კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რატომ გადაწყვიტა მაია გუჩმაზოვამ რუსეთის ნაკრების დატოვება და საქართველოს სახელით ასპარეზობა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების წევრს, მაია გუჩმაზოვას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სპორტსმენად მოიხსენიებენ. მისი სილამაზე, მართლაც რომ, ყველასთვის შესამჩნევია. მაია ქართულ ღირსებას 2016 წლიდან იცავს. ის არა ერთი ტურნირის გამარჯვებულია, თუმცა წარმატებებზე საუბარი დიდად არ უყვარს.
მაია გუჩმაზოვა: 1991 წლის ოქტომბერში  ვლადიკავკაზში დავიბადე და ახლაც აქ ვცხოვრობ. ჩემი მშობლები ემიგრაციაში წავიდნენ საქართველოდან და ჩრდილოეთ ოსეთში დასახლდნენ.
– რატომ და როდის დაინტერესდი ფარიკაობით?
– მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ვარჯიში დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელი ირინა კესაევა იყო, რომელსაც დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. თურმე, ჩვენს სკოლაში ფარიკაობის სპეციალური წრე იყო, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. ერთხელ ირინა მოგვიახლოვდა გოგონებს და გვითხრა, რომ შვილისთვის ეძებდა წიგნს ოსურ ლიტერატურაზე და გვკითხა, ჩვენ ხომ არ გვქონდა. ჩვენც მივეცით. მერე დაინტერესდა, გვინდოდა თუ არა ფარიკაობაზე სიარული. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდი, რა იყო სპორტის ეს სახეობა, პასუხი არ გამიცია. საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე მისვლა და ვარჯიშის დაწყება. ძალიან მომეწონა. თუმცა, თავიდან რამდენიმეჯერ შევწყვიტე ვარჯიში. რაღაც პერიოდი ვლადიკავკაზში ვვარჯიშობდი, მერე რუსეთში გავაგრძელე.
– რუსეთის სახელით ასპარეზობდი. საქართველოს ნაკრების წევრი როდის გახდი?
– დიახ, თავიდან რუსეთის სახელით გამოვდიოდი. საქართველოს ნაკრებიდან შემომთავაზეს, რომ მათი წევრი გავმხდარიყავი და მეც დავთანხმდი. ნახევარი წელი განვიხილავდი ამ შემოთავაზებას და ბოლოს იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის ასე სჯობდა.
– რას გულისხმობ?
– რუსეთის ნაკრებში ძალიან ძლიერი მოფარიკავეები არიან.  ოთხი სპორტსმენისგან დაკომპლექტებული ჯგუფია. რთულია ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა – თუ, რომელიმე მათგანი ტრავმას მიიღებს, მათი ჩანაცვლება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი. იქ თავის დამკვიდრება ძნელია – მუდმივად რეზერვში გიწევს ყოფნა და სამომავლო განვითარების შანსი არ გაქვს. ეს გარემოება არჩევნის წინაშე გაყენებს: ტოვებ ყველაფერს ან პოულობ გამოსავალს. მეც ამ ეტაპზე ვიყავი, როცა მერაბ ბაზაძე ქმნიდა გუნდს. მასა და ჩემს მწვრთნელს შორის შედგა მოლაპარაკება. ერთი მხრივ, ჩემი გადმოსვლა სარისკო იყო, თუმცა ოლიმპიადაზე გასვლის შანსი მეძლეოდა და ამიტომ დავთანხმდი. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. დღეს რუსეთის ნაკრების მსგავსად ვვარჯიშობ. ნამდვილად არ ვთვლი თავს მათზე სუსტ მოფარიკავედ, უფრო მეტიც, რაღაც საკითხებში მათზე უკეთესი მაჩვენებელი მაქვს.
– როგორ მიიღეს შენი გადმოსვლის ამბავი რუსეთსა და ოსეთში?
– საერთო ჯამში, რუსეთსა და ოსეთში ჩემს გადაწყვეტილებას ნორმალურად შეხვდნენ, თუმცა, ბუნებრივია, ჩემი მისამართით  არის პოლიტიკური ხასიათის თავდასხმები, მაგრამ ვისაც სპორტი ესმის, ის ჩემს გადაწყეტილებასაც გაიგებს. რუსეთის ნაკრებთან ქართულმა მხარემ აწარმოა მოლაპარაკებები და შესაბამისად, მათი მხრიდან გართულება არ ყოფილა. რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთს, არიან ადამიანები, ვისთვისაც ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯი მიუღებელია. მე სპორტსმენი ვარ და ჩემი საქმე მაქვს, საერთოდ არ ვერევი პოლიტიკაში.
– პირველ ასპარეზობაზე და შენს წარმატებებზე გვიამბე.
– სიმართლე გითხრათ, წარმატებაზე საუბარი არ მიყვარს. ჩვეულებრივ, როცა ამ ტიპის კითხვას ოსეთში მისვამენ, ვპასუხობ: თუ ჩემ შესახებ არ გსმენიათ, არა უშავს, მალე გაიგებთ-მეთქი (იცინის). ბავშვობიდან მიზანდასახული ვიყავი და შედეგმაც არ დააყოვნა. სამხრეთის ფედერალური ოლქისა და რესპუბლიკის დონეზე შედეგები სწრაფად დავდე. ყველაზე დიდი წარმატება იყო, როცა რუსეთის პირველობაზე მე-3 ადგილი ავიღე. მახსოვს, პირველ მნიშვნელოვან ასპარეზობაზე პირადი მწვრთნელის გარეშე გავემგზავრე. მას დაავალეს მოფარიკავეთა ახალი ნაკადის მიღება და სხვა მწვრთნელებთან ერთად მომიწია წასვლა. ისინი ძალიან ზრუნავდნენ ჩემზე და ორთაბრძოლების წინ მამშვიდებდნენ. ის შეხვედრა 4-ით 3 დავთმე, რასაც ვნანობ.  რაც შეეხება პირველ ასპარეზობას, პირველად შეჯიბრებაში მონაწილეობა სკოლაში მივიღე და გავიმარჯვე. სახლში ტირილით მივედი და მახსოვს, როგორ მაწყნარებდა დედა. იმ დღეს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი წარმატების მისაღწევად.
– სავარჯიშოდ საქართველოში გიწევს ხოლმე ჩამოსვლა?
– როცა ნაკრებში გადმოვედი, ნახევარი წელი აქ ვვარჯიშობდი. თუმცა, ვლადიკავკაზში მომიწია დაბრუნება სპარინგების სიმცირის გამო. ჩემი განვითარებისთვის აუცილებლია მეტი სპარინგი, ამიტომ ხელს მიწყობენ, რომ მაქსიმალური დრო შეკრებებზე გავატარო. ახლა ოლიმპიური თამაშებისთვის ვიწყებთ მზადებას – 2020 წლის ოლიმპიადზე ასპარეზობის უფლება უნდა მოვიპოვოთ.
скачать dle 11.3