კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როდის სჭირდება ცოლს „შოკური თერაპია“ ქმრის მოსარჯულებლად

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე



ამბობენ, რომ ნებისმიერ ცოლ-ქმარს ოჯახური იდილიის საკუთარი რეცეპტი აქვს. ნებისმიერი ურთიერთობა ინდივიდუალურია და განსხვავებული.  შეუძლებელია, ვინმეს  მზა გაიდლაინი მისცე და უთხრა, რომ მეუღლესთან მხოლოდ ასე შეიძლება, იყოს ბედნიერი. თუ ერთი წყვილი ხშირად კამათობს, ვერ იტყვი, რომ მათი ურთიერთობა განწირულია.
ერთმანეთის მიბაძვამ შეიძლება, ოჯახში პრობლემები შექმნას. ყველა ადამიანი განსხვავებული და ორიგინალურია.  ორიგინალურია მათი მიდგომაც ოჯახური ბედნიერებისა და ურთიერთობების „დალაგების“ მიმართ.


თიკო (37 წლის):  მე არც ჭკუას ვარიგებ ვინმეს, არც ვცდილობ, ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება სხვას გამოადგება. უბრალოდ, მინდა, გული გადაგიშალოთ. ზოგჯერ ეს აუცილებელია, რომ საკუთარ თავში, საკუთარი ქმედებების სისწორეში დარწმუნდე. ყველაფერი ნელ-ნელა მოვიდა – გამოცდილებაც, ის მყარი პოზიციაც, რომელიც ახლა მაქვს. ორი წლის წინ კი საკმაოდ დამფრთხალი და დაბნეული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ჩემი ოჯახური ბედნიერება დამთავრდა.
– რა იყო ამის მიზეზი?
– ის, რომ მე და ჩემს ქმარს ვერ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, როგორიც შეყვარებულებს. ვიცი, რომ ცოლქმრობა შეყვარებულობა არ არის, მაგრამ არ ველოდი ისეთ გაუცხოვებას, როგორიც უეცრად დაგვიდგა. ეს ერთბაშად არ მომხდარა, მაგრამ მე აღმოვაჩინე ჩემთვის მოულოდნელად.
– გაუცხოვებაში რას გულისხმობთ?
– ერთ სახლში ვცხოვრობდით, ერთად ვიყავით, ერთმანეთს ვეფერებოდით, ოჯახსაც ინახავდა, ფულიც არ ენანებოდა ჩემთვის, მაგრამ ჩემი არაფერი აინტერესებდა. ხომ გინდა, შენი აზრები, ემოციები, გეგმები ახლობელ ადამიანს გაუზიარო. ქალს ქმარზე ახლობელი ხომ არავინ უნდა ჰყავდეს. მე არ მწამს დაქალებთან გულის მოოხების. ცუდი კი არ არის, მაგრამ მე ამის სურვილი არასოდეს მქონია. მეგობრები როგორ არ მყავს, მაგრამ მათ თავისი ადგილი აქვთ. ქმარი მინდა, რომ მხარზე მივეხუტო, ვიგრძნო, რომ საყრდენი მყავს. სითბოც მჭირდება და ყურადღებაც. ამას ვერ იგებდა ჩემი ქმარი და როცა ვწუწუნებდი, ვითომ არც ესმოდა. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებდა.  თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ვიწყებდი ჩხუბს და ისე შორს შევყვებოდი ხოლმე, ჩემი ქმარი კარს გაიჯახუნებდა და მიდიოდა.
– გტოვებდათ?
– იმ მომენტში კი. მეუბნებოდა, ასეთს ვერ გიყურებ. რომ დაწყნარდები, დამირეკე და მოვალო.
– თქვენ, ალბათ, ეჭვიანობდით.
