კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ გაუწევს ანაკლიის პორტი კონკურენციას თურქულ პორტებსა და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას და რატომ შეეცდება რუსეთი, ნებისმიერ ფასად ჩაშალოს პროექტი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

გავრცელებული ინფორმაციით, რფ ოკუპირებულ აფხაზეთში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. სავარაუდოდ, მუზის როლი ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა შეასრულა, თუმცა რა თავში იხლის ერთი და არც თუ ისე დიდი მოცულობის შავი ზღვა გვერდიგვერდ ორ ღრმაწყლოვან პორტს, უცნობია, ოღონდ – გასაგები არსებული გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. შავი ზღვის გავლენის  ქვეშ მოქცევას ცდილობენ რფ, თურქეთი და, რა თქმა უნდა, „ნატო“. კერძოდ, რუსეთსა და თურქეთს შავი ზღვის შიდა ტბად ქცევა სურთ, ამის პარალელურად, რუსეთს მოსვენებას არ აძლევს, რომ სრუტეები თურქეთის შემადგენლობაშია, ხოლო თურქეთს ის, რომ ყირიმი აწ უკვე რუსეთის ნაწილია. „ნატოსთვის“ შავი ზღვის აქეთა სანაპიროზე ერთი ნათელი წერტილი საქართველოს პორტებია, საპირისპირო სანაპირო კი, ძირითადად, „ნატოური“ ქვეყნებისაა. რით დასრულდება ბრძოლა შავი ზღვისთვის (რა ამის პასუხია და, ნოსტრადამუსიც წინასწარმეტყველებდა, რომ შავ ზღვაში ომი გარდაუვალია) და რას მოუტანს ეს დაპირისპირება საქართველოს? – ამ თემას პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად გავარჩევთ.
– ერთ შავ ზღვაში, ალბათ, ძალიან ბევრია გვერდიგვერდ ორი ღრმაწყლოვანი პორტი. თქვენ რას უკავშირებთ რუსეთის ამ გატაცებას ღრმაწყლოვანი პორტით, როდესაც ყირიმი მისია?
– შავი ზღვა არ არის მხოლოდ თანამედროვე ქართული პოლიტიკის აქტუალური პრობლემა, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესი ჩვენს სამეზობლოსა და რეგიონშიც აისახება. ბუნებრივია, რუსეთს არ სურს, შეეგუოს შავ ზღვაზე ჰეგემონობის დაკარგვას და ცდილობს, ვითარება თავის სასარგებლოდ შეატრიალოს. საამისოდ კი ის ყველაფერზე წავა, უკვე აჟღარუნებს თავის ატომურ იარაღს და ცდილობს, ბოლო კოზირი ეფექტიანად გამოიყენოს, კრემლის პროპაგანდა არც მალავს...
– იმას გულისხმობთ, პუტინმა რომ თქვა, ისეთი იარაღი გვაქვს, აშშ-ს რომ არ აქვსო?
