კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ მივხვდეთ, როდის ხორციელდება ბავშვზე ზეწოლა

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ხშირად ბავშვები ოჯახში უფროსების, სკოლაში კი ბავშვებისა თუ მასწავლებლის მხრიდან ემოციური ზეწოლის მსხვერპლნი ხდებიან. ჩვეულებრივ, ბავშვები ამ პრობლემაზე არ ლაპარაკობენ. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, არის თუ არა მისი შვილი ემოციური ზეწოლის მსხვერპლი და როგორ დავეხმაროთ ასეთ ბავშვებს, გვესაუბრა ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინო კერესელიძე: როგორც წესი, ზეწოლას ახდენენ ისეთ ბავშვებზე, რომლებიც სხვებისგან გამოირჩევიან, აქტიურობენ, კარგად სწავლობენ, გარდა ამისა, არიან ბავშვები, რომლებიც საკუთარი ქცევით გამოირჩევიან სხვა ბავშვებისგან. არის შემთხვევები, როცა რომელიმე ბავშვი უფრო მეტად სწავლობს ერთ-ერთ საგანს და აქედან გამომდინარე, აქტიური ბავშვების მხრიდან ემოციური ზეწოლა ხდება – „შე ჭკვიანო“, „ტვინიკოსა“... უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთი ბავშვის ქცევა საკმაოდ სასტიკიც შეიძლება იყოს, მაგალითად: ყურადღება გაამახვილონ ისეთ ემოციურ მომენტებზე, რომელსაც ბავშვი აშკარად მტკივნეულად განიცდის. ჩემს პრაქტიკაშიც არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი მოჰყავთ შემდეგი ჩივილით: ბავშვები აწვალებენ კლასში და ხშირად არის სიტუაციები, როდესაც ჩაგვრას რამდენიმე ბავშვი ახორციელებს.
– რა სახის ემოციური ზეწოლები არსებობს ბავშვების მიმართ?
– ბავშვს ხშირად გამოარჩევენ ტანსაცმლის, აქსესუარებისა და, თუნდაც, ქცევიდან გამომდინარე. შეიძლება, ემოციური ჩაგვრა იყოს ოჯახიდან, მშობლის ქცევიდან გამომდინარე. ძალიან ხშირად არის სიტუაცია, როდესაც მშობლის საქციელის გამო მასწავლებელი ემოციურად ძალადობს მის შვილზე. ხშირად არის შემთხვევა, როდესაც მასწავლებელი გაუცნობიერებლად იწყებს სუსტის ჩაგვრას. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, როდესაც მასწავლებლები იწყებენ ემოციურ ჩაგვრას. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, შეიძლება, ეს იყოს გადატანა, პროექცია, საკუთარ ქცევას ბავშვს მიაწერდეს ან მთლიანად პროექცირებდეს ბავშვზე და აქედან გამომდინარე, იწყებდეს ამ ბავშვის ჩაგვრას. ემოციური ზეწოლაა აკრძალვა, შედარება სხვა ბავშვებთან, სხვადასხვა სახელების შერქმევა, იარლიყების მიწებება, ნებისმიერ ნაკლზე აქცენტირება და აფიშირება. არის სიტუაციები, როდესაც უფლებადამცველებს ბავშვების მშობლისგან დაცვაც უწევთ.
– ხშირად ბავშვები არ იმჩნევენ, რომ მასზე ძალადობენ. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი ზეწოლას განიცდის?
– ძალადობის სახეების ამოცნობა ხდება დაკვირვებით ბავშვის ქცევაზე, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ეშინია, აფრთხობს ხმები, აგრესიულად იქცევა, ჩაკეტილი ხდება, არ აქვს გაკვეთილებზე დასწრების სურვილი, ნაკლებად კონტაქტობს გარემოსთან და ადამიანებთან, ურჩევნიათ უფრო პატარა ბავშვებთან ან დედ-მამის ასაკის ხალხთან კონტაქტი და კომუნიკაცია.  არ ცდილობენ ჩაერთონ აქტივობებში, თავს არიდებენ ახალი ბავშვების გაცნობას და დაკონტაქტებას. შესაძლოა, დილით მუცლის ან თავის ტკივილი მოიმიზეზონ, რომ სკოლაში არ გაუშვან. ხშირად ითრგუნებიან და რა თქმა უნდა, რადიკალურად ეცვლებათ ხასიათი. სახლში კი საკმაოდ აგრესიულებიც ხდებიან. ძირითადად კი დათრგუნვა, საკუთარ თავში ჩაკეტვა არის ერთ-ერთი იდენტიფიკატორი, რის მიხედვითაც შეგვიძლია, აღნიშნული პრობლემის იდენტიფიცირება. როგორც წესი, ბავშვები არ ლაპარაკობენ ამ პრობლემაზე, ესეც ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმია, ფიქრობენ, რომ რაც უფრო ნაკლებად შეიმჩნევენ მსგავსი ტიპის პრობლემას, უფრო დაცულები იქნებიან, ანუ საუბრის დროს ამ თემაზე თვითონ არ აკეთებენ აქცენტირებას.
