კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ვისცერალური თერაპიის საოცრებები – რა დაავადებებს კურნავს გელა მალუძე

 ვისცერალური თერაპევტი, ვინც საქართველოში პაციენტების მოწვევით ჩამოვიდა

ვისცერალური თერაპევტი გელა მალუძე ამ დარგის  გამორჩეული სპეციალისტია. ის საქართველოში პაციენტების თხოვნით დაბრუნდა და რამდენიმე თვეა, თანამემამულეების დახმარებას ცდილობს. ბატონი გელას მკურნალობის მეთოდი ეფექტურია სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში – უნიკალური ბიორეზონანსული დიაგნოსტიკური აპარატით შეუძლია, დაადგინოს ის დაავადებები, რომელთა აღმოჩენა  ხშირად მაღალტექნოლოგიურ კვლევასაც უჭირს. რას მოიცავს ვისცერალური თერაპია და რა დაავადებებს კურნავს გელა მალუძე, ამის შესახებ თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ, რომელიც უკვე პაციენტების დიდი ნდობით  სარგებლობს.  
– ბატონო გელა, რას მოიცავს ვისცერალური თერაპია და რატომ დაინტერესდით ამ მიმართულებით?
– ვისცერალური თერაპია მოიცავს შინაგანი ორგანოების მასაჟს, განმუხტვას, სპაზმების გამოდევნას და რაც მთავარია, დაწეული შინაგანი ორგანოების თავის ადგილზე დაბრუნებას.  ორგანოების დაწევა ძალიან ხშირი შემთხვევაა, განსაკუთრებით ქალბატონებში.  როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, მას განუსაზღვრა, რომ ესა თუ ის ორგანო კონკრეტულ მდგომარეობაში და ადგილზე უნდა იყოს, ამ შემთხვევაში, მთელი ჩვენი ორგანიზმი, როგორც საათის მექანიზმი, ძალიან კარგად მუშაობს, იმიტომ რომ ნივთიერებათა ცვლიდან დაწყებული სისხლის მიმოქცევით დამთავრებული, ყველაფერი მწყობრშია, მაგრამ საათის მექანიზმის რომელიმე ნაწილი რომ გამოვაძროთ ან გადავწიოთ, ის ხომ ვეღარ იმუშავებს. ასეა ჩვენი ორგანიზმიც. მუცელი ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ჩვენი სიცოცხლე მუცლიდან იწყება, როდესაც დედის მუცელში ვიმყოფებით, ამიტომაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ კარგავს კონტაქტს  მუცელთან. თითქმის არ შევხვედრივარ ადამიანს, ვისაც მუცლის ღრუში ყველაფერი წესრიგში აქვს, რაც ხშირად ბევრი პრობლემის სათავე ხდება. ვისცერალური თერაპია ორგანიზმს განიხილავს როგორც ერთ მთლიანს, როდესაც  ყველა ორგანო ერთმანეთთან „შეთანხმებით“, ჰარმონიულად მუშაობს. მაგრამ,  როდესაც დგება მომენტი და  ერთ ორგანოს უჭირს, პრობლემა ექმნება სხვა ორგანოებსაც.  
რაც შეეხება ჩემს კავშირს ვისცერალურ თერაპიასთან, მას რუსეთში დავეუფლე. წლების წინ შემექმნა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პრობლემა. მივმართე ფუნდამენტურ მედიცინას, სამი წელი ვიმკურნალე, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი პრობლემის მოგვარება  ვისცერალური  თერაპიის დახმარებით შემეძლო, შევისწავლე ეს მიმდინარეობა და შედეგიც საკმაოდ სწრაფი იყო. მას შემდეგ დიდი გამოცდილება მივიღე, უკვე 15 წელზე მეტია, მე  თავად ვეხმარები ადამიანებს სხვადასხვა დაავადების დამარცხებაში. ჩემს პედაგოგთან, ალექსანდრე აგულოვთან ერთად, რომელმაც ვისცერალური თერაპია უმაღლეს დონემდე მიიყვანა, საფუძველი ჩავუყარე ამ მიმართულების აღორძინებას. ეს უკვე  არის საქვეყნოდ აღიარებული მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია დაავადებების საბოლოოდ დამარცხება.   
– რა დაავადებების დროს არის ეფექტური ვისცერალური თერაპია?
– ჩამონათვალი საკმაოდ დიდია – ეს არის ფართო სპექტრის დაავადებების ნუსხა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვისცერალური თერაპია ეფექტურია ყველა დაავადების დროს. გარდა ვისცერალური თერაპიისა, წლებია, ვემსახურები ხალხურ მედიცინას, ფიტოთერაპიას.  მკურნალობის პროცესში, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ მედიკამენტოზურ ჩარევასაც, მაგრამ, როგორც ხალხური მედიცინის წარმომადგენელი, უპირატესობას  ვანიჭებ ბუნებრივ, ნატურალურ პროდუქციას, რომელიც  საბედნიეროდ, საკმაოდ უხვად მოიპოვება ბუნებაში.    
– სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია თქვენი ვიდეოები და ჯგუფი, სადაც უამრავი გამომწერი გყავთ და სადაც მოხვედრა იოლი ნამდვილად  არ არის.
– ეს ჯგუფი, მოქალაქეთა დიდი ინტერესის შედეგად შეიქმნა, დღეს ვისცერალური თერაპია უკვე საქართველოშიც მოთხოვნადი გახდა.  ათასობით  ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ვისცერალური თერაპიის უნიკალური უპირატესობები, მათი მკურნალობა იყო ეფექტური, შედეგიანი,  რასაც ისინი სხვა ადამიანებსაც  სიამოვნებით უზიარებენ. მე საკმაოდ ხშირად ვაწყობ სხვადასხვა ღონისძიებას, უსასყიდლოდ ვეხმარები მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ექიმთან მისვლა არ შეუძლია.  ჩემი აზრით, ამ სახის თანადგომა აუცილებელია და ერთმანეთის მიმართ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ, იმის მიხედვით, ვის  რისი შესაძლებლობაც გვაქვს.      
მოიძიეთ ინფორმაცია სოციალურ ქსელში – ვისცერალური თერაპია და ხალხური მედიცინა.
გელა მალუძესთან დასაკავშირებლად და ინფორმაციისთვის დარეკეთ: 5 14 09 66 90.
скачать dle 11.3