– ამასაც ვგულისხმობ და, ცხადია, ეს დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის, რუსეთმა დაძლია ქაოსი და ანარქია, როგორადაც ისინი მიიჩნევენ გასული საუკუნის 90-ან წლებს – გორბაჩოვის მმართველობით დაწყებული და ელცინის მმართველობით დამთავრებული და ახლა საკუთარ თავს აშშ-სა და დასავლეთის თანასწორ მოწინააღმდეგედ განიხილავენ. სტაბილიზაციამ და სახელმწიფო მანქანის მოწესრიგებამ მათ გაუჩინა ილუზია, რომ რუსეთი ისევ ზესახელმწიფოა, ამიტომ პრინციპულად არ ცნობენ შეერთებული შტატების ლიდერობას მსოფლიოში და ცდილობენ, ყველა მიმართულებით ერთბაშად და ერთიანად შეუტიონ. მათ ძალიან აწუხებთ უკრაინის, საქართველოს პრობლემა, ვერ შეეგუებიან პოლონეთის როლის ზრდას ევროკავშირში და ახლა, როდესაც საშუალო და მცირე რადიუსის ფრთოსანი რაკეტების ხელშეკრულება უკვე აღარ მოქმედებს და რეალურია პოლონეთში როგორც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების, ისე იარაღის განთავსება, აშკარა კონფრონტაცია აქვთ ყველასთან, ვინც იმ არეულობის პერიოდში ზურგი შეაქცია რუსეთს და მას დაუპირისპირდა. ერთ-ერთი ასეთი არეალია შავი ზღვა და ისინი აქაც აპირებენ პოზიციების გამყარებას. აშკარად აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ შავ ზღვაში შეერთებული შტატებისა თუ ევროკავშირის ფლოტილიის შემოსვლას და, თუ ასე მოხდება, მიიღებენ ზომებს და ხანდახან ამბობენ, რომ ეს კონტრღონისძიება ასიმეტრიული იქნება.
ისინი აცხადებენ, რომ რუსეთის სახელმწიფოს მდგომარეობა იმისდა მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მოხდება უკრაინასა და შავი ზღვის არეალში. ასეთი მიდგომა, ბუნებრივია, აისახება მასშტაბურ ეკონომიკურ პროექტებზე და ცდილობენ, რომ მათი კონტროლიდან გამოსული ქვეყნების ეკონომიკა არ განვითარდეს, რასაც ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებით ეწინააღმდეგებიან, ამ ფონზე მივდივართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტთან.
– ანაკლიის პორტი ხომ ჩინური ინტერესიცაა, ორ ფრონტს ხსნის რუსეთი?
– რა თქმა უნდა, ჩინური ინტერესიცაა, რადგან აბრეშუმის გზა ჩინეთიდან მოდის და ჩინელებს სურთ, რომ მათი ტვირთი დაუბრკოლებლად მიდიოდეს დასავლეთისკენ. ამ ეტაპზე ეფექტიანი მარშრუტის სამი მიმართულება გამოიკვეთა: სამხრეთის, რასაც ახლო აღმოსავლეთში არასტაბილური ვითარება შეუძლებელს ხდის, მეორე – რუსეთის გავლით სახმელეთო გზითა და ნოვოროსიისკის პორტით და მესამე – საქართველოს, შავი ზღვისა და თურქეთის გავლით დასავლეთისკენ.
– თუმცა ანაკლიის პორტი რომ აშენდება, თურქეთი ამ ჯაჭვიდან ამოვარდება, რაღაც ნაწილით მაინც.
– ეს თემა საინტერესოა რუსეთისთვის, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა თურქეთისთვის, რადგან, თუ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2020 წლიდან შევა ექსპლუატაციაში, დაიწყებს დიდი წყალწყვის გემების მიღებას, მაშინ ის გემები, რომლებიც თურქეთის ნავსადგურებში, მათ შორის, სტამბოლში გადაიტვირთება მცირე გემებზე, რომლებიც შემდეგ შემოდიან საქართველოს ნავსადგურებისკენ, პირდაპირ შემოვლენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, რითაც თურქეთი დიდ შემოსავალს დაკარგავს. ამიტომ თურქეთი იძულებული გახდება, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გასვლის გადასახადი გააძვიროს. ბევრი ასპექტი აქვს ამ საკითხს და ამის გარეშე  შეუძლებელია განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რა არის ჩაფიქრებული და რა ვერსიას გვთავაზობენ პორტის მშენებლობის ინიციატორები. ერთი შეხედვით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ეკონომიკურად და სტრატეგიულად წამგებიანია არა მარტო რუსეთისთვის, არამედ თურქეთისთვისაც და ეკონომიკურად – ჩვენი სხვა, ფოთისა და ბათუმის, პორტებისთვის. დღევანდელი რეალობიდან თუ ამოვალთ, ქართული პორტების შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია იმავე ბათუმსა და ფოთში, ეს პორტები დიდ გემებს ვერ იღებენ.
