კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 „კამელინის“ წყალობით 10 წელია, ცოცხალი ვარ”... „კამელინი“ უნიკალური პრეპარატია“... „ათი წელია, „კამელინის“ ერთგული მომხმარებელი ვარ“ – ადამიანები, რომლებიც „კამელინის“ წყალობით აგრძელებენ სრულფასოვან ცხოვრებას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

როგორც ცნობილია, „კამელინი“ 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური და ჰიპოალერგიულია, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას. პრეპარატის გამოყენება შესაძლოა როგორც კომპლექსური თერაპიის დროს, ასევე დამოუკიდებლად. ქართული პრეპარატი „კამელინი“ მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. სიმსივნური პათოლოგიების დროს კი მისი გამოყენება ძალზე ეფექტურია.
ფარმაცევტული კომპანია „კამელინი“ სისტემატურად იღებს მადლიერი პაციენტების წერილებს. ასევე, „კამელინის“ ოფიციალურ „ფეისბუქ-გვერდზე“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე აკეთებენ საჯარო კომენტარებს ან პირად შეტყობინებებში გვიამბობენ საინტერესო ისტორიებს. რა თქმა უნდა, კომპანია „კამელინი“ მხოლოდ და მხოლოდ მათი ნებართვით იყენებს აღნიშნულ ისტორიებს, რადგან ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის  იმედის მომცემი იყოს.

პაციენტი  ლია მ.: ავტოკატასტროფაში მოვყევი, ტრავმებს ფილტვების ანთება დაემატა. 4 თვის განმავლობაში ვიწექი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში – რა არ მივიღე და რა არ გავიკეთე, მაგრამ ხველას, დაბალ სიცხეს, ტკივილებს, წვას ფილტვის არეში არაფერმა უშველა. მივიღე გადაწყვეტილება, „კამელინის“ ინიექცია გაუზავებლად დამელია. ყველა ზემოთ აღნიშნული ჩივილი მეორე დღესვე მომეხსნა, 3 დღის შემდეგ სრულიად გამოვჯანმრთელდი. ჩემმა  ახლობელმა, რომელმაც ყელის ავთვისებიანი სიმსივნის გამო ოპერაცია გაიკეთა, ოპერაციის შემდეგ განუვითარდა მეტასტაზი, „კამელინის“ წყალობით  კი დღესაც კარგად არის.
ავთანდილ ქურხული: 2007 წელს ხორხის არეში დამეწყო აუტანელი და გაუსაძლისი ტკივილები, 5-6 თვის მერე ტკივილებს დაემატა ნახველში სისხლი, გარკვეული დროის შემდეგ ხმაც ჩამეხლიჩა. 2008 წელს დავიწყე პრეპარატ „კამელინის“ კაფსულების მიღება, რადგან მისი ბუნებრივი შემადგენლობა ვიცოდი. ძალიან მალე ხმა მომივიდა და იმედიც მომეცა. ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა, ნახველში სისხლი აღარ აღინიშნება, ყველაფერთან ერთად მომეხსნა სახსრების ტკივილი და უფრო ენერგიულადაც დავდივარ. საოცარი შედეგებიდან გამომდინარე  ჩავიტარე მკურნალობის 2 კურსი: კაფსულებს 40 დღის განმავლობაში ვსვამდი – დღეში 3-ჯერ. დღეს „კამელინის“ კაფსულებს მხოლოდ პროფილაქტიკური თვალსაზრისით ვიღებ – წელიწადში 2-ჯერ, გაზაფხულზე და ზამთრამდე. გრიპიც კი არ შემხვედრია. ვცხოვრობ აქტიურად და ენერგიულად. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა, ყელის კიბოთი დაავადებულ ადამიანებს ვურჩიო, მიიღონ „კამელინის“ კაფსულები, სიცოცხლეს ნამდვილად გაიხანგრძლივებენ. „კამელინის“ წყალობით, 10 წელია, ცოცხალი ვარ!  დიდი მადლობა აწ განსვენებულ ქართველ ქირურგსა და საზოგადო მოღვაწეს – ბენედიქტე მაღლაკელიძეს ამ პრეპარატის შექმნისთვის, ასევე, მის ოჯახს, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევის ფასად პრეპარატი ჩვენამდე მოიტანეს.
