კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 კოსმოსური ოკუპანტები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ მფრინავი სეპარატისტები

​რაკი ეს ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი დედამიწაზე ვერ ეტევა (თუმცა მერვედზეა განფენილი, სულ რაღაც, 140-მილიონიანი მოსახლეობით), ვიცით, რომ კოსმოსის დაპყრობასაც ცდილობს („როსკოსმოსი“ მთვარეზე ტურისტულ მარშრუტებსაც გეგმავს), სავსებით ბუნებრივია, რომ თავის ერთგულ სეპარატისტებს ეულად ვერ დაყრის აქ, ადამიანების გარემოცვაში.
სავარაუდოდ, ამიტომაც რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრმა „იუჟნაია ოსეტიაში“ კონკურსი გამოაცხადა საუკეთესო შემოქმედებითი ნაშრომის გამოსავლენად, თემაზე: „ეს „ზაგადოჩნი“ კოსმოსი“.
კონკურსის ინსპირაცია იური გაგარინის დაბადების 85-ე წელი გამხდარა, მისი მიზანი კი არის (მომყავს ციტატა): „იუჟნაია ოსეტიის“ მცხოვრებლებს, უწინარესად, ახალგაზრდებს გაუღრმაოს ინტერესი რუსული კულტურის, მეცნიერებისა და, რაც მთავარია, რუსული კოსმოსისკენ (ამათ, მგონი, თავი უკვე კოსმოსური ოკუპანტებიც ჰგონიათ).“
ცხადია, სად – კოსმოსი და სად – „იუჟნაია ოსეტია“ და არც ის ვიცით, რად დაჩაგრეს აფხაზი სეპარატისტები (განა მათი აზროვნების მასშტაბი ვერ შესწვდებოდა უკიდეგანო კოსმოსს?!). მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ კვაზი-წარმონაქმნი „იუჟნაია ოსეტია“ უიმედო ჩიხია (ბუნებრივია, საქართველოდან ამოგლეჯილი), შესაძლოა, დროულიც კია მსგავსი ინიციატივა – თავადაც გრძნობენ, რომ მათი ერთადერთი გზა სულ ზემოთ-ზემოთ და მაღლა და მაღლა, ანუ მოუსავლეთშია.
скачать dle 11.3