– ზღვაში ტვირთავენ ტანკერებზე და ისე მოაქვთ ნაპირამდე.
– დიახ და ისედაც ფოთისა და ბათუმის მისადგომები 8 ან 10 მეტრამდე სიღრმისაა, მაშინ, როდესაც ანაკლიის პორტის სიღრმე, მინიმუმ, 16 მეტრია და უფრო მეტიც, იჭრება ფსკერი, რომ სიღრმე 20 მეტრამდე გაიზარდოს და უკვე დიდი გემებიც შეძლებენ, თუ ამ პროექტის ეფექტიანობა თურქეთმა ეკონომიკური საშუალებებით არ დაბლოკა. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და მხოლოდ ეკონომიკურ ეფექტზე არ არის გათვლილი. მისი ექსპლუატაციაში შესვლა გათვალისწინებულია 2020 წლისთვის, მაგრამ ამ პორტის განვითარება 50 წელს მოიცავს და ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან მასშტაბური პორტი, რომელიც თანდათან ტვირთბრუნვის ცენტრი გახდება. 2022 წლისთვის მან უნდა გაატაროს 700 000 კონტეინერზე მეტი, მაშინ, როდესაც ჩვენი დანარჩენი ორი პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 630 000 კონტეინერია. ამას ძალიან სერიოზული დაბალანსება უნდა. მოგეხსენებათ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, რომელიც „თი ბი სი ბანკთან“ დაკავშირებული მოვლენების გამო ახლა უკვე მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დადგა, ქართულ-ამერიკული წარმომადგენლობით დაფუძნდა. ასე რომ, მგონია, აქცენტი სწორად დაისვა, რადგან ამ ყველაფრის დარეგულირებას მნიშვნელოვნად წაადგება ამერიკელების მონაწილეობა პორტის მშენებლობაში და ჩვენ დაგვეხმარება, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა – თურქებმა სწორად აღიქვან ამ პორტის პერსპექტივა რეგიონისთვის. გარკვეული თვალსაზრისით, ანაკლიის პორტი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზით გადაზიდული ტვირთების კონკურენტიც გახდება და ესეც არის გასათვალისწინებელი. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტი დიდი პოტენციალია საქართველოსთვის, რადგან, საბოლოოდ, ეს პორტი მხოლოდ ქართული ეკონომიკისთვის არ იქნება მომგებიანი, ეს გლობალური პროექტია და როგორც თქვენ კითხვაში აღნიშნეთ, აქ არის ჩინეთის ინტერესიც, ცენტრალური აზიის ინტერესი, აზერბაიჯანისა და ცხადია, სომხეთის ინტერესებიც. ამდენად, ეს სერიოზული თემაა და ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, რომ პროექტი არ შეფერხდეს. ანაკლია რომ დიდი პორტისთვის მიმზიდველი ადგილი იყო, შესაბამისმა უწყებებმა და პირებმა საბჭოთა პერიოდშიც იცოდნენ, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირს თავისი ეკონომიკისთვის ბათუმისა და ფოთის პორტებიც ჰყოფნიდა.
– და არც აგიშენებდა ისეთ პორტს, რომელსაც წლების შემდეგ გამოვიყენებდით.
– მათი მაშინდელი გეოპოლიტიკური ინტერესი არ იყო აქ ამ მასშტაბის პორტის მშენებლობა. შემდეგ, როდესაც დადგა ამის შესაძლებლობა, ამაზე საქართველოს წინა ხელისუფლება დაფიქრდა, ლაზიკის პორტის მშენებლობის იდეა მათ ეკუთვნით.
– ჩემი ფერფლი მიმოაბნიეთ ლაზიკაშიო, ისურვა მიხეილ სააკაშვილმა.
