კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს O(P) და A(P) რომელი ჯგუფის სისხლია?
პასუხი:
OP (O POSITIVE), იგივე O (1) Rh+, ანუ პირველი ჯგუფის რეზუს დადებითი.
AP (O POSITIVE) იგივე A (11) Rh+, ანუ მეორე ჯგუფის, რეზუს დადებითი.
კითხვა: მაინტერესებს რომელი მცენარეული ნაყენის მიღებაა სასარგებლო დაბალი მჟავიანობის დროს? ასევე, რომელი ხილი და ბოსტნეული უწყობს ხელს მჟავიანობის მომატებას, PH-6 მაქვს.
პასუხი:
მჟავიანობას მაღლა სწევს ნიორი, ასკილის ნაყენი, ცივ წყალში გახსნილი თაფლი, ჭარხლის წვენი, გახეხილი ვაშლი – უზმოზე.
კითხვა: 2 თვეა, მაწუხებს ფეხის ცერა თითზე ფრჩხილი, გუშინ ამოვიჭერი და საშინელ ტკივილს გავუძელი. დღეს ჩირქი მომდის, თან, 4 თვის პატარა ძუძუზე მყავს. რითი ვიმკურნალო ან რამე სერიოზული გართულება ხომ არ მოჰყვება?
პასუხი:
დაზიანებულ ფეხზე გაიკეთეთ მარილიან-სოდიანი წყლის აბაზანები. შემდეგ კარგად გაიმშრალეთ, დაიმუშავეთ წყალბადის ზეჟანგის 3-პროცენტიანი ხსნარით, ზემოდან – ლევომიკოლის, თურმანიძის ან სხვა ანტიბაქტერიული მალამო დაიდეთ. თუ სიმპტომები არ ალაგდება, მიმართეთ ქირურგს.
კითხვა: მეუღლეს აქვს ჰერპესი ტუჩზე, ანუ მის ორგანიზმში ჰერპესის ვირუსია. მაინტერესებს საშიშია ამ პერიოდში დაორსულება?
პასუხი:
ჰერპესი ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰერპესვირუსი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სამუდამოდ რჩება. მამაკაცებში ლაბიალური, ანუ ტუჩის ჰერპესი ქალის ორსულობის დაგეგმვაში ხელის შემშლელი არ არის, მაგრამ იცოდეთ, თუ ვირუსი აქტიურ ფორმაშია ანუ ტუჩზე ჰერპესული გამონაყარი არის, ის გადამდებია და ამიტომ აღნიშნულ მიდამოში კონტაქტს ერიდეთ.
კითხვა: ვარ ორსულად და მაქვს რკინადეფიციტური ანემია – დავიწყე რკინის პრეპარატის მიღება. ასევე, ოდნავ მომატებული მქონდა ფიბრინოგენი. მითხრეს, ანემიამ იცისო, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
პასუხი:
ფიბრინოგენის მატება რკინადეფიციტურმა ანემიამ არ იცის, მისი მატება შესაძლებელია, გამოწვეული იყოს როგორც ორსულობით, ასევე ზოგადი ანთებითი მდგომარეობით, აგრეთვე, სისხლის მომატებული წებვადობით. გაესინჯეთ პირველ რიგში ოჯახის ექიმს ან თერაპევტს, რომელიც გაერკვევა თქვენს მდგომარეობაში და მოგცემთ შესაბამის რჩევა-დარიგებებს, საჭიროების შემთხვევაში კი – დანიშნულებას.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3