კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ლოცვის წაკითხვის დროს ხშირად გონება მეფანტება და ლოცვის გარდა ყველაფერზე ვფიქრობ. შეიძლება თუ არა, უფალმა ასეთი ლოცვა შეიწიროს?
პასუხი:
უფალი ლოცვას შეიწირავს, თუ მორწმუნე გულითა და გონებით წაიკითხავს. როდესაც ლოცვის წაკითხვას იწყებთ, შეიქმენით განწყობა, დროებით დაივიწყეთ ყოველდღიური წვრილმანი პრობლემები და მთელი ყურადღება უფალს მიაპყარით. უგულისყურო ლოცვას უფალი არ შეისმენს. თუ თავს ვერ ერევით, შეწყვიტეთ ლოცვა, შეისვენეთ და შემდეგ ისევ განაგრძეთ.
კითხვა: რატომ ატარებენ სასულიერო პირები წვერს და რამდენად არის ეს აუცილებელი?
პასუხი:
წვერის ტარება აუცილებელი ნამდვილად არ არის. თუმცა ქრისტიანული ტრადიციით, ეკლესიურად მცხოვრები ადამიანები ხშირად ატარებენ წვერს, რათა გარეგნულად თავიანთ მოძღვარს – იესო ქრისტეს მიემსგავსონ.
კითხვა: არის შემთხვევები, როდესაც ქრისტიანს თხოვნით კი არ მიმართავენ, რომ მოწყალება გაიღოს, არამედ აიძულებენ. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ქრისტიანი?
პასუხი:
ზოგადად, მოწყალება ნებაყოფლობითია და ძალდატანებით ის თავის შინაარსს კარგავს. ვინც მოწყალებას გასცემს და ისიც, ვინც იღებს, საკუთარ სინდისთან უნდა იყვნენ მართლები. გამცემმა უნდა მისცეს იმდენი, რაც შეუძლია, ხოლო მიმღებმა მადლიერებით უნდა მიიღოს. თუ მოწყალების გაღება ზნეობის ჩარჩოებს გასცდება, მაშინ ამას აღარ აქვს ქრისტიანული სახე.
კითხვა: ამბობენ, ბავშვი კვირის რომელ დღესაც დაიბადება, იმ დღეს მისი დაბანა არ შეიძლებაო. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
პასუხი:
ეს არის ცრურწმენა და ამგვარ შეხედულებებს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ბავშვი ნებისმიერ დროს დაბანოთ.
კითხვა: ისეთ ასაკში მოვინათლე, რომ მანამდე მქონდა მძიმე ცოდვები ჩადენილი. როგორც ვიცი, ნათლობის დროს ადამიანს ჩადენილი ცოდვები მიეტევება. ჩემს შემთხვევაში როგორ არის საქმე, უნდა მოვინანიო თუ არა ნათლობამდე ჩადენილი ცოდვები?
პასუხი:
ნათლობამდე ჩადენილი მცირეოდენი ცოდვების მონანიების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ნათლობის დროს ადამიანს მართლაც მიეტევება ცოდვები, მაგრამ ისეთი მძიმე ცოდვები, როგორიცაა, მაგალითად – აბორტი, აუცილებლად უნდა მოინანიოთ მოძღვართან.
კითხვა: შეიძლება თუ არა მარხვის დროს ნათლობა?
პასუხი:
მარხვის დროს ნათლობის რიტუალი ჩვეულებრივად სრულდება ეკლესიაში. შეგიძლიათ, მიმართოთ ნებისმიერ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ნებისმიერ მღვდელს. ამ მხრივ, დაბრკოლება არ არსებობს.скачать dle 11.3