კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ასეთი მოეწონები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


მამაკაცებს ძალიან არ უყვართ, როცა ვინმე ცდილობს, შეზღუდოს მათი თავისუფლება. გარდა ამისა, ითრგუნებიან და ღიზიანდებიან, როდესაც დაუსრულებლად საყვედურობენ და მიუთითებენ. გასაგებია, რომ არ მოგწონთ მისი ჩვევები ან ჩაის სმის მანერა, მაგრამ თუ ამას პრობლემად გადააქცევთ, მამაკაცი, უბრალოდ, გაგექცევათ. იცით, რისთვის ეძებს კაცი ცხოვრების თანამგზავრს და პარტნიორს?! იმისათვის, რომ მის გვერდით მოეშვას და იყოს ის, ვინც არის. ანუ შეეძლოს იმ დაძაბულობისგან გათავისუფლება, რომელსაც სამსახური და დამღლელი სამუშაო უქმნის. ზოგიერთი ქალი ჯიუტად ცდილობს, ხელახლა აღზარდოს თავისი პარტნიორი. მართალია, მამაკაცი ზოგადად ექვემდებარება წვრთნას, მაგრამ საყვედურებითა და შენიშვნებით მხოლოდ  იმას მიაღწევთ, რომ თავს მოაბეზრებთ.
პრობლემა ისაა, რომ ქალები ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ წვრილმანებს. მამაკაცს ეს არ ესმის. ის ვერასოდეს გაიგებს, რა დაშავდა იმით, რომ  ბუტერბროდი ტელევიზორის წინ, ფეხზე მდგარმა მიირთვა და იატაკი ნამცეცებით გაავსო. ამ დროს საყვედური კიდევ დასაშვებია, მაგრამ სკანდალის ატეხვა ნამდვილად არ ღირს. იცით, რა მოხდება? თქვენი რჩეული დისკომფორტს იგრძნობს, დაიძაბება და საბოლოოდ იმისკენ გაუწავს გული, ვინც არაფერს დაუშლის. არ გეუბნებით იმას, რომ უნდა შეაქოთ, როცა სახლს თავდაყირა დააყენებს, მაგრამ  ნუ დაუშლით  თავისუფლად სუნთქვას. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები ძნელად იცვლიან ჩვეულებებს. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მის ადგილას: მოგეწონებათ, ვიღაცამ, მით უმეტეს, საყვარელმა ადამიანმა დაუსრულებლად რომ გაძლიოთ შენიშვნები და თქვენი საქციელით მუდმივად უკმაყოფილო იყოს? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მალე გაიქცევით მისგან. იყავით მშვიდი, მოღიმარი და დამთმობი. ზოგჯერ შენიშვნაც მიეცით, მაგრამ აგრესიისა და ირონიის გარეშე, მზრუნველი და ალერსიანი ტონით. ასეთი მოეწონებით!
რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ქალზე მამაკაცები, რბილად რომ ვთქვათ, გიჟდებიან. მაშინ, როცა მასზე გაცილებით ლამაზი და მომხიბვლელი ქალები შეუმჩნევლები  რჩებათ.  მიზიდვის საიდუმლო სულაც არ იმალება გარეგნობაში. თუ შენს შინაგან სამყაროს, შენს ინდივიდუალურობას სააშკარაოზე ვერ გამოიტან, მოდელის გარეგნობაც ვერ გიშველის.
როგორ გახდეთ სასურველი? ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველა ქალს შეუძლია. თუ ისინი საკუთარ თავს შეიყვარებენ და არავის მიბაძავენ, მამაკაცები აუცილებლად შეამჩნევენ. საინტერესო ქალი აცდუნებს მამაკაცს და არა უტვინო თოჯინა. იცხოვრეთ სისხლსავსე ცხოვრებით. აკეთეთ საქმე, რომელიც მოგწონთ. იყავით სხვებისგან განსხვავებული, თუნდაც იმით, რომ იცოდეთ საკუთარი თავის ფასი. როცა არ იწუწუნებთ, არ გექნებათ დრო სევდისთვის და მოწყენისთვის, როცა მიხვდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია და მის თითოეულ წამს უნდა გაუფრთხილდეთ, ცხოვრებაც გვერდს არ აგივლით. არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა: თქვენი ყურადღება და სითბო უანგაროდ უნდა გასცეთ. სანაცვლოდ არაფერი მოითხოვოთ და არ დაელოდოთ, როდის მიიღებთ დივიდენდებს. მიიღებთ კიდეც, თუკი მოთმინებას და ლოდინს ისწავლით.

