კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რა გადაწყვეტილება მიაღებინა წლების წინ ეროსი კიწმარიშვილმა ნინო არაზაშვილს და რა გახდა მისი „რუსთავი 2-იდან“ წამოსვლის მიზეზი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

„TV პირველის“ ეთერში სულ მალე ახალი გადაცემა გავა, სახელწოდებით – „პირველამდე ნინო არაზაშვილთან ერთად“, რომლის წამყვანი ნინო არაზაშვილი იქნება. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ნინო ეკრანს უკვე გადაცემის წამყვანის ამპლუაში დაუბრუნდება და თავის ახალ გუნდთან ერთად მაყურებელს საინტერესო თემებს შესთავაზებს.
ნინო არაზაშვილი: ეს არის ყოველდღიური გადაცემა „პირველამდე ნინო არაზაშვილთან ერთად“, რომელიც დაიწყება თორმეტის თხუთმეტ წუთზე და დამთავრდება პირველ საათზე, ანუ ეთერში 11-საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ შევალთ. ეს არის გასართობ-შემეცნებითი გადაცემა, თუმცა ამ ჟანრის ჩარჩოებს სცილდება. ყოველთვის ვაკვირდებოდი ჩემი დიდი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, როდის და რას უყურებენ ტელევიზიით. თურქულ, ინდურ თუ სხვა მოჭარბებულ  სერიალებს ცოტათი მაინც რომ მოვწყვიტოთ მაყურებელი და არჩევნის საშუალება მივცეთ, ამიტომაც ვაპირებთ მათთვის ისეთი გადაცემის შეთავაზებას, რომელიც დააინტერესებთ, მიიღებენ შემეცნებით ინფორმაციას და, თან, გაერთობიან.
– წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემის წამყვანი იყავი. შემდეგ გადაცემის კულისებში გადაინაცვლე, როგორც მთავარმა პროდიუსერმა.  ახლა, როცა ეკრანს წამყვანის ამპლუაში უბრუნდები, ალბათ, გარკვეულწილად ღელავ.
– მესამე შვილზე ორსულობა ეთერში გავატარე. 5 წლის წინ, როდესაც მარიამი გავაჩინე, ეთერიდან ავდექი და გადავწყვიტე, რომ აღარ დავუბრუნდებოდი. მაშინ ეს გადაწყვეტილება მთელი რიგი მიზეზების გამო მივიღე. მინდოდა, ბუნებრივ კვებაზე მყოლოდა, აღარ გამოვსულიყავი სახლიდან დილის 04:30 საათზე და საერთოდ, მეტი დრო დამეთმო პატარას აღზრდისთვის. არასდროს მინანია, არცერთი წუთით, რომ წამყვანობაზე უარი ვთქვი. ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ ჩემს უფროს შვილებს მუდმივად ვაკლდი და ამის გამო გარკვეული დანაშაულის გრძნობას წლების განმავლობაში განვიცდიდი. თუმცა იმ დროს სხვა გზა არ არსებობდა, ვმუშაობდი მთავარ პროდიუსერადაც და წამყვანადაც, ორ შვილს ვზრდიდი. მოგეხსენებათ, რამდენი რამ სჭირდებათ ბავშვებს, ამიტომ არც მიფიქრია, რომ უკან უნდა დამეხია. 5 წლის წინ, როცა მივხვდი, რომ მსურდა, უფრო მეტი დრო გამეტარებინა ჩემს პატარასთან, რომელიც გვიან ასაკში გავაჩინე და ეს ყველაფერი ძალიან ტკბილი და სასიამოვნო იყო.  მთლიანად კონცენტრირებული ვიყავი მასზე, ჩემს ოჯახზე და ეს ძალიანაც მომწონდა. გარდა ამისა, მე ის ტიპი ვარ, რომელსაც არასდროს უნერვიულია იმაზე, იქნებოდა თუ არა ეთერში. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რას მივცემდი გადაცემას და ამას როგორი ფორმით გავაკეთებდი.
