კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ოცდამეერთეში მეათეზე უკან

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

უსწავლელობა სიბნელეა...

ისე მოხდა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში (სხვა, თანამედროვე ქვეყნებს ვინღა ჩივის) საკუთარ თავსაც კი ჩამოვრჩით (ასე, ათიოდე საუკუნით) და გამოვიდა, რომ მეათე საუკუნეში იმაზე გაცილებით განათლებულები ვიყავით, ვიდრე ოცდამეერთეში ვართ (უბრალოდ, საამისო ნივთმტკიცებები არსებობს!).
განათლების რეფორმამ, რომელიც 2005 წელს დაიწყო, სრული კრახი განიცადა, რის ნივთმტკიცებაცაა ქართველი მოსწავლეების მიერ საერთაშორისო კვლევებში (წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკურისა და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნაში) დაკავებული ბოლო ადგილები. თუმცა, „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია“ და რაკი საერთაშორისო ოლიმპიადებში ერთეული ქართველი მოსწავლეები პანტაპუნტით იმარჯვებენ (ქართული სკოლების მიერ ქართველი მასწავლებლების მიერ აღზრდილები), ეს ცხადია, იმედს გვისახავს.
ასეა თუ ისე, პრემიერ-მინისტრი დაგვპრდა, რომ განათლების სექტორი უკიდეგანოდ მსუყედ დაფინანსდება და ქართველები ყველაზე განათლებული ერი ვიქნებით მთელ დედამიწაზე (რაც პირადად მე, სულაც, არ მიმაჩნია უტოპიად), ოღონდ მანამ, სანამ დედამიწას ინტელექტითა და გონებრივი მონაცემებით გავაოცებდეთ, ურიგო არ იქნებოდა კი არადა, აუცილებელია დაიხუროს საჯარო სკოლებში გახსნილი რუსულენოვანი სექტორები (პირადად მე ვერაფრით დავადგინე, რატომ ააღორძინეს ეს მავნე ტრადიცია, მაშინ, როდესაც რუსული სკოლების დახურვის შემდეგ საქართველოს არაქართველ მოქალაქეებს მხოლოდ ქართულ სკოლებში შეჰყავდათ შვილები).
აქედან გამომდინარე კი ისმის რიტორიკული კითხვები: რატომ აფინანსებს სახელმწიფო უცხო ენაზე სწავლებას ბიუჯეტიდან და რომელი ჭკუათმყოფელი ქვეყანა ზრდის უცხო  ქვეყნის მოქალაქეს, რადგან რა ენაზეც აზროვნებ, იმ ეროვნების ხარ, იმას გარდა, რომ ვერაფრით მოხერხდება რუსულად ნასწავლი საქართველოს სომეხი, აზერბაიჯანელი თუ სხვა ეროვნების ადამიანის ინტეგრირება ქართულ სახელმწიფოში! -

скачать dle 11.3