კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 კარტოფილი – შინაური მკურნალი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია, არამედ სასარგებლოც. მაგალითად, შეშუპების დასაცხრომად ჭამენ ნებისმიერი სახით უმარილო 1 კილოგრამ კარტოფილს ან იცავენ დიეტას: 3-4 დღის განმავლობაში იღებენ დღეში 1 ლიტრ რძეს, აირღუმელში კანიანად შებრაწულ 1 კილოგრამ კარტოფილს, 100 გრამ შაქარს.
განსაკუთრებით სასარგებლოა ქერქიანად მოხარშული ან შემწვარი კარტოფილი, რადგან ამ დროს პროდუქტში, პრაქტიკულად, ყველა ვიტამინი და მინერალური ნივთიერებაა შენარჩუნებული.
დაჭყლეტილი ცხელი კარტოფილი შესანიშნავი კომპრესია ხველების დროს, ასევე კარგია ეგზემისა და კანსაფარის ანთებითი დაავადებების დროს.
უმი გახეხილი კარტოფილი გამოიყენება დამწვრობისას, სოკოვანი და წითელი ქარის დაზიანებისას – მას იდებენ დაზიანებულ ადგილზე, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და შეხორცების უნარი.
გულძმარვასა და გასტრიტს ციკლებით კურნავენ: 10 დღე სვამენ კარტოფილის წვენს (ერთი ჭიქა ახალგამოწურული კარტოფილის წვენი – უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე), ხოლო 10 დღე ისვენებენ.  
კარტოფილის წვენის მცირე რაოდენობით მიღება აქვეითებს არტერიულ წნევას. მას აქვს შარდმდენი და მსუბუქად გამხსნელი თვისება, რისთვისაც საჭიროა დალიოთ ნახევარი ჩაის ჭიქა წვენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კარტოფილის წვენი სტაფილოსა და ნიახურის წვენთან ერთად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, სასარგებლოა ანემიის დროს.
კარტოფილის წვენში დიდი რაოდენობით C ვიტამინია, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს. ამიტომ, კარგია, თუ  დღეში 1 ჭიქა კარტოფილის წვენს მიიღებთ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
წვრილად გახეხილი უმი კარტოფილი შეახვიეთ რამდენიმე ფენა მარლაში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, 2 საათის შემდეგ ფრთხილად მოიხსენით. კარტოფილით მკურნალობის დროს მენიუდან გამორიცხეთ ხორცი და თევზი.
პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი უჯრედისი არ არის აგრესიული და არ აღიზიანებს კუჭის კედლებს, ამიტომ მოხარშული კარტოფილი შედის გასტრიტებითა და წყლულით დაავადებული ადამიანების მენიუში. ასევე კარტოფილი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებები აწუხებს.
კარტოფილის ახალგამოწურული წვენი ამუხრუჭებს საკვების მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების დროს მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა წვენი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 3 კვირა. კარტოფილის  ახალგამოწურული წვენი კურნავს ეგზემას, დამწვრობას, ტროფიკულ წყლულებს, კოჟრებს, დერმატიტს.
 ის მაღალკალორიული პროდუქტია და ბევრ სახამებელს შეიცავს, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება ჭარბწონიანი და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. კარტოფილის მიღება რეკომენდებული არ არის, ასევე, მათთვის, ვისაც ვენერიული დაავადებები აქვს ან მომატებული სქესობრივი აღგზნება. მან, აგრეთვე, შეიძლება გამოიწვიოს შარდსასქესო ორგანოების კენჭოვანი დაავადებების გამწვავება, მეტეორიზმი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები.
გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა მიიღოთ კარტოფილის გამწვანებული ადგილები: სინათლის ზემოქმედებით კარტოფილში წარმოიქმნება სოლანინი – შხამიანი ნივთიერება. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ საკმარისია მწვანე ადგილების მოშორება, თუმცა სხვები ამტკიცებენ, რომ თუ კარტოფილს სადმე სიმწვანე გაუჩნდა, ის უკვე უვარგისია. დიდი რაოდენობით სოლანინის მიღებამ შეიძლება ადამიანის გარდაცვალებაც გამოიწვიოს.скачать dle 11.3