფხაზეთშიც მნიშვნელოვანი იქნება. მით უფრო, რომ დარღვეულია ვაშინგტონის ხელშეკრულება, დღის წესრიგში კი დგას სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების გაუქმებაც, რაც კიდევ უფრო დაძაბავს ბირთვულ რბოლას და როგორც მე ვხვდები, რუსები ორი წყალქვეშა ბირთვული კრეისერის განთავსებას აპირებენ შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში. ხოლო მათი გადამალვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ამას აკეთებდა საბჭოთა კავშირი ცივი ომის პერიოდში. წყალქვეშა ბირთვულქობინიან კრეისერებს საკმაოდ მძლავრი პოტენციალი აქვთ და რუსები ამერიკას დღეს უკვე წყალქვეშა კრეისერებიდან უქმნიან რეალურ საფრთხეს.
– მაგრამ ამერიკაც ხომ უქმნის საფრთხეს რუსეთს?
– მესმის, მაგრამ, თუ რუსები ამერიკის ქალაქებს დაარტყამენ, ეს იქნება ორმხრივი დარტყმა. იმას ვამბობ, რომ ახლა რუსებსაც აქვთ საშუალება, ამერიკულ ქალაქებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე წყალქვეშა ბირთვული კრეისერებიდან მიიტანონ იერიში.
– არ მგონია, რუსები მორალურად იყვნენ მზად იმისთვის, რომ ამერიკის ქალაქებსა და სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყან. და წყალქვეშა ბირთვული კრეისერებიდან შავ ზღვაში ვისზე მიიტანენ იერიშს: ჩვენზე, თურქეთზე, უკრაინასა თუ „ნატოს“ ქვეყნებზე?
– საბჭოთა კავშირის მემკვიდრეები არიან, იმედია, კარიბის კრიზისი, კარგად გვახსოვს და დღევანდელი პუტინის რუსეთი მეტზე წამსვლელია. რუსებმა სტრატეგიული შეიარაღების მოდერნიზაცია შესძლეს. მათ, ფაქტობრივად, მოატყუეს ამერიკული მხარე. როგორ, არ ვიცი, მაგრამ მოახერხეს და დღეს ამერიკელები ამას სერიოზულ საფრთხედ აღიქვამენ, თუმცა რუსებისგან ასეთ ვერაგობას არ ელოდნენ და პუტინის რუსეთისგან სერიოზული გამოწვევა მიიღეს.
– ისევ ჩვენს დერეფანს რომ დავუბრუნდეთ. საქართველოს ფუნქცია არ არის მხოლოდ დერეფანი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და პირიქით. გვაქვს გზაჯვარედინის ფუნქციაც, ანუ ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაკავშირება, უბრალოდ, ამ ფუნქციას ობიექტური მიზეზების გამო ვერ ვასრულებთ, თუმცა აზერბაიჯანი უკვე ასრულებს. ილაპარაკეთ ირანიდან დერეფნის გახსნაზე, მაგრამ საქართველო როგორ შესძლებს ამის გაკეთებას, როდესაც ირანს სანქციები აქვს დაწესებული. რუსეთთან დასავლეთის გარეშე დარჩენა კი ჩვენს დაღუპვას ნიშნავს.
– ეს არის ერთგვარი ინიციატივა და მის განხორციელებაზე მუშაობა დაიწყება. როგორც ჩანს, ამ პროექტის მთავარი სუბიექტები შეთანხმდნენ, სავარაუდოდ, ჩინეთიც ჩაერთვება და არც იმას გამოვრიცხავ, რომ საუბარი იყოს თხევადი გაზის მიწოდებაზეც. შესაძლოა, ამერიკელებს ანაკლიის პორტი აინტერესებდეთ არა მხოლოდ, როგორც სატრანზიტო-კომუნიკაციური, არამედ, როგორც თხევადი გაზის პლატფორმის სისტემების დანერგვის საშუალება. იმიტომ რომ ამერიკელები დაინტერესებულები არიან ამ სისტემების დანერგვით, რადგან აშშ გაზის წარმოებაში, ფაქტობრივად, ერთ-ერთი ლიდერია. ამერიკას აქვს „ელ ენ ჯის“ ტექნოლოგია და, მით უმეტეს, ტრამპის ამერიკას შეუძლია, გაზი მიაწოდოს უკრაინას, სხვა სახელმწიფოებს, ჰიპოთეტურად – თურქეთსაც და სომხეთსაც. ესეც უკვე ახლებური გადანაწილებაა: რუსეთის ინტერესებს უკვე ამერიკელების ეკონომიკური ინტერესებიც ეწინააღმდეგება.
ვვარაუდობ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ამერიკულ თხევად გაზს უკავშირდება, იმიტომ რომ საქართველოდან შეიძლება, აზერბაიჯანული გაზი გავიდეს ევროპაში, რაც არის ამერიკელების ინტერესი, ამერიკული თხევადი გაზი კი შემოვიდეს შავი ზღვის აკვატორიაში: საქართველოში, თურქეთში, სომხეთში, უკრაინაში. მეორე  – აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტი განხორციელდეს ევროკავშირში და ამით რუსეთი, ფაქტობრივად, ამოვარდეს გაზის მიწოდების სქემებიდან. აზერბაიჯანი გახდება დომინანტი და დააბალანსებს რუსულ ოლიგოპოლიას გაზის ბაზარზე. ეს, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ფაქტორია. როგორც ჩანს, ამერიკელების ინტერესი ეს არის და არა ანაკლიის პორტის სატრანზიტო ფუნქცია.