–  საერთოდ არ დავუბრუნდები ეკრანსო და ახლა რა მოხდა, როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
– „TV პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის ინიციატივით, გასული წლის მიწურულს მივიღე შემოთავაზება, რომ გამეკეთებინა საავტორო გადაცემა, რომელსაც მე თვითონ წავიყვანდი. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. რამდენიმე დღე დამჭირდა იმის გასააზრებლად, თუ რამხელა ადამიანურ რესურსს მოითხოვდა ეს ახალი საქმე. ვაღიარებ, რომ ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო იმ არხიდან, რომელიც მიმაჩნია, რომ სწორი გზით ვითარდება. „TV პირველის” ხშირი მაყურებელი ვიყავი  და მალევე მივხვდი, რომ მომინდა, ამ არხის მშენებლობაში ერთი მოკრძალებული აგური მეც დამედო.
– როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას ოჯახში, მეუღლე, შვილები?
– რა? დედა, ტელევიზიაში ბრუნდები?! – ყველაზე მეტად ჩემს შვილებს გაუკვირდათ. გაუკვირდათ იმიტომ, რომ მანამადე სამი სერიოზული შემოთავაზება მქონდა ერთ-ერთი არხიდან და მკაცრ უარზე ვიყავი. საბოლოოდ, ოჯახის წევრები ჩემს არჩევანს შეგნებით მოეკიდნენ. რაც მთავარია, მე ვგრძნობ უზარმაზარ პასუხისმგებლობას. მინდა, რომ შევქმნათ ისეთი რამ, რაც „TV პირველისთვის“ სრულიად ახალი იქნება. შევეცდებით, მაყურებელს შევთავაზოთ ბევრი განსხვავებული ექსპერიმენტი. „რუსთავი 2-ზე“ 17 წელი ვიმუშავე, მათ შორის, 16 წელი დილის გადაცემაზე და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ მომისინჯავს, მიცდია, მაგრამ ახლა მინდა, უფრო თამამი ექსპერიმენტები გავაკეთო. თან, მყავს სრულიად ახალგაზრდული, ახალი გუნდი და მინდა, ერთად უფრო მეტი თამამი ნაბიჯი გადავდგათ.
– ეს რამ გამოიწვია, უფრო მეტი თავისუფლება გაქვს, ვიდრე სხვა არხზე გქონდა?
– ეს გამოიწვია ჩვენმა საეთერო დრომ. დილის გადაცემა სტანდარტია, რომელსაც უნდა მიჰყვე. ამ ტიპის გადაცემა კი ჯერ ბაზარზე არ არის, ამიტომ შემიძლია დავეყრდნო ჩემს 27-წლიან სატელევიზიო გამოცდილებას და უფრო თამამი ექსპერიმენტები მოვსინჯო. ჩემს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად სასიამოვნოდ ვღელავ და მიხარია, რომ ეს გადაცემა ახალი სახელებისა და სახეების აღმოჩენის სივრცე იქნება. იყო წამყვანიც და მთავარი პროდიუსერიც, საყრდენების გარეშე შეუძლებელია. თანაპროდიუსერად ჩემი დიდი ხნის და ძალიან ახლო მეგობარი ეკა აკობია ამოვიყენე გვერდში. 1992 წლიდან ერთად ვმუშაობდით ტელეკომპანია „მე-2 არხზე“, შემდეგ ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად გამოვეყავით და შევქმენით სტუდია „მაესტრო“.  მერე 15 წელი სხვადასხვა არხზე ვიღებდით გამოცდილებას და ძალიან მაინტერესებდა, ახლა როგორი იქნებოდა ჩვენი ერთობლივი კოლაბორაცია. გასულ კვირას კი ჩემი, ასევე, დიდი ხნის მეგობარი და კოლეგა თამუნა ჩიხლაძე შემოვიერთე. ჩვენი მეგობრობა ფონდ „იავნანას“ დასაბამიდან დაიწყო, როცა ჩვენ ერთად ვუძღვებოდით საქველმოქმედო მარათონებს „რუსთავი 2-ის“ ეთერში. თამუნა წლების განმავლობაში ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს აშუქებდა. ნიკა რურუას კულტურის მინისტრობის დროს კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
– „რუსთავი 2“ დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვე. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექციასთან მოგივიდა კონფლიქტი, ამ საკითხის ირგვლივ ბევრი ჭორი გავრცელდა. რა მოხდა სინამდვილეში?
