კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ართვინული ზღაპრები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ „დუშმანები“

გასულ წელს, 7 მარტს პირველად თურქეთის ქალაქ ართვინში დუშმანებისგან გათავისუფლების 97-ე წლისთავი აღინიშნა, სახალხო სეირნობითაც კი. ტრადიცია წელსაც გაგრძელდა და აწ უკვე მისალოცი ბარათი თვით რეჯებ ერდოღანმაც გაუგზავნა ართვინელებს.
საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით ართვინის მერიც გამოვიდა და შენიშნა, რომ ოკუპაციისგან ართვინის გათავისუფლების დღეს ბედნიერებითა და სიამაყით აღნიშნავენ და, საერთოდაც, ყოველ წელს 7 მარტი ართვინელებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, რომლის აღნიშვნასაც დიდი ენთუზიაზმით განაგრძობენ (100 წლისთავზე, სავარაუდოდ, ტანზეც კი შემოიხევენ სიხარულით).
ბოლოს კი, ისიც დასძინა, რომ ლოცულობენ, რათა ღმერთმა სულ 7 მარტის მსგავსი, ანუ დუშმანებზე გამარჯვების დღეები უმრავლოს.
თითქოს რა ჩვენი საქმეა, რას ზეიმობენ ართვინში, მაგრამ საქმეც ისაა, რომ 7 მარტს ათა თურქის თურქეთმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები გამოდევნა (რომლებმაც ინგლისელების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავადაც, დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორია). ანუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი, ჯერ ერთი, „დუშმანებად“ მოგვიხსენიებს, მეორე – ჩვენსავე ტერიტორიის დაბრუნებას ოკუპაციად აფასებს და, რაც მთავარია, ამის ფონზე გვიკრძალავს დიდგორობის აღნიშვნას.
თურქეთის ინტერესი გასაგებია, ოღონდ სრულიად გაუგებარი – დუმილი ქართული პოლიტიკური სპექტრისა, რომლებიც კვლავ: ერთნი  – არსებულ, მეორენი – სამომავლო, სკამებს ითვლიან, თუმცა საკითხავიც ის არის, საერთოდ თუ სმენიათ, რა ხდება ართვინში?!
скачать dle 11.3