– რთული იქნება ანაკლიის პორტის დატვირთვა.
– ბათუმისა და ფოთის პორტები 30-პროცენტიანი დატვირთვით მუშაობენ. დიდი ტვირთები ჩვენი მიმართულებით არ მოძრაობს და საკმაოდ რთული ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან.
– რას გულისხმობთ?
– არ გვაქვს ერთიანი სატარიფო სისტემა და საქართველომ ვერ მოიპოვა მთავარი სატრანზიტო ჰაბის სტატუსი. ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ. ირანმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა გადაინაწილეს ჩინეთიდან წამოსული ერთი სარტყელი – ერთი გზის მიმართულებით წამოსული ტვირთები და შექმნეს არაფორმალური რეგიონული გაერთიანება. რისთვისაც თავის დროზე სუამი შეიქმნა. პირდაპირ მინდა, გითხრათ, რომ სუამის ინიციატივა ედუარდ შევარდნაძეს მე შევთავაზე – მისი მრჩეველი ვიყავი. ედუარდ შევარდნაძეს მოეწონა იდეა, ჩვენი მოსაზრება იყო, რომ შექმნილიყო ევრაზიული სატრანსპორტო გაერთიანება. აი, კონცეფცია, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს შევთავაზეთ: გაგვეყვანა ალტერნატიული სატრანზიტო გზა რუსეთისგან დამოუკიდებლად, ლაპარაკია 1996-1997 წლებზე და გახსოვთ, რომ რუსეთი ეწინააღმდეგებოდა სუამის შექმნას. მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ეს პროექტი ვერ განხორციელდა, თუმცა თავის დროზე, პირადად მე სუამი ეკონომიკურ პროექტად მქონდა წარმოდგენილი და ედუარდ შევარდნაძემ ეს კონცეფცია კარგად დაიჭირა. დღეს იმავეს განხორციელებაში შეზღუდულები ვართ. რუსეთმა შექმნა საკუთარი სუამი ევრაზიის სამხრეთით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სამი ქვეყანა – აზერბაიჯანი, რუსეთი და ირანი, გადაინაწილებს ტვირთებს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ანაკლიის პორტი საქართველოსთვის მხოლოდ პორტი იყოს, ეს არის სუფთა გეოპოლიტიკური თემა.
– რუსეთს ამ სატრანზიტო პროექტებში სომხეთის ჩართვაც უნდა, მისი მოკავშირე თამაშგარე? რომ არ დარჩეს. აზერბაიჯანთან ერთად რომ ამდენ ეკონომიკურ პროექტს ახორციელებს, ეს სომხეთისთვის, რბილად რომ ვთქვათ, საწყენი იქნება.
– ბუნებრივია, ირანსაც თავისი ინტერესი აქვს: ანაკლიის პორტის პროექტში ირანული ინტერესიც შემოდის. ანუ ანაკლიის პორტში ერთმანეთს სამი ქვეყანა დაუპირისპირდა. ერთი – რეგიონული ჰეგემონი ირანი და ორი ზეჰეგომონი – ამერიკა და რუსეთი, შეიძლება, ამ პროექტმა ერთგვარად დაძაბოს ურთიერთობა რუსეთთანაც და მას ამ პროექტის ლობირება მოუწიოს, მაგრამ მათთვის იგივე ანაკლიის ტერიტორია უფრო სამხედრო-სტრატეგიულია. გახსოვთ, თავის დროზე, ფოთის პორტით „როსნეფტი“ დაინტერესდა. მაგრამ მაშინ რუსებს „როსნეფტის“ გამოყენება უფრო გარეგნულად სჭირდებოდათ, ის შემოდიოდა თავისი გასამხედროებული ნაწილებით. „როსნეფტს“ აქვს ასეთი უფლება – იყოლიოს გასამხედროებული ფორმირება თავისი ობიექტების დასაცავად. პირველი კომერციული გასამხედროებული ფორმირება რუსეთის „დუმამ“რუსული გიგანტი კომპანიების ობიექტების დასაცავად დაუშვა და, ბუნებრივია, „როსნეფტს“ უკვე ჰქონდა გასამხედროებული ნაწილი და თავის დროზე, ფოთის პორტით სწორედ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე დაინტერესდა.
ასე რომ, ერთი მხრივ, რუსეთს აქვს თავისი გეოსტრატეგიული ინტერესი ოჩამჩირის, ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიისადმი; მეორე მხრივ, ამერიკელებს აქვთ ინტერესი ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით და ირანს კი, შესაძლოა, მართლაც, მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი ჰქონდეს.
– მხოლოდ თავისი ტვირთების გადაზიდვა და გაზის ტრანსპორტირება უნდოდეს.
– რა თქმა უნდა, ირანს ჰაერივით სჭირდება შავ ზღვაზე გასვლა. განსაკუთრებით, ამერიკის სანქციური პოლიტიკის ფონზე. იცით, ევროკავშირი ფეხს ითრევს და არ უჭერს მხარს ამერიკას, გამოუცხადოს სანქციები ირანს და, შესაძლოა, ირანის ინტერესი ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანაც იყოს.
скачать dle 11.3