– „რუსთავი 2-იდან“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წამოვედი. ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი ჩემთვის უმტკივნეულო იყო. ამ არხზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და უდიდესი გამოცდილება მივიღე, რისთვისაც მადლობელი ვარ. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. ამ ტელეკომპანიაში კონკურსის შედეგად მოვხვდი, თავდაპირველად – კორესპონდენტად. 2 წლის შემდეგ კი, ეროსი კიწმარიშვილის დაჟინებული მოთხოვნით, გადაცემის წამყვანი გავხდი. წამყვანობის პარალელურად, გადაცემის მთავარი პროდიუსერიც ვიყავი. მაგრამ 17 წლის თავზე, ალბათ, ეს ცვლილებებიც გარდაუვალი იყო.
– ეს ერთი წელი სად იყო ნინო?
– ძალიან მინდოდა, სხვა მიმართულებითაც მომესინჯა საკუთარი თავი. თან, იყო შემოთავაზება კულტურული ტურიზმის მიმართულებით, რომლისკენაც გადავდგი ნაბიჯები. ამ ერთი წლის განმავლობაში პიარ-კონსულტაციის მიმართულებითაც ვიმუშავე. ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა, რომ ტელევიზიაში დავბრუნდებოდი, მაგრამ „TV პირველმა“ ეს მოახერხა.
– შენ და შენი მეუღლე, სანდრო ონოფრიშვილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მრჩეველია, ძალიან სასიამოვნო წყვილი ხართ: ერთნაირად აქტიურები, ხალისიანები, ენერგიულები.
– მართლა ვგავართ ერთმანეთს, ამაში მეც ვიჭერ ხოლმე საკუთარ თავს, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ ორივეს სულ გვინდა რაღაცის შექმნა. ვერც სანდრო წარმომიდგენია და ვერც საკუთარი თავი ისეთ ადგილზე, სადაც რუტინული საქმიანობით დავკავდებით. მით უმეტეს ახლა, როდესაც სანდრო საქართველოსთვის ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. მიხარია, რომ უდიდესი წვლილი მიუძღვის მთის კურორტების განვითარებაში და ხშირად ვამაყობ, რომ ჩემმა ქმარმა ჩვენი ქვეყნისთვის ამდენი კარგი რამის გაკეთება შეძლო და მომავალშიც გააკეთებს. გარდა იმისა, რომ სანდროს უყვარს თავისი საქმე, ის ჩვენს დროში ერთ-ერთი ძალიან წარმატებული ადამიანია და მას ამაში ზურგს უმაგრებს თავისი წარსული. ყოფილი მოთხილამურე, ალპინისტია, მთის კაცი. პროფესიით გეოგრაფი და ტურიზმის მაგისტრი.
– გვიან ასაკში გავაჩინე შვილიო. რა შეიცვალა ამ საოცრად საყვარელი გოგონას დაბადების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში, ოჯახში?
– ვერ ვიტყვი, რომ ეს რთული იყო, რადგან მესამე შვილია. დედაჩემმაც 40 წლისამ გააჩინა შვილი და ჩვენს ოჯახში სულ იყო პატარა. ჩემსა და ჩემს უმცროს ძმას შორის 16 წელია სხვაობა, ასევეა ჩემს პირველ და მესამე შვილს შორის. უფროსი შვილები ყოველთვის მეხმარებოდნენ მარიამის გაზრდაში, განსაკუთრებით ჩემი შუათანა – ნატაშკა. სანდროს იშვითად ვხედავდით სახლში, მაგრამ თუ დრო აქვს, ცდილობს სულ ბავშვთან ერთად გაატაროს. მარიამი საოცრად ჰგავს მამას, მამაზე ამოსდის მზეც და მთვარეც და სულ მას ელოდება.
– ხომ არ გქონია ეჭვიანობის მომენტი?
– არა და ეს არც სანდროსგან მიგრძნია. ადამიანები ალბათ, მაშინ ეჭვიანობენ, როდესაც გრძნობენ, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ მეორე ადგილზე გადაინაცვლეს. მე ამის საბაბი არ მქონია. ეს ერთი დღეც არ მიგრძნია და ამას არც სანდროს შემთხვევაში არ დავუშვებ. გამორიცხული არ არის, რომ მომავალში კიდევ გაგვიჩნდეს შვილი და სანდროს ყოველთვის ექნება ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესი ადგილი ჩვენს ოჯახში.
скачать dle 11.3