კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 უროლოგიის ეროვნული ცენტრი – ძლიერი, მრავალწლიან ტრადიციებზე დაფუძნებული სამედიცინო ცენტრი საქართველოში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრს დიდი ისტორია აქვს. ძლიერი კავშირები უცხოურ წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან, ბოლო თაობის ტექნიკური აღჭურვილობა და კვალიფიციური მედპერსონალი კლინიკის მთავარი სიმდიდრეა. უროლოგიური პრობლემების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და ცენტრის უპირატესობებზე უროლოგიის ეროვნული ცენტრის შარდკენჭოვანი დაავადებების მიმართულების ხელმძღვანელი – ბატონი ალექსანდრე უჯმაჯურიძე გვესაუბრა.
ალექსანდრე უჯმაჯურიძე: ძლიერი ქირურგის ოჯახში ვიზრდებოდი, თუმცა, არავის დაუძალებია, რომ ექიმი გამოვსულიყავი. ყველაფერი თავისთავად მოხდა, როცა პროფესიული არჩევნის გაკეთების დრო მოვიდა, სხვა სფეროში მუშაობაზე არც მიფიქრია. ენდოუროლოგიაში წასვლის გადაწყვეტილებაც თავად მივიღე და ჩემი არჩევნით ძალიან კმაყოფილი ვარ.
– რითია გამორჩეული უროლოგიის ეროვნული ცენტრი?
– ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც უროლოგიური პათოლოგიების მთელ სპექტრს მოიცავს. ცენტრს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და დაკომპლექტებულია ძალიან ძლიერი სპეციალისტებით. კლინიკა გამორჩეულია თანამედროვე სტანდარტების დანერგვით.
– რას იტყვით ენდოსკოპიურ უროლოგიაზე?
– საქართველოში შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობის ენდოსკოპიური მეთოდები პირველად ჩვენს ინსტიტუტში დავიწყეთ 1986 წლიდან. ამ ინიციატივას სათავეში ედგნენ პროფესორები: ლაურ მანაგაძე და ნოდარ უჯმაჯურიძე. დღეს ჩვენს კლინიკაში შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობაში ენდოსკოპიურ ოპერაციებს 95 პროცენტზე მეტი უკავია. მათ შორის ძალიან დიდი ზომის კენჭების მკურნალობაც ენდოსკოპიურად ხორციელდება. თუ ადრე თირკმელში კენჭის მოცილება ღია წესით ხდებოდა, დღეს, ეგრეთ წოდებული, ენდოსკოპიური ოპერაციები ოქროს სტანდარტადაა აღიარებული. კანიდან თირკმელში შეღწევა კენჭების წვრილად დამტვრევა და მათი თანდათან ამოღება, დიდი ჭრილობის არარსებობის გამო პაციენტისთვის ბევრად დამზოგველია. ნაკლები სისხლდენაა, მარტივია რეაბილიტაციის პროცესი, პოსტოპერაციული და ინტრაოპერაციული გართულებების რისკიც ნაკლებია.  პაციენტი სახლში მეორე-მესამე დღეს მიდის. ასევეა შარდსაწვეთში წამოსული კენჭის, ეგრეთ წოდებული, კენჭის გავლის მკურნალობის დროსაც: თუ მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად კენჭი ვერ გამოვიდა, იწყება ენდოსკოპიური მეთოდით მკურნალობა, რაც საჭიროებს სპეციალურ ინსტრუმენტებს, რომელიც საქართველოში არ არის ფართოდ გავრცელებული და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამით ერთ-ერთი მოწინავე ვართ. პაციენტისთვის დახმარების გაწევა შესაძლებელია ურგენტულად, იმავე დღეს და კენჭის მოცილებიდან მეორე დღეს ის ყოველგვარი ჭრილობისა და დისკომფორტის გარეშე ეწერება ბინაზე.
– პაციენტები უროლოგიის ეროვნულ ცენტრს აღიარებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამედიცინო ცენტრს საქართველოში. რა მიდგომები გამოგარჩევთ?
– პაციენტის დიაგნოზის დასასმელად პროცესში ჩართულია მისი მკურნალი ექიმი, გარდა ამისა, რეგულარულად, დღეში ორჯერ – დილა-საღამოს ხდება ექიმების შეკრება, სადაც განიხილება ამა თუ იმ პაციენტის დიაგნოსტირების შემდგომი ეტაპი, მკურნალობის მეთოდის შერჩევა და ასე შემდეგ. ჩვენთან პაციენტი მაქსიმალურადაა დაცული, ვინაიდან პროფესიონალი ექიმები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციებს პაციენტების შესახებ და საერთო ჯამში, დგება  ერთიანი, სწორი მკურნალობის ტაქტიკა, რაც ამ კლინიკას გამოარჩევს. პაციენტთა მკურნალობა ეფუძნება ევროპის უროლოგთა ასოციაციის რეკომენდაციებს, ეგრეთ წოდებულ, გაიდლაინებს, რომლებიც მოწოდებულია ამა თუ იმ დაავადების მკურნალობისთვის.
– როგორია უროლოგიის ეროვნული ცენტრის ტექნიკური აღჭურვილობა?
– ჩვენი ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით. ცოტა ხნის წინ ჩამოვედი გერმანიიდან, სადაც ვესწერებოდი ახალგაზრდა უროლოგთა კონფერენციას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქ განხილული მკურნალობის ყველა ენდოსკოპიური და ლაპაროსკოპიული მეთოდი უკვე წლებია, წარმატებით გამოიყენება ჩვენს კლინიკაში.
- უცხოელ კოლეგებთან თუ გაქვთ კავშირი და რაში გეხმარებათ ეს?
– უროლოგიის ეროვნულ ცენტრს ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან აქვს მჭირდო ურთიერთობა ჩვენს გერმანელ კოლეგებთან და შესაბამისად, მეც და ჩემს კოლეგებს გავლილი გვაქვს ტრენინგები და პრაქტიკული სწავლება ევროპის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში. სწორედ გერმანიაში ჩემი ერთ-ერთი რამდენიმეთვიანი ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ ფართოდ დაინერგა შარდსაწვეთიდან და თირკმლიდან კენჭების მოცილების ენდოსკოპიური მცირეინვაზიური ოპერაციები (URS, RIRS). მუდმივად ვესწრებით სხვადასხვა კონგრესებს, რათა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს. ორი წლის წინ მქონდა რამდენიმეთვიანი ვიზიტი პოლონეთში ლაპარასკოპიულ უროლოგიაში ზოგიერთი ნიუანსის ასათვისებლად.
ბატონი ლაურისა და ჩვენი ცენტრის სხვა პროფესორების თაოსნობით, კლინიკა მეგობრულ ურთიერთობაშია ევროპის წამყვან უროლოგიურ სკოლებთან, რამაც ჩვენ – ახალგაზრდა თაობას სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა გაგვიადვილა. ეს ურთიერთობები ასე იოლად არ ყალიბდება –უროლოგიის ეროვნული ცენტრიდან ჩასულ ექიმს შესაბამისი შთაბეჭდილების დატოვება მოეთხოვება, რაც შემდგომში მის მომდევნო თაობის პროფესიული დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, საქართველოში ყოველწლიურად ტარდება უროლოგთა ასოციაციის კონგრესები, რომლის ფარგლებშიც  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან წამყვანი უროლოგები, ცვლიან  ინფორმაციებს, ხდება კავშირების გამყარება.
скачать dle 11.3