კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ჩრდილოური მუქარა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ვინ აიღებს იარაღს?

რაკი აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვრამდე მიდის, ხოლო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ფანტაზია კი საბჭოეთს ვერ სცდება, ამ ორომტრიალში ჩვენც ვხვდებით (ისედაც მოხვედრილები). ამიტომაც მუქარამაც არ დაახანა, კერძოდ, რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კარასინმა შემოგვითვალა, რომ „ურთიერთობებს იმ დოზით განვავითარებთ, რა დოზითაც ამისთვის საქართველო იქნება მზად“.
რის ქვეტექსტიც, სავარაუდოდ, ისაა, რომ, თუ საქართველო ცნობს თავისი სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას და სამუდამო ერთგულებას შემოგვფიცავს, რომ უფრო მოხერხებულად დავაქუცმაცოთ, მზად ვართ ურთიერთობებისთვისო.
გრიგორი კარასინს არც ქართველი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი მკვეთრი განცხადებები მოსწონს, „ნატოსკენ“ დაჩქარებულ სვლასა და დემოკრატიული ევროპისადმი რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე საუბრობენო, ამიტომაც ერთგვარი ულტიმატუმიც წამოგვიყენა: თბილისმა უნდა აირჩიოს „ან სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი... კარგად გვახსოვს, რით დაიწყო უკრაინული პრობლემა...“
ანუ სამხედრო აგრესიით დაგვემუქრნენ, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენში ჯარში და, მით უფრო, ომში წასვლის მსურველთა დიდი ნაკლებობაა, მგონი, დროა, „გირჩი“ ვაფრინოთ, იქნება და თავიანთი ცნობილი პოზით რუსული ტანკებიც დააფრთხონ და ავიაციაც.
скачать dle 11.3