კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ვინ იყო მეოცე საუკუნის ფეოდალი, რომელსაც უზარმაზარი ჰარამხანა ჰქონდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ყველა მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
უბედური შემთხვევა
1980 წლის 16 ივლისს, დილის 9 საათსა და 30 წუთზე სოხუმში, ცენტრალური საქალაქო პლაჟის აკვატორიაში 18 წლის მერი ვასაძე დედის თვალწინ დაიხრჩო. გოგონა უზადო მოცურავე იყო და ნაპირიდან არც ისე შორს, ასიოდე მეტრში შეცურდა. უკან რომ გამობრუნდა, მოულოდნელად ჩაყვინთა და აღარ ამოუყვინთავს. ამ სურათს თვალყურს ადევნებდა გოგონას დედა – ეთერ მონიავა, რომელმაც მოგვიანებით გამომძიებელს განუცხადა: „მერიკო საუცხოო მოცურავე იყო. საათობით შეეძლო წყალში ყოფნა და არასოდეს იღლებოდა. ძალიან უყვარდა ყვინთვა და წყალქვეშ დიდი ხანი ძლებდა. იმ საბედისწერო ჩაყვინთვის მერე რომ კარგა ხანს არ ამოყვინთა, ფეხზე წამოვიჭერი, წყლისკენ გავქანდი, მაგრამ ნერვებმა მიმტყუნა, გონება დავკარგე და წავიქეცი...“ მერი ვასაძე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და ამ მხრივ, მისი დახრჩობაც გამოირიცხა. იმ დილას ზღვაც ძალიან წყნარი იყო და ამიტომ ბუნებრივი მოვლენაც არაფერ შუაში იქნებოდა. მაშველებმა და სპეციალურად მოწვეულმა უმაღლესი კვალიფიკაციის მყვინთავთა ჯგუფმა კი უახლოესი ოთხი კილომეტრის რადიუსში ზღვის ფსკერზე ყველაფერი გადაჩხრიკეს, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო – გვამი ვერ იპოვეს. ამიტომ, ეს ტრაგედია უბედურ შემთხვევად დაკვალიფიცირდა და საქმე დაიხურა.
საქმრო
იმ საბედისწერო დღეს, საღამოს მოსკოვიდან სოხუმში მერი ვასაძის საქმრო, 25 წლის შოთა მშვენიერაძე ჩავიდა. ისინი სექტემბერში უნდა შეუღლებულიყვნენ. შოთა პროფესიით იურისტი იყო, უფროსი ლეიტენანტის ჩინს ატარებდა და მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროში („მური“) გამომძიებლად მუშაობდა. მას შვებულება ჰქონდა. საცოლეს კი იმიტომ ჩააკითხა, რომ მოსკოვში წაეყვანა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად, რომელიც 19 ივლისს იხსნებოდა და 3 აგვისტომდე გასტანდა. ახალგაზრდები თბილისში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ და დიდი ხნის სიყვარული აკავშირებდათ. შოთა იურისტების ოჯახიდან იყო. მერის დედა – დიასახლისი, მამა კი მათემატიკის პროფესორი იყო. მამის ტყუპისცალი ძმა, 42 წლის შოთა ვასაძე ცნობილი კანონიერი ქურდი იყო, მას მეტსახელად „კნიაზს“ ეძახდნენ. 16 ივლისს სოხუმში მერი ვასაძის მთელი ნათესაობა შეიკრიბა. მათ შორის „კნიაზიც“ იყო, თავის მრავალრიცხოვან „პრისტუპნი“ ამალასთან ერთად. ყველანი უკიდურესად დათრგუნულები იყვნენ და არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. უდიდესი მწუხარების მიუხედავად, ყველაზე ყოჩაღად შოთა მშვენიერაძე გამოიყურებოდა. აანალიზებდა რა ყველაფერს, საქმროს უბედური შემთხვევის არ სჯეროდა და ვარაუდობდა, რომ მისი საცოლე ცოცხალი იყო.
ვერსია
ერთკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ შოთა მშვენიერაძემ შოთა ვასაძე დაიმარტოხელა და უთხრა:
– ძია შოთა, ყურადღებით მომისმინე. რასაც გეტყვი, ნუ გაგიკვირდება და ნურც უარს მეტყვი დახმარებაზე.
– გისმენ, – მიუგო „კნიაზმა“ უფროს ლეიტენანტს.
