კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რას წარმოადგენდა ბერიას მიერ ჩატარებული ოპერაცია „ტახტი“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას კომბინაციური საშემსრულებლო გენია დღემდე აღფრთოვანებას იწვევს სპეციალისტებში. „გეპეუს“ მიერ ბერიას პატრონაჟით განხორციელებული არაერთი სპეცოპერაცია კი სპეცსამსახურების სასწავლო-მეთოდურ ქრესტომათიაშია შეტანილი... ისტორიკოსი აბესალომ პარხომენკო წერს: „ლავრენტი პავლეს ძე ბერიას მიერ მოფიქრებულ და ჩატარებულ ოპერაციებს შორის რომელიმეს გამორჩევა რთული საქმეა. თითოეულს საკუთარი ადგილი აქვს და ყოველმა მათგანმა თავის დროზე ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მათ შორისაა ოპერაცია „ტახტი“, რომელიც 1940-1941 წლებში ჩატარდა და უდიდესი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის თავდაცვითუნარიანობის განმტკიცებაში. გენერალი პავლე ფიტინი „დიდი სამამულო“ ომის წინ საბჭოთა საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა და უშუალოდ იყო ჩართული ამ ოპერაციაში. ფიტინი იგონებდა: „1940 წლის 27 იანვარი შაბათი დღე იყო. მართალია, „ჩეკისტები“ მუდმივ მზადყოფნაში, უქმეების გარეშე ვმუშაობდით, მაგრამ იმ დღეს ქალაქგარეთ, ბუნებაში გასვლა მქონდა დაგეგმილი მეგობრებთან ერთად. დილის 9 საათი გახდა და აბაზანაში ვაპირებდი შესვლას, რომ ამ დროს ტელეფონმა დარეკა, ყურმილი ავიღე – სახალხო კომისრის, ლავრენტი ბერიას თანაშემწე იყო, მითხრა, სასწრაფოდ სამსახურში მივსულიყავი. ნახევარ საათში ადგილზე ვიყავი. იქ სხვა პასუხისმგებელი ამხანაგებიც დამხვდნენ. თათბირი დაიწყო. ბერიამ გამოგვიცხადა, რომ ამხანაგ სტალინის მითითებას ასრულებდა და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მუშაობის გეგმის წარდგენა დაგვავალა. თათბირი რომ დასრულდა, ბერიამ მე და სუდოპლატოვს (პაველ ანატოლიევიჩი ჩემი მოადგილე იყო) დარჩენა გვთხოვა და გვითხრა:
– ამხანაგებო, წუხელ სტალინმა გამომიძახა და თითქმის მთელი ღამე ვილაპარაკეთ. უკვე არავისთვისაა უცნობი, რომ ჰიტლერთან ომი გარდაუვალია. ამიტომ სტალინის მითითებაა, რომ ქვეყანა „მეხუთე კოლონისგან“ სასწრაფოდ გაიწმინდოს. რისთვისაც, ჯერ ეს ძალა უნდა აღმოვაჩინოთ და ამის გაკეთება თქვენს უწყებას – საგარეო დაზვერვას ევალება.
– შეიძლება, გკითხოთ? – ვუთხარი ბერიას, რომელსაც გაეცინა და მითხრა:
– ალბათ, გაინტერესებს, რატომ არ ვავალებთ ამ საქმეს კონტრდაზვერვას, ხომ?
– დიახ, ლავრენტი პავლოვიჩ, – ვთქვი მე.
