კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

№10 რის გამო ვერ ახდენდა გარდატეხის ასაკამდე საკუთარი სქესის იდენტიფიკაციას შაინინა და რატომ იჯდა ის დასისხლიანებული სახით საკუთარ ქორწილში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

იშვიათად შემხვედრია ისეთი ენერგიული, ხალისიანი, იუმორით სავსე ადამიანი, როგორიც ნინო ბარათაშვილი, იგივე შაინინაა. მართალია, როგორც გარედან ჩანს, ისეთი უზრუნველი  და მშვიდი ცხოვრება არ გაუვლია, მაგრამ არ იმჩნევს, ცდილობს, იუმორით შეხედოს მოვლენებს და გარშემო მყოფების სიმპათიას ამით იმსახურებს. ხოლო, რის გამო ატარებს ის პირველი ქმრის გვარს, რატომ იჯდა საკუთარ ქორწილში დასისხლიანებული სახით და როგორი ცოლია ის მეორე ქმრისთვის, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩერო და ჰკითხო, ვინ არის ნინო ბარათაშვილიო, დაიბნევა. თუმცა, საკმარისია, შაინინა ახსენო, რომ ეგრევე გეუბნებიან: უი, ის ხუჭუჭა, გემრიელხელება გოგოო.
– სამი მეგობარი ვიყავით, სამივე ნინა და მათგან ყველაზე მუქი კანის ფერი მე მქონდა, თან, ხასიათითაც ფიცხი და ხმელი ვიყავი. თუმცა გადამდები ხალისიც მქონდა და ამის გამო „შავი ნინა“ შემარქვეს. ასე რომ, ჩემი იდენტობა ჩემმა კანის ფერმა და ხასიათმა განსაზღვრა (იცინის).  მერე ასო გამოაკლეს და ასე შემერქვა „შაინინა“. მახსოვს, სტუდენტობის დროს, ერთმა გოგომ დაიჩემა, შაინინა ვარო და უთხრეს: არა, შაინინა ერთია, უალტერნატივო, თავისი ხასიათით და ის იქნება ერთადერთიო. მოკლედ, საქართველოში ალტერნატივა არ მყავს, თუმცა, შაინ ბევრ ბიჭს ქვია ისრაელში და ბედნიერს ნიშნავს. სულ ვხალისობ, ორი სახელი მქვია – შაი და ნინა, იტალიურად ნინო კაცის სახელია, ივრითშიც მამაკაცებს ჰქვიათ შაი და ქართულში ამ სახელებისგან მიღებული, ერთადერთი სახელი – შაინინა, მე მქვია-მეთქი.
– გამოდის, ორი კაცის სახელს ატარებ. მამაკაცური საწყისები როდის იღვიძებს შენში?
– არასოდეს დაუძინია (იცინის). ძირითადად, მამაკაცურ საწყისებზე ვარ აგებული და ქალურ სხეულში არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. გარდატეხის ასაკში რა სქესის ვიყავი, ამის იდენტიფიკაციას ვერ ვახდენდი. 17 წლის ასაკიდან, როცა პირველი თაყვანისმცემლები გამომიჩნდნენ, მივხვდი, ქალი ვიყავი...
– და დაიწყე პრანჭვა?
– მე, დღესაც არ ვიპრანჭები. ჩემს ასაკში გოგოებს გაცილებით მეტად აქვთ განვითარებული ის ხრიკები, რომელიც ბევრად უკეთ გამოაჩენთ. თმასაც კი არ ვივარცხნი, ისეთი ვარ, როგორიც ვარ. უბრალოდ, ზედმეტი კილოგრამების ტარება რთულია ჩემთვის, ფეხი თხელი მაქვს და უჭირს ამხელა მასის ტარება, ამას ვაკონტროლებ. მოკლედ, ნაკლებად მიყვარს გაპრანჭვა, თუმცა უარზე არ ვარ (იცინის). ჩემი წონიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს სტილის შეცვლა, რომ ნაკლებად ჩანდეს დეფექტები, რომელსაც, როგორც ჩემი შვილები ამბობენ, მხოლოდ მე ვხედავ და მეჩვენება (იცინის).
– ენერგიული, ხალისიანი გოგო ხარ. ერთი შეხედვით, ვინც არ გიცნობს, შთაბეჭდილებას ტოვებ, რომ მარტივი ცხოვრება გამოიარე. თუმცა, ეს ასე არ არის, ხომ მეთანხმები?
– მოდი, ასე გიპასუხებთ – უკეთესი ცხოვრება შეიძლება მქონოდა, ვიდრე მქონდა. იყო სირთულეები, თუმცა, ამას უფრო გამოწვევებს მივაწერ. მქონდა დეპრესიული პერიოდებიც, როცა ვფიქრობდი: დილა რომ ისე არ თენდებოდა, როგორც საჭირო იყო, ესეც ჩემი ბრალი იყო. ჩემი განცდებიდან გამომდინარე, შეიძლება, მოვლენები არც ისეთი რთული იყო ან არც ისეთი იოლი, როგორც მე ვიღებდი.
– პირად ცხოვრებაში რამდენად გაგიმართლა და მართალია, რომ საკუთარ ქორწილში დასისხლიანებული სახით იჯექი?