არგუმენტირებული
 სიყვარული


რატომ უნდა ვიყოთ შეყვარებული?! იმიტომ, რომ სიყვარული უზარმაზარი დადებითი ენერგიის მქონეა. მის მუხტს ისეთი ძალა აქვს, რომ საოცარი ბედნიერებით გავსებს. გრძნობ, როგორ გესხმება ფრთები და შენთვის აღარფერია შეუძლებელი. შეყვარებულ ადამიანს გამოეყოფა სიხარულის ჰორმონი – სეროტონინი, რაც ხელს უშლის დაბერებას და დეპრესიას. არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ შეყვარებული ადამიანი გარეგნულადაც იცვლება. ის ბევრად უკეთ გამოიყურება.  თქვენ წარმოიდგინეთ, წონაშიც კი იკლებს. დადგენილია ისიც, რომ შეყვარებულები გაცილებით უკეთ ხუმრობენ. უფრო გახსნილები და კომუნიკაბელურები არიან. უკეთ ესმით ადამიანების და ადვილადაც პატიობენ წყენას. შეყვარებული ადამიანის შრომისუნარიანობა ერთიორად იმატებს. მათ გამაოგნებელი იდეები მოსდით  და ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით კრეატიული აზროვნების უნარიც მაღალი აქვთ. თუ ქალი შეყვარებულია, ის ცდილობს, გამაოგნებლად გამოიყურებოდეს და ზოგჯერ მთლიანად ცვლის გარდერობს, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. არ გაგეცინოთ მაგრამ, შეყვარებულმა ადამიანმა შეიძლება, საკუთარ თავში ისეთი დაფარული ტალანტი აღმოაჩინოს, თავადვე დარჩეს გაოცებული. ამისი მაგალითები ბევრია და  საყოველთაოდ ცნობილი.
ასე რომ, არსებობს უამრავი მიზეზი იმისთვის, რომ შეიყვაროთ და თანაც, დაუყოვნებლად. მაგრამ გასათვალისწინებელია, ერთი „პატარა“ გარემოება, სიყვარულს ახლავს ბედნიერება, როცა ის ორმხრივია. ცალმხრივ სიყვარულსაც აქვს ძალა, მაგრამ – დამანგრეველი. რასაც რომანტიკული ბუნების ადამიანებისთვის ხშირად უსიამოვნება მოაქვს. თუმცა სიყვარულის სასარგებლოდ არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი – ის ყველა შემთხვევაში მშვენიერია, თუკი თავისუფალია ეგოიზმისგან. შეიყვარეთ მთელი გულით და ბედნიერება აუცილებლად მოვა თქვენთან.
თუ ქალი ყურადღებით უსმენს, რას ეუბნება მამაკაცი და არ თამაშობს, მამაკაცს თამამად შეუძლია წარმატების იმედი ჰქონდეს. საქმე ისაა, რომ თუ ქალს ნამდვილად სიამოვნებს მამაკაცის საზოგადოება,  ის აუცილებლად გამოხატავს თავის აღფრთოვანებას ამ მამაკაცით  და არც მის უფრო ახლოს გაცნობაზე იტყვის უარს. შეაქეთ ქალი ხშირად. აღიარეთ მისი გონებრივი შესაძლებლობები, მისი ნიჭი და ხიბლი. ამბობენ, რომ ქალებზე მეტად კომპლიმენტები თავად მამაკაცებს უყვართ, მაგრამ რომ მიიღო, უნდა გასცე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბუნებაში არაფერი იკარგება, მაშინ არც თქვენი მცდელობა ჩაივლის უკვალოდ და ძალიან მალე უკან ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. ნასიამოვნები ქალი ორმაგად ნაზი და მგრძნობიარეა. იგი მთლიანად თავისუფლდება ეგოიზმისგან და ყველაფერს გააკეთებს პარტნიორისთვის. რა სიამოვნებს ქალს? რა თქმა უნდა, ყურადღება. ერთი მოკლე, ტექსტური შეტყობინებაც კი ძალიან აგამაღლებთ მის თვალში და ქულებსაც ჩაგიწერთ. მოგეწონათ ქალი? გინდათ,  მისი გაცნობა? ნუ შეგაშინებთ მარცხი. საერთოდ ნუ იფიქრებთ ამაზე. „იარაღი“ უკვე გაქვთ, იმოქმედეთ!скачать dle 11.3