– ოღონდ სააკაშვილი ორიგინალური არ იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ ამ პორტის იდეა მის დროს გაცოცხლდა, თუმცა უკავშირდებოდა სხვა გლობალურ ხედვას და დღესაც ოცნებობს მიხეილ სააკაშვილი. მას ერთადერთი თანამდებობის დაკავება უნდა საქართველოში: ლაზიკის პორტის მმართველის, მაგრამ მაშინდელი მიდგომით ფიქრობდნენ სინგაპურიზაციას, ზეეროვნული მეგაპოლისის შექმნას, რომელსაც ქართველმა საზოგადოებამ უარი უთხრა. განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია, მაგრამ, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის სინგაპურიზაცია მთლად შესატყვისი არ იყო. შემდეგ მოვიდა ახალი ხელისუფლება და ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ეკუთვნის ამ იდეის გაცოცხლება. თუმცა ორივე შემთხვევაში, ჩემი აზრით, „თი ბი სი ჯგუფსა“ და მამუკა ხაზარაძეს პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ამ იდეის რეანიმაციასთან და ის, რა მოვლენებიც განვითარდა, ვფიქრობ, ცალკეული პიროვნებებისა და ჯგუფების ბიზნესინტერესებია, ოღონდ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ პორტის მშენებლობის ხელის შეშლაში, შემოვლითი გზით, რუსეთი იღებდეს მონაწილეობას. არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ...
– მაგრამ ყველა თავის ინტერესს რომ გაატარებს და დაიცავს, ცხადია.
– რა თქმა უნდა და რუსეთის ინტერესი რომ არ არის ანაკლიის პორტის წარმატებული მშენებლობა, ცხადია, რაც რუსეთის ინტერესების არასწორად გაგების ბრალია, თორემ საზღვართან შენი მეზობლების განვითარება ყველასთვის ხელსაყრელი უნდა იყოს. შესაძლოა, ჩვენი ეკონომიკისთვის შემაფერხებელი ფაქტორია თურქეთის ეკონომიკასთან მიბმა, მაგრამ ასე რომ არ მომხდარიყო, ეს უმძიმესი 25 წელი შესაძლოა, ვერც კი გადაგვეტანა. ასე რომ, პრობლემების ეს სპექტრი არსებობს და მთავარია, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე პიროვნულ ფაქტორებსა და ქვეყნის შიგნით გავლენიან ადამიანებს შორის დაპირისპირებას არ გადავაყოლოთ.
– როდესაც რუსეთი ერთვება ამ საქმეში აფხაზეთის სანაპიროზე მეორე ღრმაწყლოვანი პორტით, ამით ფერხდება ანაკლიის პორტის მშენებლობა? ის იქნება ჩვენი კონკურენტი და წაგვართმევს ტვირთებს, თუ პირიქით, კონკურენცია კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ანაკლიის განვითარებას და საქართველოს ჩართულობას ამ პროექტში?
– გამოწვევა დღესაც აქვს ამ პროექტს და ქვეყნის შიგნით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აზარალებს
– რას გულისხმობთ? ვინმე უწევს წინააღმდეგობას?
– ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისას ქვეყნის ორი გავლენიანი პირი ერთმანეთს უპირისპირდება და ერთ-ერთი მიზეზი პროექტისადმი დამოკიდებულებაცაა, რაც ვერ წაადგება საქმეს.  ეს შეაფერხებს პროექტს, მეორეა საგარეო, საერთაშორისო, გეოსტრატეგიული თემები, რომლებიც აფერხებს ამ პორტის პერსპექტივას, რადგან ამათ უკან დგას ძალიან სერიოზული ძალები: რუსეთი, თურქეთი და მე ვერ ვხედავ, რომ თურქეთთან გვქონდეს ინტენსიური დიალოგი, თუ როგორ უნდა დაბალანსდეს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები. აი, ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ დღეს დაპირისპირების ნაცვლად.
скачать dle 11.3