პაციენტი ა.კ.: 2006 წელს ჩემს მეუღლეს დაუდგინდა დიაგნოზი: კუჭის დაბალი დიფერენციაციის ადენოკარცინომა T4 NIM x. დიაგნოზი დადასტურებული იყო მორფოლოგიურად, ციტოლოგიურად, რენტგენოლოგიურად… ოპერაციაზე არ თანხმდებოდნენ, მაგრამ ოჯახის დაჟინებული თხოვნით, მაინც გაუკეთდა კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. დასკვნითი დიაგნოზი: კუჭის დაბალი დიფერენციაციის ადენოკარცინომა, სიმსივნის ინვაზიური ზრდით, კუჭის კედლის ყველა შრეში. გამიგებთ ალბათ, მეუღლისთვის ეს დიაგნოზი არ მიჩვენებია. ამ დროს ვიგებ „კამელინის“ შესახებ და ოპერაციის შემდეგ ვხვდებით მისი მომხმარებელი… საოცარი შედეგი მივიღეთ, თითქმის დაუჯერებელი. ახლახან გადავიღეთ ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და კვლავ ცვლილებებისა და წარმონაქმნების გარეშეა.
„კამელინის“ მთავარი  მიღწევა პრეპარატის მოქმედებით მიღებული შედეგებია, რომელსაც თავად პაციენტები ხშირად აზიარებენ. სამეცნიერო ფარმაცევტული კომპანია „კამელინი“ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს გულისხმიერებისთვის და უსურვებს ჯანმრთელობას. ჩვენ კი გთავაზობთ რამდენიმე სამადლობელ კომენტარს:
ნანა ხოზრევანიძე: ჩემი კმაყოფილებაც ენით აღუწერელია. ავადმყოფს, რომელსაც კისრის მალებში სიმსივნური გამონაზარდის გამო მოძრაობისა და მგრძნობელობის უნარი დაკარგული ჰქონდა, „კამელინის“ ხუთთვიანმა კურმა სანახევროდ აღუდგინა. ვერც ერთი ექიმი ვერ დაგვეხმარა: არც ქიმიოთერაპია და არც სხივები არ დაუნიშნავთ, გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ოპერაცია იყო და ოპერაციასაც ასაკის გამო არ უკეთებდნენ. უამრავი ტკივილგამაყუჩებელი სჭირდებოდა. „კამელინის“ მიღების შემდეგ ტკივილები თანდათან მოეხსნა. ამ ამბავს ყველგან ვაფიქსირებ. გაავრცელეთ, დაარწმუნეთ განსაკუთრებით სიმსივნით დაავადებული ავადმყოფები, რომ ჩაიტარონ „კამელინით“ მკურნალობის კურსი. ვფიქრობ, მოსახლეობა სათანადოდ არ არის ინფორმირებული. ქვეყანაში, რომელსაც ასეთი წამალი აქვს, ამდენი ადამიანი ამ დაავადებით არ უნდა იტანჯებოდეს.
მარინე: დაახლოებით, 14-15 წლის წინ ვიკეთებდი „კამელინის“ ნემსებს. იმ დროისთვის პირის ღრუში ისე მქონდა სტომატიტი  მომრავლებული, რომ საერთოდ არ მიშუშდებოდა. ასევე ერთი ძუძუს თავი, რომელშიც დიდი ჩამკვრივებები იყო, ძალიან გამიმუქდა. ჰერპესებსაც ვერ ვიშორებდი. „კამელინის“ სამი კურსი ჩავიტარე, ძუძუს თავსაც ფერი დაუბრუნდა და მას შემდეგ აღარც სტომატიტი მაწუხებს და აღარც ჰერპესი.
გელიკო-ქეთი ზუბაშვილი: „კამელინი“ საოცრებაა! ბებიას ჰქონდა მესამე სტადიის სიმსივნე საშვილოსნოს ყელზე, რომელიც მარცხენა მენჯზე იყო გასული. დაიწყო სხივური თერაპია და ძალიან ცუდად იყო. ვიღაცამ „კამელინის“ შესახებ უამბო. დაიწყო სანთლების გაკეთება. რამდენიმე კურსი ჩაიტარა და ბოლოს ექიმმა რომ გასინჯა, მეტასტაზები არა მარტო შეჩერებული იყო, არამედ „კამელინის“  დახმარებით უკან-უკან მიდიოდა.
ირმა ზედგინიძე: „კამელინი“ უნიკალური პრეპარატია, განსაკუთრებით კი ვირუსებთან გასამკლავებლად. თითქმის ათი წელია, ამ პრეპარატის ერთგული მომხმარებელი ვარ. გულწრფელი მადლობა „კამელინს“.
P.S. პრეპარატ „კამელინის“ 5-ივე ფორმა იყიდება ყველა აფთიაქში რეცეპტის გარეშე! „კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:  2-98-62-25 (ოფისი); 599-33-10-89; 599-23-03-33. www.Camelyn.ge, ფოსტა: info@camelyn.ge.
скачать dle 11.3