– მე უკვე შემუშავებული მაქვს ოპერაცია, რომელიც სტალინმაც მოიწონა და სწორედ მას განვიხილავდით მთელი ღამე. ამ ოპერაციის ნიუანსები კი ისეთია, რომ ამ საქმეში მხოლოდ თქვენი უწყება უნდა იყოს ჩახედული და მას თქვენ წაიყვანთ. რა თქმა უნდა, კონტრდაზვერვაც დაგეხმარებათ, მაგრამ მთავარი მაინც თქვენ ხართ. ოპერაციას „ტახტი“ ვუწოდეთ. სქემა კი ასეთია – „ორტ“ (რუსული აბრევიატურაა – ორგანიზაცია „რუსკი ტრონ“ – ორგანიზაციია „რუსული ტახტი“), რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენი კონტროლით იმუშავებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიზიდავს ანტისაბჭოურად განწყობილ ელემენტებს. მთავარი მიზანი უცხოურ კავშირებზე გასვლაა და სწორედ ამიტომ ხართ თქვენ ამ საქმეში მთავარი. ბოლოს კი სათაგური დაიხურება და მსხვილ ნადავლს მოვიპოვებთ. რას იტყვით, როგორი სქემაა?
– კარგია, – ერთხმად ვთქვით მე და სუდოპლატოვმა.
ბერიამ კი მოგვიგო:
– ჰოდა, ამ ყველაფერს დეტალურად დაამუშავებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში წარმომიდგენთ, რომ სტალინს გავაცნო. გასაგებია?
ყველაფერი გასაგები იყო. ერთ კვირაში „ტახტის“ ყველა დეტალი გაწერილ-გაანალიზებული გვქონდა და ბერიას წარვუდგინეთ“.
1940 წლის 21 მარტს ოპერაცია „ტახტი“ ოფიციალურად დაიწყო. 40 წლის თავადმა, პავლე გოლიცინმა თავის ბინაში ნაცნობ-მეგობრები შეკრიბა და მათ იატაკქვეშა ორგანიზაცია „რუსული ტახტი“, შემოკლებით – „ორტ“,  დააფუძნეს. გოლიცინი ნამდვილი თავადი იყო, თუმცა „გეპეუს“ მიერ გადაბირებული. ამის თაობაზე კი არალეგალური ორგანიზაციის თანადამფუძნებლებმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდნენ და მას აბსოლუტურად ენდობოდნენ. იატაკქვეშელების მთავარი მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და საიმპერატორო მმართველობის აღდგენა. ბრძოლის ხერხები კი, როგორც მათ პროგრამაში ეწერა – „ნებისმიერი საშუალება, რაც ბოლშევიკურ მთავრობას გაანადგურებს“. ანუ, „ტახტელთა“ მოქმედების სპექტრი მრავალფეროვანი იყო და იდეურ-პოლიტიკური ბრძოლის პარალელურად, არც სისხლიან ტერორს გამორიცხავდა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „როდესაც „ტახტის“ ბრძოლის პროგრამას ვადგენდით, მასში განსაკუთრებული ხაზგასმით შევიტანეთ შეიარაღებული ტერორის პუნქტი. ყველაზე დიდ საშიშროებას სწორედ ტერორზე წამსვლელი ადამიანები წარმოადგენდნენ და ჩვენი განსაკუთრებული სამიზნეც ისინი იყვნენ. 11 მარტიდან წლის ბოლომდე, ანუ რვათვე-ნახევრის განმავლობაში, „ორტ-ში“ 4 ათასი ადამიანი იყო გაერთიანებული, რომლებიც ნებისმიერ ტერორზე წავიდოდნენ და თავს გასწირავდნენ. ეს კი უკიდურესად საშიში და შთამბეჭდავი ძალა იყო. გარდა ამისა, „ტახტს“ დაუკავშირდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იაპონიის დაზვერვები. ჩვენ ამ ქვეყნების აგენტურული ქსელებიც გავშიფრეთ და გავანეიტრალეთ. ბერიას თქმისა არ იყოს, „სათაგური“ 1941 წლის 25 აპრილს დაიხურა. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 800 ადამიანი დავაპატიმრეთ და ჰიტლერთან ომის წინ უმძლავრესი მეხუთე კოლონა მოვსპეთ...“
ბერიას მიერ ჩატარებული ოპერაცია „ტახტი“ უპრეცედენტო იყო თავისი მასშტაბებით, შესრულების სიზუსტით და რაც მთავარია, იმ უდიდესი ეფექტით, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას მოუტანა.“
скачать dle 11.3