კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რატომ უყვარხართ

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

რა გაქვთ ისეთი, რის გამოც თქვენი სიყვარული შეიძლება, ანუ ხასიათის რა თვისება გამოგარჩევთ სხვებისგან და გხდით სასურველს. ძალიან საინტერესო და ინფორმაციული  ტესტია. თან, სახალისო.
1. განსაკუთრებით ეროტიკულად გამოიყურებით:
ა)  ტანზე მჭიდროდ მომდგარ კოსტიუმში – 5;
ბ) სიფრიფანა, თავისუფალი სტილის კაბაში – 3;
გ) ჯინსსა და სპორტულ მაისურში – 1.
2. კატას თუ შეგადარებენ, ყველაზე მეტად ჰგავხართ:
ა) თეთრ სპარსულ კატას, სულ რომ კრუტუნებს – 3;
ბ) სიამის ჯიუტ, მაგრამ ძალიან ეფექტურ კატას – 1;
გ) უფრო შავ ავაზას – 5.
3. ხილით სავსე კალათიდან ამოიღებდით:
ა) მარწყვს და მაშინვე ნაღების ძებნას დაიწყებდით – 3;
ბ) ანანასს და შამპანურს მოითხოვდით – 5;
გ) მწვანე, დაბალკალორიულ ვაშლს – 1.
4. კარგ ფორმაში რომ იყო, მთავარია:
ა) მუდმივად აკონტროლო წონა – 1;
ბ) დაკავდე სპორტით – 5;
გ) იარო მასაჟისტთან – 3.
5. მამაკაცს ქალისგან უნდა:
ა) ქალის ალერსი და სითბო – 5;
ბ) მომვლელი, თანაც უფასო – 3;
გ) ვიღაცაზე ბატონობა და ამისათვის ირჩევს ქალს – 1.
დაითვალეთ ქულები:
თუ თქვენ დააგროვეთ დიდი რაოდენობით „3“ – მაშინ მერილინ მონროს ტიპის ქალი ბრძანდებით. არაჩვეულებრივად ქალური და მომხიბვლელი. მამაკაცებს სურვილი უჩნდებათ თქვენი სახლი ვარდებით აავსონ. სადაც უნდა გამოჩნდეთ, თაყვანისმცემლების ჯარიც მაშინვე იქ ჩნდება, მაგრამ მათი შენარჩუნება გიჭირთ. იქნებ სერიოზულობა გაკლიათ?
თუ პასუხების უმრავლესობა იყო „5“ – ყველასგან გამოირჩევით. არც მომხიბვლელობა გაკლიათ და არც ჭკუა. თქვენი  ტემპერამენტი, რომელსაც ყველაფერში ავლენთ, ატყვევებს მამაკაცებს, თანაც დიდი ხნით. მხოლოდ თამამ გადაწყვეტილებებს იღებთ და წინ ჯიუტად მიიწევთ. ჯერ შეცდომა არ დაგიშვიათ.
როცა პასუხების უმრავლესობაა „1“ – არ გიფიქრიათ, რომ დროა, იმიჯი შეიცვალოთ? მამაკაცებზე ჩამოუყალიბებელი მოზარდის შთაბეჭდილებას ტოვებთ. აუცილებლად უნდა გაიზარდოთ, თორემ ყოველთვის საყვარელ ბავშვად დარჩებით.

скачать dle 11.3