– პირად ცხოვრებაში, ადამიანური კუთხით გამიმართლა, ქცევებიდან გამომდინარე კი, ვერ მივიღე ის შედეგი, რაც წარმოდგენილი მქონდა. 20 წლის გავთხოვდი, 30 წლის განვქორწინდი და 40 წლის ასაკში, ისევ ვცადე, თავიდან დამეწყო საინტერესო ცხოვრება. რაც შეეხება ჩემს ქორწილს, როგორც გითხარით, პირველად 20 წლის გავთხოვდი. სანამ მაყრიონი მოვიდოდა, ჩემმა დებმა იატაკი მოაპრიალეს. უცბად დარეკა ტელეფონმა, თეთრ კაბაში და ფატაში მოკაზმული გავიქეცი, ამიცურდა ფეხი და ისე დავეცი, ნიკაპი გავიტეხე, გული წამივიდა და ტვინის შერყევაც მივიღე. ასე რომ, საკუთარ ქორწილში სახედასისხლიანებული ვიჯექი, მაგრამ მაინც გავყევი ცოლად. ქორწილის მერე, მთელი 40 დღე ვიწექი. ზოგადად, ტვინის შერყევის გამო, სხვა განზომილებაში ვიყავი, ყველა ქეიფობდა და ჩემი ქორწილი, თავად არ მახსოვს. ჯვრისწერის კადრებიც რომ ვნახე, პიზის კოშკივით გვერდზე გადახრილი ვდგავარ (იცინის).
– თუმცა, ათი წლის მერე, ღალატის მსხვერპლი გახდი და ოჯახი ამის გამო დაინგრა.
– ამის გახსენება აღარ მინდა. რთულია, როცა არ ელი და სწორედ ამ დროს ხდები ღალატის მსხვერპლი. არც ეჭვიანი ვყოფილვარ და ვერც ამის საბაბს ვხედავდი. თუმცა, ასე მოხდა, შოკი მივიღე და მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა, ამაზე საუბარი არ მსიამოვნებს. უფრო მგრძნობიარე გავხდი და სწრაფად ფიქრი ვისწავლე, ბოლომდე საკუთარ თავსაც არ ვენდობი. ვხუმრობ ხოლმე, ცხოვრებაში ყველაფერი დეკადებად მაქვს დაყოფილი: 10 წელი ვიყავი ბავშვი, 10 წელი – თინეიჯერი,10 წელი –გათხოვილი, 10 წელი – განქორწინებული და ახლა, 40 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო-მეთქი.
– როგორი ცოლი ხარ?
– ეჭვიანი არ ვარ, საიმედო ცოლი ვარ. თუმცა, იმდენად მზრუნველი, რომ  მახრჩობელა ვხდები (იცინის).
– ქმარს გაშორდი, მეორედ გათხოვდი, თუმცა პირველი ქმრის გვარს დღემდე ატარებ. რატომ?
– დიახ, ბარათაშვილად მიცნობს ყველა, მაგრამ ეს ჩემი ყოფილი ქმრის გვარია. ჩემი ნამდვილი გვარი სუთიაშვილია. წამყვანად ბარათაშვილის გვარით გამიცნეს, დიპლომიც, ყველა სერტიფიკატიც ამ გვარზე მქონდა და ამიტომ, გადაკეთებას აზრი არ აქვს.
– მართალია, რომ კინოვარსკვლავობაზე, წითელ ხალიჩაზე გასვლაზე და „ოსკარის“ აღებაზე უარი თქვი?
– (იცინის) მთლად „ოსკარამდე“ და წითელ ხალიჩამდე არ მისულა საქმე, თუმცა შემოთავაზება ნამდვილად მქონდა. ისრაელში, სამი სეზონი ვიმუშავე ქართულენოვან არხზე GTV. ერთ-ერთ გადაცემაში დოვერ ქოსაშვილი  გვყავდა სტუმრად. ეს არის ისრაელის ყველაზე განთქმული რეჟისორი, კანის ფესტივალის ლაურეატი და „ოსკარის“ ნომინანტი, ისრაელის ოსკაროსანი. არ ვიცი, რა თვალით შემხედა და თავის ფილმში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა. თანამშრომლები მეუბნებოდნენ, უარი არ თქვა, აუცილებლად დათანხმდი ნებისმიერ შეთავაზებას, თუნდაც მეოცე სოკოს როლს, ეს იქნება საუკეთესო შანსი შენს კარიერაშიო. მოკლედ, მომიყვა ბატონმა დოვერმა თავისი ფილმის მოკლე სცენარი და აღმოჩნდა, რომ ისტორია სამხრეთ კავკასიაში ვითარდებოდა, მე კი ერთ-ერთი ბელადის შვილის როლში მხედავდა. ვუსმენდი გაბადრული და აღმოვაჩინე, რომ  სცენარის მიხედვით, რეალურად, ქალი-ვამპირის როლს მთავაზობდა ანუ ქალის, რომელიც მამაკაცებზეა გადარეული, სადაც არის შიშველი და ეროტიკული სცენები (იცინის). კი მიმტკიცებდა, ამ სცენებს დუბლიორი შეასრულებსო, მაგრამ ვისთვის მემტკიცებინა, ეს მე არ ვარ-მეთქი? რა თქმა უნდა, უარი ვთქვი და „ოსკარიც“ უკან მოვიტოვე და წითელ ხალიჩაზე განავარდებაც (იცინის). ახლა ვფიქრობ, რომ გამერისკა, ნეტავ, რა მოხდებოდა. რეჟისორი კი იგიჟებდა თავს, შენი ენერგეტიკა სჭირდება თანამედროვე კინოსო, მაგრამ ვერ გავრისკე, შემეშინდა.
скачать dle 11.3