კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როდის დაეჭვდა ნინო მუმლაძის შვილის მამობაზე გიორგი გაგლოევი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მართალია,  მსახიობ ნინო მუმლაძის და ასევე, მსახიობ გიორგი გაგლოევის პირად ურთიერთობაზე ბევრი ჭორი აგორდა, თუმცა, მათი მეგობრობა წლებს ითვლის და ის, რასაც მათზე ამბობენ, მხოლოდ მითქმა-მოთქმაა და მეტი არაფერი. თავად, ამას არ განიცდიან და იუმორით უდგებიან. როგორ დაიწყო მათი ცამეტწლიანი მეგობრობა, რატომ უხდებათ ერთ საწოლში ძილი და რატომ ვერ ჩადგება მათ შორის ვერავინ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინო მუმლაძე: გარდა იმისა, რომ ერთ უბანში და ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ, თეატრალურშიც ერთად დავდიოდით. წლების მერე აღმოვაჩინეთ, რომ მთელი ბავშვობა ერთი ავტობუსით ვმგზავრობდით (იცინის).
გიორგი გაგლოევი: მიუხედავად ამისა, ჩვენი დაახლოება თეატრში მოხდა და უკვე 13 წელია, მეგობრები ვართ. ახლა ისეთი მეგობრები ვართ, ერთი მანქანით ვმოძრაობთ, უცხოეთშიც ერთად დავდივართ და თუ რამე გვიჭირს და გვილხინს, პირველად ერთმანეთი გვახსენდება.
ნინო: სხვათა შორის, გიორგის ხშირად უწევს დალევა და ფაქტობრივად, მისი მძღოლი ვარ.
გიორგი: კლუბში ისე დავთვერი, ბარმენთან მივედი და ვუთხარი: ჩქარა დამისხი სასმელი-მეთქი. ბარმენი მეუბნება, ამდენი გადაიხადეო.  კაი, დამისხი, კაცო, რა ფული-მეთქი... გადახდა აზრად არ მომსვლია (იცინის). ჰოდა, ამ დროს ნინო „გაიჩითა“, გადაიხადა ფული, გამომათრია იქიდან და მიმიყვანა სახლამდე. ასე რომ, ნინო ჩემი გაჭირვების ტალკვესია. თუმცა, ნასვამმა თუ გადავიყვანე ჭკუიდან და „წყალი აუდუღდა“, რომ მომკიდებს ხელს, მომქაჩავს და მეტყვის-შენი კარგიცო, იქ უძლური ვარ (იცინის).
ნინო: თუ გადაეკეტა, აბა რა ვქნა? (იცინის).
გიორგი: როცა სმას ვიწყებ, ერთ მხარზე, ორმეტრიანი ლუციფერი მაზის, ჩემი ძმაკაცის სახით და მეორეზე – მძიმეწონიანი ნინო და მიდი და გაუძელი.
– კი ამბობთ, მეგობრები ვართო, მაგრამ ბევრჯერ გაჩნდა ჭორები, რომ შეყვარებულები ხართ, საყვარლები, დაოჯახდით, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ. ცეცხლი უკვამლოდ რომ არ ჩნდება?
ნინო: საყვარლობასა და დაოჯახებას ვინ ჩივის, ერთი პერიოდი, ყველას ეგონა, გაგლოსგან ორსულად ვიყავი და ბავშვს ველოდებოდით. სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მომიწია ორსული გოგოს თამაში, გაკეთებული მუცლით გარე გადაღებებზე,  ლოკაციიდან-ლოკაციამდე მიწევდა გადაადგილება და ყველას ეგონა მართლა, შვილს ვაჩენდი, ოღონდ სერიალის გმირისგან კი არა, გაგლოსგან. იმ პერიოდში წონაში კი ვიყავი მომატებული, მაგრამ შვილს ნამდვილად არ ველოდებოდი. არ დამავიწყდება, დამირეკა ჟურნალისტმა და ინტერვიუზე დამიბარა. რომ მივედი, თვალები შუბლზე აუვიდა და გამარჯობის მაგივრად მომახალა: უი, მუცელი სად არის? გაგლოსგან ორსულად არ ხარო? (იცინის) თან, იმდენად დაზუსტებულად იცოდა, მართლა ვერ დაიჯერა.
გიორგი: ყველა მეკითხებოდა, ნინო ხომ შენგან არის ორსულადო და ბოლოს, 85 წლის ლექტორმა რომ დამირეკა და მითხრა ეს ამბავი, ეჭვი შემეპარა, ნეტა, მართლა ხომ არ ველოდები შვილს და მიმალავენ-მეთქი. ეგრევე ნინოს დავურეკე: ქალო, შვილს ველოდებით და მე მიმალავ ამას-მეთქი? (იცინის).
– პირადი ცხოვრების, შეყვარებულების ამბებს თუ ანდობთ ერთმანეთს? თუ გიეჭვიანია, როცა ნინოს ბიჭი დაჟინებული მზერით დეკოლტეზე აკვირდება? ისე, ამბობენ, ნინო რომ დღეს გასათხოვარია, შენი დამსახურებაა და ასეა?
– რა თქმა უნდა, არ ვეჭვიანობ! კი არ ვეჭვიანობ, უბრალოდ, ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის ყველზე კარგი მემეტება. ამდენი წლის მეგობრები ვართ და ერთმანეთს პირად ცხოვრებას როგორ დავუმალავათ. ხანდახან, მეც ვუყურებ ნინოს დაჟინებული მზერით და სხვა კაცმა რომ შეხედოს, რა პრობლემაა? რაც შეეხება ნინოს გაუთხოვრობას, ჩემი ბრალი არ არის.
