კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (32)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№9 რა უნდა ვიცოდეთ სოკოვანი დაავადებების შესახებ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სოკოვან დაავადებას იწვევს განსაკუთრებული მიკროორგანიზმები – სოკოები, პათოგენური ან პირობით პათოგენური. სასქესო ორგანოებზე სოკოვანი ინფექცია სქესობრივი კონტაქტისას ვრცელდება, თუმცა ეს პათოლოგია არ მიიჩნევა ვენერიულ დაავადებად. ის შესაძლოა ბავშვებსაც განუვითარდეთ. საშიშროებას ქმნის სოკოების მიერ გამოყოფილი ტოქსინები, რომლებიც აქვეითებს იმუნურ სისტემას, იწვევს ალერგიულ რეაქციებს და შინაგანი ორგანოების დაავადებებსაც კი. სოკოვანი ინფექციის მიზეზი სხვადასხვაა. ყველა შემთხვევაში ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება იმუნიტეტის დაქვეითება. რისკჯგუფში შედიან მამაკაცები – უფრო ხშირად სწორედ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს აღენიშნებათ სოკოს ზოგიერთი სახეობა, მაგალითად, საზარდულის ეპიდერმოფიტია. მამაკაცებს შესაძლოა, სოკოვანი ინფექცია განუვითარდეთ მძიმე ფიზიკური დატვირთვის, სპორტული ვარჯიშის დროს, განსაკუთრებით – ზაფხულის ცხელ პერიოდში, თუ არ იცავენ ჰიგიენის ელემენტარულ წესებს, არ აქვთ რეგულარულად ჰიგიენური პროცედურების ჩატარებისა და თეთრეულის გამოცვლის საშუალება. ბავშვებს საბავშვო ბაღებში სოკოვანი ინფექცია შესაძლოა, პირსახოცითა და თეთრეულით გადაედოთ. ხელსაყრელ პირობებში სოკო სწრაფად მრავლდება და არღვევს სასქესო ორგანოთა მიკროფლორას. ქალებთან სოკოვანი ინფექციის განვითარების ხელშემწყობია ორსულობა, ენდოკრინული დარღვევები, ესტროგენების სიმცირე, ქირურგიული ოპერაციები, გადატანილი ინფექციები, სტრესი, დაღლილობა, ორგანიზმის დასუსტება. სოკოვანი ინფექციის მძიმე გართულებას წარმოადგენს ვაგინიტი. სოკოთი დასნებოვნება, ძირითადად, სქესობრივი კონტაქტით ხდება, ინფექციის გადაცემა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო გზითაც (მაგალითად, პირსახოცით).
სოკოვანი ინფექციის თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა წყვილის ერთდროულად მკურნალობა, თუნდაც დაავადების ნიშნები ერთ სქესობრივ პარტნიორს ჰქონდეს გამოხატული.
მკურნალობა ტარდება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებითა და ანტიბიოტიკებით. პაციენტებს ურჩევენ სოდის ან ფურაცილინის ხსნარით ჩაბანას. არ არის სასურველი საპნისა და კალიუმის პერმანგანატის ხსნარის გამოყენება – გენიტალიების კანი კიდევ უფრო მეტად რომ არ გამოშრეს. მკურნალობის პროცესში აუცილებელია შესაბამისი ჰიგიენის დაცვა, სქესობრივი კავშირის დროს თავდაცვა ან თავშეკავება მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში (რომელიც, ჩვეულებრივ, 2 კვირას მოიცავს, მძიმე შემთხვევაში კი 3-4 კვირასაც გრძელდება).
სოკოვანი ინფექციის მკურნალობის დროს ინიშნება სპეციალური დიეტა, რომელიც ზღუდავს ცხიმიანი, ტკბილი, მწარე, შებოლილი პროდუქტების, თეთრი პურისა და, საზოგადოდ, პურ-ფუნთუშეულის მიღებას.
გახსოვდეთ, სოკოს ზოგიერთი შტამი დროთა განმავლობაში რეზისტენტული ხდება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებისადმი, ამიტომაც აუცილებელია სამკურნალო კურსის ბოლომდე ჩატარება და სოკოს სრულფასოვნად განკურნება. უკუნაჩვენებია მკურნალობისას ცხელი აბაზანები, შხაპი, აუზი და აბანო. სასურველია სტრესის გამორიცხვა, პაციენტს უნდა ეცვას ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი თავისუფალი თეთრეული, რომელიც გამოცვლისთანავე უნდა გამოიხარშოს და გაუთოვდეს.скачать dle 11.3