– ძია შოთა, დარწმუნებული ვარ, მერიკო არ დამხრჩვალა და ცოცხალია. ის გაიტაცეს და ამის მიზეზი შურისძიება ან მისი სილამაზეა. დაფიქრდი და მიპასუხე, გყავს ისეთი მტერი ან არსებობს ისეთი რამ, რის გამოც, ამ შემთხვევაში თქვენ გამო, შეიძლებოდა, რომ მერიკო გაეტაცებინათ?
– არა, – დაუფიქრებლად მიუგო „კნიაზმა“ და დააყოლა, – ჩემ გამო რომ მოეტაცებინათ, აქამდე გამოვიდოდნენ ჩემზე და თავიანთ პირობებს წამიყენებდნენ. ასეთი რამე კი არ ყოფილა.
– მაშინ, გამოდის, რომ მერიკო მისი სილამაზის გამო გაიტაცეს და ძებნა ამ კუთხით უნდა გავაგრძელოთ. ინტუიცია და ლოგიკა ამას მკარნახობს და დიდი დახმარების აღმოჩენა თქვენ შეგიძლიათ. შავ სამყაროს უნდა მიმართოთ, – თქვა შოთა მშვენიერაძემ, რაზეც „კნიაზმა“ მიუგო:
– ყველაფერს გადავატრიალებ. მთავარია, შენი ვერსია გამართლდეს.
მეოცე საუკუნის ფეოდალი
42 წლის შოთა ვასაძემ მთელი თავისი გავლენა და კავშირები გამოიყენა. „შავი სამყარო“ ფეხზე დააყენა და 18 წლის მერი ვასაძის ძებნამ ტოტალური ხასიათი მიიღო. 3 აგვისტოს, მერის გაუჩინარებიდან 19 დღის შემდეგ, როდესაც მოსკოვში ოლიმპიური თამაშების საზეიმო დახურვის ცერემონიალი მიმდინარეობდა, ტაჯიკი ეროვნების ახმატ ახმატიევმა „კნიაზს“ უთხრა:
– უზბეკეთში, ფერგანის ოლქში 51 წლის უსმან არიპოვი ცხოვრობს. ის ნარკობარიგაა. დიდი ფულის პატრონი. მთავრობასთანაა შეკრული და თავისი შეიარაღებული არმია ჰყავს. მისი კარ-მიდამო შეუვალი ციხესიმაგრეა. ამბობენ, რომ იქ მას ჰარამხანა აქვს. ქალებს კი თავის ხალხს ატაცებინებს და ამაში ფულს იხდის. გამორიცხული არაა, რომ შენი ძმისშვილიც იქ იყოსო.
უსმან არიპოვი მეოცე საუკუნის ფეოდალი იყო და მას ჰარამხანაში 214 ქალი ჰყავდა. უმეტესი მათგანი მოტაცებული იყო და მერი ვასაძეც სწორედ იქ აღმოჩნდა. 11 აგვისტოს არიპოვმა 18 წლის მერი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მოსკოვიდან ბობოლა პარტიულმა ფუნქციონერმა დაურეკა, რომელიც „კნიაზთან“ მეგობრობდა. მომდევნო დღეებში კიდევ 27 გატაცებული გოგონა გაუშვეს, რომლებსაც პატრონები გამოუჩნდათ. „ფეოდალისთვის“ კი ხელი არავის უხლია. 1995 წელს კი არიპოვის „საფეოდალოში“ უცნობი შეიარაღებული დაჯგუფება შეიჭრა, რომელსაც ერთი „ბეტეერი“ და ერთი ვერტმფრენი „მი 24“ ჰყავდა. 64 წლის „ფეოდალი“ თავის სასახლეში ჩაცხრილეს და მისი შეიარაღებული არმიაც მიაყოლეს. ჰარამხანიდან ტყვე გოგონები გაათავისუფლეს და უკან გაბრუნდნენ. როგორც ხმა დაირხა, ეს ოპერაცია დაქირავებულმა რუსმა „სპეცებმა“ განახორციელეს. ფული კი ერთმა რუსმა მილიონერმა გადაიხადა, ვისაც არიპოვმა წლების წინ და მოსტაცა. გოგონა მალევე დაიღუპა...
P.S. არსებული ინფორმაციით, არიპოვის განადგურება „ეფესბესთან“ იყო შეთანხმებული, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი შოთა მშვენიერაძე იყო.
скачать dle 11.3