კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ მოვამზადოთ დიეტური, ცხიმების დამწველი და სიბერის შემაჩერებელი კოქტეილები

ნინო კანდელაკი ანი რევია

იმისთვის, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, ორგანიზმში ზედმეტი ცხიმები დაწვათ და თან, ენერგიით სავსე იყოთ, აუცილებელია, სპეციალური კოქტეილების მიღება, რომელსაც სახლის პირობებში მარტივად მოამზადებთ. დიეტური კოქტეილები, გარდა იმისა, რომ გემრიელია, შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ხელს უწყობს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას, წონაში კლებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
ციტრუსის კოქტეილი – მდიდარია C ვიტამინით, ორგანიზმს ავსებს ენერგიით, ხსნის დაღლილობას, ასტიმულირებს უჯრედულ მეტაბოლიზმს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ერთმანეთში შეურიეთ 50 მილილიტრი ლიმონის წვენი, 100 მილილიტრი ფორთოხლის წვენი, 100 მილილიტრი გრეიპფრუტის წვენი და დალიეთ დღის განმავლობაში, ჭამის წინ.
ბოსტნეულის კოქტეილი – ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები და ამარაგებს ვიტამინებით, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ახანგრძლივებს ახალგაზრდობას. ასევე, შეიცავს ბეტა კაროტინს, რაც აუმჯობესებს მხედველობას. 200 მილილიტრი ახალი სტაფილოს წვენი, 70 მილილიტრი წითელი ჭარხლის წვენი და 70 მილილიტრი ნიახურის წვენი შეურიეთ ერთმანეთში და სვით დღის განმავლობაში.
მწვანე კოქტეილი – წმენდს ორგანიზმს, ეხმარება ზედმეტი წონის კლებაში, გარდა ამისა, ებრძვის კიბოს უჯრედების განვითარებას. დააბლენდერეთ 1 ცალი კიტრი, 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 კონა ნიახური, ნახევარი კონა ისპანახი, 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა, დაუმატეთ ცოტა კოჭა, 2 ჭიქა იოგურტი ან მინერალური წყალი. გადაანაწილეთ და სვით დღის განმავლობაში.
თეთრი კოქტეილი – ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ცხიმის დაწვის პროცესს ორგანიზმში. ბლენდერში ჩაასხით 150 მილილიტრი სოიის რძე, 2 ჭიქა იოგურტი, 2 ჩაის კოვზი კაკლის ზეთი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, დაამატეთ ცოტა დარიჩინი და კარგად ათქვიფეთ. დალიეთ დღის განმავლობაში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ხილის კოქტეილი – შეიცავს E ვიტამინს, მდიდარია ანტიოქსიდანტებით და მჟავების ცხიმოვანი ომეგა 3-ით, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს, იცავს მზის რადიაციისგან და უზრუნველყოფს რეპროდუქციული სისტემის მუშაობას. ბლენდერში მუჭით ჩაყარეთ მოცვი, ალუბალი და მარწყვი, დაასხით, 2 ლიტრი ხორბლის ან სელის ნახარში და დაამატეთ 100 გრამი იოგურტი. სვით დღის განმავლობაში.
კანის გამაახალგაზრდავებელი კოქტეილი – შეიცავს ბეტა-კაროტინს, ფოლიუმის მჟავას, C ვიტამინს, გოგირდს და მაგნიუმს. ეს კომპონენტები უწყობს ხელს, კანი მუდმივად ტონუსში იყოს და ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს. დააბლენდერეთ 1 კონა ნიახური, 1 პატარა სტაფილო, 1 ცალი ვაშლი და დალიეთ უზმოზე.
ცხიმის დამწველი კოქტეილი – აჩქარებს და აძლიერებს მეტაბოლიზმს, ცხიმი ადვილად იწვება და ადამიანი იწყებს წონაში კლებას. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები კი ახალგაზრდობას ახანგრძლივებს. ბლენდერში მოათავსეთ დაჭრილი ანანასი, 1 ცალი ლომონის წვენი და 1 ჭიქა იოგურტი. კარგად ათქვიფეთ და დაამატეთ 1 ჭიქა მინერალური წყალი. დალიეთ უზმოზე.
ასევე, კარგია თუ კვირაში რამდენჯერმე მიიღებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გამაუმჯობესელ და ნაწლავის ტრაქტის გამწმენდ კოქტეილს, რომელიც ენერგიას მატებს ორგანიზმს და ამავე დროს, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. ბლენდერში მოათავსეთ 1 ცალი კანგაცლილი კივი, 1 მწვანე ვაშლი, წითელი ყურძნის10 ლებანი და 2 ნაჭერი ანანასი. შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი საყვარელი კენკრა. ათქვიფეთ კარგად და მიირთვით დღის განმავლობაში.
კანის პრობლემები ხშირად გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც უკავშირდება ტოქსინების დაგროვებას ორგანიზმში და კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს. ამისგან გასათავისუფლებლად  დააბლენდერეთ 1 ცალი ფორთოხალი,  მწვანე ყურძნის 10 მარცვალი, ნესვის 1 ნაჭერი და რამდენიმე ფოთოლი პიტნა. დალიეთ დღეში რამდენჯერმე, ჭამამდე 1 საათით ადრე.скачать dle 11.3