– დიახ, განვიცდიდი. თავს ვაიძულებდი, გამეღიმა და ოთახიდან გავდიოდი. ოღონდ ის არ წასულიყო და ერთგული ძაღლივით შევცქეროდი. მერე მივხვდი, რომ ამით საერთოდ „გავაფუჭე“.  ნელ-ნელა შეეჩვია ჩემს იგნორირებას და მივხვდი, რომ სასწრაფოდ უნდა შემეცვალა მოცემულობა, თორემ ერთ დღეს აუცილებლად მიღალატებდა, სხვას გაიჩენდა და მიმატოვებდა. როცა კაცს ქალი აღარ აინტერესებს, ტოვებს მას.  ვიფიქრე და გადავწყვიტე, „შოკური თერაპია“ გამომეყენებინა. ანუ, ისეთი რაღაც უნდა გამეკეთებინა, რასაც ჩემგან საერთოდ არ მოელოდა.
– კონკრეტულად  რა გააკეთეთ?
– „შოკური თერაპია“ ჩემი მოგონილი არ არის. ამის შესახებ რჩევები წავიკითხე და ჩემს ქმარს მოვარგე. მის ხასიათზე „გადმოვაწყვე“. საღამოობით მეგობრებთან წასვლით დავიწყე. სახლში რომ მოვიდოდა, სუფრას გავუწყობდი, გამოვიპრანჭებოდი და მივდიოდი. თავიდან, ორ-სამ წასვლაზე არ შეიმჩნია. ირონიულად  რაღაც ჩაილაპარაკა და ეგ იყო.
– ყოველდღე მიდიოდით?
– არა. თითო დღის გამოტოვებით. ვერ გეტყვით, რომ ამას დიდი ხალისით ვაკეთებდი – ზოგადად, ძალიან სახლის მოყვარული ვარ. მაგრამ მიზანი ამართლებს საშუალებას. ერთი-ორჯერ ისე გავაკეთე, რომ სახლშიც არ დავუხვდი. როცა მელაპარაკებოდა, მე ვითომ ჩემს ფიქრებში ვიყავი და არ მესმოდა. თუ შემომხედავდა, ვიღიმოდი. მოკლედ, საფიქრალი გავუჩინე, თანაც, ისეთი, რომ ჩემი იგნორირება აღარ შეეძლო. ვატყობდი, როგორ იძაბებოდა და მის აფეთქებას ველოდი. ეს დღეც დადგა: მე „გამიკვირდა“ – რა ხდება, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე სად ვიქნები და რას გავაკეთებ, ხომ გივლი. მშვიდად ხარ. არ გირღვევ მყუდროებას-მეთქი. რად მინდა ასეთი მყუდროება, თუ ცოლს აღარ ვაინტერესებ და ჩემ გვერდით გაჩერება არ უნდაო. იცით, როგორ გამიხარდა? მივხვდი, რომ მიზანს მივაღწიე. მაგრამ, ჯერ შედეგი უნდა გამემყარებინა. ისევ გავაგრძელე „ჩემთვის“ ცხოვრება და რა მოხდა? სიურპრიზი გამიკეთა: სამოგზაუროდ წამიყვანა. ამის შემდეგ ყოველ უიქენდზე სადღაც დავყავარ. თავისუფალ დროს ჩემთან ერთად ატარებს. სულ შეიცვალა.
– როგორ ფიქრობთ, თქვენი დაკარგვის შეეშინდა?
– არ ვიცი, მე მისთვის ეს არ მიკითხავს, მაგრამ ფაქტია, დამიბრუნდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს უებარი წამალია, მაგრამ თუ სუსტ წერტილს უპოვი, ნებისმიერ კაცზე იმუშავებს. რაც მეტად ყავხარ თვალწინ, მით მალე აბეზრებ თავს. საკმარისია, ჭკვიანურად მოეფარო თვალს, რომ უკან გამოგეკიდება. იმასაც ვიტყვი, რომ „შოკური თერაპია“ შენი პარტნიორის ხასიათის კარგად ცოდნის გათვალისწინებით უნდა გამოიყენო და გაამართლებს. გარწმუნებთ, ჩხუბზე და წუწუნზე ეფექტურია.
скачать dle 11.3