– როგორ მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი სხვაზე ძალადობს?
– რთული დასანახია, როდესაც შენი შვილი ძალადობს, ამას გეუბნებიან ფაქტებიდან გამომდინარე. რატომ არის ბავშვი აგრესორი? ორი მიზეზია: ერთი – როდესაც სახლში ხდება კონფლიქტები, რომელსაც ვერ უმკლავდება, სათანადოდ არ შეუძლია დაუპირისპირდეს და შესაბამისად, საკუთარ თავზე ძლიერს ვერ ჩაგრავს და სადაც სუსტს ნახულობს, სადაც შეუძლია გამოავლინოს თავისი აგრესია, იქ ახდენს ამ აგრესიის სუბლიმაციას და გამოაქვს სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს სიტყვიერი, ფიზიკური თუ ვერბალური. როგორც წესი, აგრესორი ადამიანი თვითონ საჭიროებს დახმარებას. რაღაც მომენტში თვითონ არის მსხვერპლის როლში და ამ ყველაფრის გამოტანას გარეგნული მექანიზმებით ცდილობს.
– რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში ემოციურმა ზეწოლამ?
– თვითშეფასების მხრივ, ბულინგს საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს. ამ დროს ადამიანი განიცდის, ფიქრობს, რომ ის სუსტია და არ აქვს საშუალება, დაიცვას თავი, რომ მასში არ არის არანაირი საყრდენი, რომელშიც ნახავს სიძლიერეს და შესძლებს გაუმკლავდეს ამ პრობლემას. ხშირად მოზარდობის პერიოდში განცდილი მსგავსი ზეწოლის გამო ისეთ სასტიკ ადამიანებს ვიღებთ, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ ბავშვობაში მიღებული ზეწოლისთვის სამაგიეროს გადახდას, თუმცა აგრესია ახლა უკვე მთელ საზოგადოებაზე ან იმ ადამიანების კატეგორიაზე გადააქვთ, ვისი დაჩაგვრაც შეუძლიათ. არსებობს მეორე სცენარიც – როდესაც ადამიანი იმდენად იკეტება, რომ აბსოლუტურად ანტისოციალური ხდება. ბევრი ფაქტი გვაქვს, როდესაც პატარა ასაკში ემოციური ძალადობის მსხვერპლი ადამიანები ხშირად სამაგიეროსაც უხდიან იმ აგრესორებს, რომლებსაც პატარაობაში პასუხს ვერ უბრუნებდნენ. თუმცა შეიძლება, განიცადოს სოციოფობია, ჩაიკეტოს საკუთარ თავში ან ჩამოუყალიბდეს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობები, საერთოდ არ გავიდეს გარეთ და ძირითადად სახლში იყოს.
– როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ამ დროს?
– არსებობს სამფეხიანი სკამის პრინციპი: რა თვისებები მაქვს, როგორ უნდა ვცე საკუთარ თავს და სხვას პატივი და მეოთხე ფეხია, რა უნდა იყოს, რომელიც გაამაგრებს, გაამყარებს ჩემს თავდაჯერებულობას. აუცილებლად უნდა ვცადოთ და შევიდეთ კომუნიკაციაში ბავშვთან, მოვუსმინოთ და მივცეთ საშუალება, საკუთარი ემოციები გამოხატოს. მნიშვნელოვანია ვაპოვნინოთ საკუთარი ძლიერი მხარე, რაზე დაყრდნობაც შესაძლებელი იქნება. მნიშვნელოვანია იცოდეს საკუთარი უფლებები და ბულინგის შემთხვევის დროს აუცილებლად მიმართოს სკოლაში მასწავლებელს ან მანდატურს. უნდა ვცადოთ, იმდენად ახლოს ვიყოთ შვილებთან, რომ მათ ჰქონდეთ სურვილი, საკუთარი განცდები, პრობლემები გაგვიზიარონ, გვესაუბრონ და არ დამალონ ხშირად საკმაოდ მტკივნეული განცდები.  თუმცა რჩევებისგან თავის შეკავება სჯობს. რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, ყოველთვის უკეთესია, როდესაც მშობელი თუ ნებისმიერი ადამიანი ოქროს შუალედს იცავს, რაც გულისხმობს, ვაჩვენოთ შვილს, როგორ შეიძლება მოქცევა, მასთან ერთად გავაანალიზოთ რეაგირების სხვადასხვა მექანიზმები, რაც დაეხმარება საკუთარი პოზიციისა და თავის დაცვაში. ასევე ავუხსნათ და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ვანახვოთ, დაახლოებით, რა შედეგი შეიძლება, გამოიღოს თითოეულმა ქცევამ. არჩევანს კი – რომელი სჯობს მისთვის, თავად ბავშვი გააკეთებს.
скачать dle 11.3