კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ჩემს რძალს საიდუმლო გავანდე და ამით მაშანტაჟებს

არასდროს ვყოფილვარ მკაცრი დედამთილი. ვცდილობდი, რძალთან მეგობრული ურთიერთობა მქონოდა. პირველივე დღიდან, როგორც კი ჩვენს ოჯახში შემოდგა ფეხი, მე და ჩემი ქმარი, იმას ვცდილობთ, როგორ გავანებივროთ, რა ჩავაცვათ და დავახუროთ. არ ჩანდა ცუდი გოგო და მეც, მიამიტურად ვენდე და გავანდე ჩემი საიდუმლო, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში, გულში ვინახავდი და ყველაზე ახლო მეგობრისთვისაც კი არ გამიმხელია. მოკლედ, წლების წინ, შვილთან ერთად, ზღვაზე ვიყავი დასასვენებლად. ოჯახი ყოველთვის ერთად დავდიოდით, თუმცა, იმ წელს, ჩემს მეუღლეს სამსახურში ბევრი საქმე გამოუჩნდა და მარტოს მომიწია შვილთან ერთად დასვენება. მაშინ გუგა ათი წლის იყო. ყველაფერს მიჯერებდა და მისგან რაიმე შეზღუდვა არც მიგრძნია. ათ საათზე ვაძინებდი და მე იქვე, სკვერში, ბარის გვერდით, ზღვის სანაპიროზე, სუფთა ჰაერზე ვიჯექი. ერთ დღესაც, საკმაოდ სიმპათიური ბიჭი გამომელაპარაკა, ჭიქა ყავაზე და კოქტეილზე დამპატიჟა და მეც არ მითქვამს უარი. იმ დროს მეუღლემაც დამირეკა, მაგრამ არ მითქვამს მარტო რომ არ ვიყავი. მოკლედ, მეორე საღამოსაც იგივე განმეორდა. იმ ადამიანთან თავი კარგად ვიგრძენი და ქმარს გაუაზრებლად ვუღალატე... მხოლოდ ერთხელ. სხვათა შორის, იმ დღის მერე, ის ბიჭი აღარც მინახავს. ალბათ, თბილისში დაბრუნდა. არც ტელეფონის ნომრები გაგვიცვლია. როცა ერთად ვიყავით, ტელეფონზე ხშირად ურეკავდა ვიღაც და ეჭვი მქონდა, ცოლიანი იყო. თუმცა, ამ თემაზე არ გვისაუბრია. უბრალოდ, სანაპიროზე სეირნობა, საზაფხულო ფლირტი და შემთხვევითი სექსი გვაკავშირებდა. იქიდან დაბრუნებულმა, როცა ქმარს თვალებში ჩავხედე, თავი ცუდად ვიგრძენი. გადავწყვიტე, ეს ამბავი, სამარემდე ისე ჩამეტანა, ვერავის გაეგო და მშვიდად გავაგრძელე ცხოვრება საყვარელი მამაკაცის გვერდით, ერთ ჭერქვეშ. გუგამ რომ ელენე მოიყვანა ცოლად,  იმდენად შევიყვარე და შვილად მივიღე, გული გადავუშალე. არ ვიცი, რა დამემართა, რატომ მომინდა ამ ძველი ამბის გახსენება, მაგრამ მოვყევი. ჩუმად მისმენდა. ალბათ, იმიტომ ვენდე, ვიფიქრე, მისთვის ამეხსნა, რამდენად რთულია, როცა ვნებებს აჰყვები და მერე, ერთი ღამის გამო, მთელი ცხოვრება იტანჯები, გიჭირს საყვარელ მამაკაცს თვალებში უყურო. სულ ეს იყო. ერთი თვეც კი არ გასულა, რომ ეს საიდუმლო, რძალმა ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა. გუგას და მას კამათი მოუვიდათ. მე, რასაკვირველია, სიმართლის მხარეს დავდექი და ქალბატონი ამან გააღიზიანა. ოთახში მიხმო და გამაფრთხილა: თუ კიდევ ეცდები, ჩვენ შორის ჩადგე და შენი შვილის მხარი დაიჭირო, შენს ამბავს ჩემს მამამთილს მოვუყვებიო. გავშრი, არ ველოდი მისგან მსგავს საქციელს და ენა „გადაყლაპე“. იმ დღის მერე, როცა ოჯახი ერთად ვართ და ვსაუბრობთ, ელენე რაღაცას იტყვის გადაკრულად და ირონიულად გადმომხედავს. ვხვდები, ამით მანიშნებს, თუ ჭკვიანად არ იქნები, ჩემს ხელში ხარო. ძნელია, როცა რძალს ქალიშვილივით მიიღებ, ენდობი, გულს გადაუშლი და ამას შენს წინააღმდეგ გამოიყენებს. არადა, მართლა არ ვარ ცუდი დედამთილი და ვერ ვხვდები, რაში სჭირდება ასეთი შანტაჟი. ალბათ, ჩემს ადგილას სხვა დედამთილი შვილს ცალკე მოიხელთებდა და ცოლის წინააღმდეგ „დაქოქავდა“, მაგრამ ასეთი არ ვარ. იმის გამო, რომ მე შეცდომა დავუშვი, ჩემმა შვილმა რატომ უნდა აგოს პასუხი. უბრალოდ, ჩემი დანაშაული ისაა, რომ რძალს ვენდე. სულ ესაა და ახლა ძალიან ვნანობ, ენას კბილი რომ ვერ დავაჭირე.
ნინო, 47 წლის.скачать dle 11.3