ნინო: გაუთხოვარი კი არა, გასათხოვარი! სულ ასე მეძახის და მგონი, მართლა გაუთხოვარს მტოვებს (იცინის). ამ ბოლო დროს ერთი გადაცემა მიგვყავს და იმდენს მეღადავება, სოციალურ ქსელში სიუჟეტი რომ იდება, მოჰყვება ხოლმე კომენტარები: ნეტავ, როდის აფეთქდება ნინო, როდის დაახრჩობს გაგლოსო.
გიორგი: სხვათა შორის, ნინო კარგი ცოლი და თავგადაკლული დედა იქნება. თუმცა, ვისაც არ უნდა გაჰყვეს და რამდენი შვილიც არ უნდა გააჩინოს, მის ცხოვრებაში, ჩემი ადგილი სულ იქნება. მერეც ვივლით უცხოეთში ერთად და სასტუმროს ერთ ნომერშიც დავიძინებთ.
ნინო: შენ კი, ზუსტად ვიცი, მამებს შორის ყველაზე ჭკუამხიარული მამა იქნები... თუმცა, თავხედობას ვერ იტანს და ბავშვმა რომ ზედმეტი გაუბედოს, ისე მოიქნევს, მე ვერ ვუშველი (იცინის).
გიორგი: სულ ვამბობ, ნინოს ქმარმა ისეთი უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ და ჩემმა ცოლმა ნინო უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც არის. სხვანაირად ვერ გამოვა, ერთმანეთს ვერ დავთმობთ.
ნინო: სულ ვამბობ, მე გაგლოსნაირ ქმარს ვერ ავიტან-მეთქი, ეს კი – ჩემნაირ ცოლს. თუმცა მეგობრობა კარგად გამოგვდის (იცინის). დასასვენებლად ერთად რომ მივდივართ, ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ და ეს მაქსიმუმი არის, საკუთარ თავებს მოვუაროთ, ერთმანეთს კი არა (იცინის).
– უცხოეთში, სასტუმროში, ერთ ნომერში, ერთად ყოფილხართ?
გიორგი: როგორ არა, არა მარტო უცხოეთში, საქართველოშიც, სასტუმროს ერთ ნომერში, ერთ საწოლშიც ძალიან ხშირად გვიძინია. ვიბანავეთ, გავიხადეთ, დავწექით, მაგრამ ამ დროს მე მაცვია ჯაჭვის „ფოხანი“, ნინოს კი რკინის „ტრუსიკი“.
ნინო: ერთხელ გერმანიისა და საფრანგეთის ტური დავგეგმეთ. ტურისტულ სააგენტოში რომ მივედით, ვიფიქრეთ ცალ-ცალკე ნომრები რომ შევუკვეთოთ, ძვირი დაგვიჯდებაო და მოკლედ, სასტუმროს ერთი ნომერი დავაჯავშნინეთ. რომ გამოვედით, მერე დავფიქრდი, მე მგონი, ამათ წყვილი ვეგონეთ და იქ ერთი საწოლი არ იყოს-მეთქი. ცოტა ხანში შევბრუნდი და ვუთხარი: იქნებ სასტუმროს ისეთი მომერი დაგვიჯავშნოთ, სადაც  ორი საწოლი, ცალ-ცალკე, იქნება-მეთქი. ისე გადმომხედეს, სახეზე ეწერათ – როგორ მოასწრეს ერთმანეთში ჩხუბი, რომ ცალ-ცალკე აპირებენ დაწოლასო და მკითხეს: დარწმუნებული ხართ, რომ ცალ-ცალკე გინდათ დაწოლაო? (იცინის).
გიორგი: ალბათ, იფიქრეს, კი იჩხუბეს, მაგრამ არ უნდათ გერმანია-საფრანგეთის „გამაზვა“ და ცალ-ცალკე წოლა ურჩევნიათო. სხვათა შორის, რომ ჩავედით, ერთი საწოლი დაგვხვდა და ისევ ერთად მოგვიწია ძილი.
– როცა შეყვარებულები ჰგონიხართ ან ცოლ-ქმარი, რა რეაქციები აქვთ?
– გვეუბნებიან, ძალიან უხდებით ერთმანეთს, „ტვიქსივით“, „სლადკაია პაროჩკა“ ხართო. სხვათა შორის, ჰამბურგიდან, პარიზში – სიყვარულის ქალაქში რომ სიყვარულით დაბოლილები აღმოვჩნდით, ოთხი დღე და ღამე არ გვიძინია.
ნინო: სახეახეულები და გადაღლილები დავდიოდით ქუჩაში, სად გვეცალა სიყვარულისთვის (იცინის).
გიორგი: ჰოდა, ნინოს, ასეთ გადაღლილს, ღვთისმშობლის ტაძარში, წირვაზე ისე ჩაეძინა და ისეთი კაცური ხვრინვა „დააბიბინა“, ვიმალებოდი – მე ამასთან არ ვარ-მეთქი, მაგრამ, მაინც გამოგვყარეს (იცინის).
ნინო: მგონი, თაფლობის თვის გატარებაც გაგლოს გვერდით მომიწევს (იცინის).
გიორგი: მასეთიც კი არ ვარ, გაცლი ქმართან თაფლობის თვის გატარებას, მაგრამ მაინც შენს გვერდით ვიქნები. ისეთი ძმაკაცები ვართ მე და ნინო, ჩვენს დაშორებას მეორე ნახევრებიც ვერ შეძლებენ. ნინო რომ გათხოვდება, ქმარი აქ დარჩება და მე და ნინო, ისევ ერთად ვივლით უცხოეთში.
ნინო: ჩვენი მეუღლეები, იმედია, გაგვიგებენ და ჩვენ შორის არ ჩადგებიან.
скачать dle 11.3