კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: თუ შეიძლება, გვესაუბრეთ მეორედ მოსვლის წინაპირობების შესახებ.
პასუხი:
მეორედ მოსვლის ნიშნებთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაციაა ბიბლიაში და ეს ნიშნები ჩვენ თვალწინ უკვე ეტაპობრივად ხორციელდება. ესენია: მიწისძვრები, წყალდიდობები, ქარიშხლები, ომები, ადამიანთა აგრესია და ძალადობა, მკვლელობების მომრავლება, სატანური სექტები და სხვა. ასევე, მეორედ მოსვლის ერთ-ერთი წინაპირობაა ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც შეეცდება, ხალხი ცრუ ხიბლით აცდუნოს. არ ცდუნდება მხოლოდ ის, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და გულით უყვარს უფალი. მეორედ მოსვლისას უფალი განსჯის ცოცხალსა და მკვდარს, მაგრამ როდის დადგება ეს ჟამი, არავინ უწყის.
კითხვა: როგორ მივხვდე, ჩემი ცხოვრება ესათნოება თუ არა ღმერთს და სწორად ვადგავარ თუ არა საუკუნო ცხონების გზას?
პასუხი:
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის შეუძლებელია. ამას მხოლოდ მაშინ შევიტყობთ, როდესაც ჩვენი სული და სხეული გაეყრებიან ერთმანეთს. ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, სწორად ვცხოვრობთ თუ არა. ამქვეყნიური დროებითი ცხოვრება მარადიულთან მიმართებაში ისევეა, როგორც თესვა – მკასთან. ვინც აქ არ თესავს, იქ ვერ მოიმკის. ვინც აქ არ დაუდებს დასაბამს თავისი სულის ხსნაზე ზრუნვას, ამქვეყნად ღვთის სასუფევლის გარეშე მოუწევს დარჩენა.
კითხვა: ჩვენმა მეგობარმა უფალს საღვთო შესაწირავი შეუთქვა. მას ამის შესრულება არ შეუძლია. შეგვიძლია თუ არა მის მეგობრებს ერთობლივად შევასრულოთ აღთქმული?
პასუხი:
თქვენ ამის უფლება გაქვთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ უფალს არ სჭირდება სისხლიანი მსხვერპლი, მას მოწყალების გაღება, მშიერთა დაპურება და სხვათა დახმარება ესათნოება და არა ქეიფი და დროსტარება შეწირული მსხვერპლით.
კითხვა: რამდენიმე წელია, ჩემს მეუღლესთან მხოლოდ ხელი მაქვს მოწერილი. უკვე შვილიც გვყავს, მაგრამ ჯვარს ვერ ვიწერთ, რადგან ის კათოლიკეა, მე – მართლმადიდებელი. სარწმუნოების შეცვლა არცერთს არ გვინდა. როგორ უნდა მოვიქცეთ?
პასუხი: სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, ერთადერთი მადლმოსილების სივრცე, სადაც სულიწმიდაა დავანებული, მართლმადიდებლური ეკლესიაა. აქედან გამომდინარე, თავადვე გააკეთეთ დასკვნა, ვინ უნდა შეიცვალოს თქვენ შორის სარწმუნოება.
კითხვა: მეგობარმა თავისი შვილის მონათვლა მთხოვა. არ მინდა, ვაწყენინო, თან, როგორც გავიგე, ნათლობაზე უარის თქმა არ შეიძლება, არადა, არ ვარ ეკლესიური ადამიანი და ვერ ვცხოვრობ ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს მორწმუნე ქრისტიანი. უნდა დავთანხმდე თუ არა ნათლიობაზე?
პასუხი:
ასეთ შემთხვევაში, ნუ იკისრებთ ნათლიის ტვირთს, ჯერ თქვენ უნდა იყოთ გათვითცნობიერებული სარწმუნოებაში, რომ თქვენს ნათლულს ასწავლოთ სულიერება და ქრისტეს გზაზე სვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ნათლობა ფორმალური იქნება. ნათლია ვალდებულია, ჭეშმარიტ მორწმუნედ ჩამოაყალიბოს ნათლული, რასაც თქვენ ვერ შესძლებთ, სანამ  ამას თავად არ ისწავლით.скачать dle 11.3