კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (152)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

№9 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: რამდენნაირი ტონალური არსებობს და რომელი გამომადგება სახის ნაკლოვანებების დასაფარად? მაქვს მშრალი ტიპის კანი.
პასუხი:
ზოგადად, ტონალური, ეს არის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება მაკიაჟისთვის ბაზისის შესაქმნელად და პატარა ნაკლოვანებების დასაფარად. არსებობს თხევადი, ფხვიერი და კრემოვანი ტონალურები. თქვენს შემთხვევაში, გამოგადგებათ კრემოვანი და თხევადი. რადგან, კრემოვანი ტონალური იდეალურია მშრალი კანისთვის. მისი კრემოვანი ტექსტურა კვებავს მშრალ კანს, რის შემდეგაც სახის კანი იდეალურად გამოიყურება. თხევადი ტონალური კი, კარგია ნებისმიერი ტიპის კანისთვის.
კითხვა: ჩემი სამსახური მოითხოვს, რომ სულ ფორმაში ვიყო. თუმცა, რადგან ძალიან ცხიმიანი სახის კანი მაქვს, მაკიაჟის გაკეთება, დღეში რამდენჯერმე მიხდება. რა გამოვიყენო მაკიაჟის ქვეშ წასასმელეად, რომ ეფექტმა დიდხანს გამიძლოს?
პასუხი:
ცხიმიანი კანით გამოწვეული ბზინვარების დასაფარად, მაკიაჟამდე სახეზე ბაზისი უნდა წაისვათ ან ტონალური და შემდეგ პუდრი. არსებობს ნახევრად გამჭვირვალე და პიგმენტური პუდრები, რომელიც შეგიძლიათ ტონალურის გარეშეც გამოიყენოთ. მოერიდეთ მინერალური პუდრის გამოყენებას, რადგან ის მშრალი კანისთვისაა. ცხიმიანი კანისთვის, ძალიან კარგია ტონალური პუდრი, რადგან ის ტოვებს გლუვ ზედაპირს და აკონტროლებს ბზინვარებას სახეზე. ასევე კარგია, დაპრესილი პუდრი, რომელიც გამოიყენება თხევადი ტონალურის შემდეგ და სახის კანს ცხიმიანობას აშორებს.

скачать dle 11.3