კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რატომ უნდა შეიმოწმოს ქრისტიანმა დიდმარხვის დაწყებამდე საკუთარი სულიერი მდგომარეობა და რა იწვევს თანამედროვეობაში გამუდმებულ სისხლის ღვრებსა და ავადმყოფობებს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

11 მარტიდან დიდმარხვა, იგივე აღდგომის მარხვა იწყება, რომელსაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ინახავენ. როგორც წესი, დიდმარხვას წინ მოსამზადებელი პერიოდი უძღვის, რომელიც 4 კვირისგან შედგება. მათი სათანადოდ გავლა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
​– დიდმარხვის დაწყებამდე ჩვენს სულიერ მდგომარეობას უნდა გადავხედოთ. დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირი, იტყვის: ჩვენ ფარისევლები ვართ. თუმცა არ ვართ ფარისევლები, რადგან მათზე უარესები ვართ. როდესაც სახარება დაიწერა, მაშინ ფარისევლები პატივცემული, გამორჩეული ხალხი იყო. დღეს ეს სიტყვა სალანძღავად გადაიქცა, რადგან ჩვენ ირგვლივ ბევრი ფარისეველი ადამიანი დადის. წმიდა მამების დახმარებით მინდა შეგახსენოთ, თუ როგორია ჩვენი სულიერი მდგომარეობა. ვიღაცას შეიძლება, ჰგონიხართ, ან თქვენ გგონიათ საკუთარი თავი წყნარი და მშვიდი, მაგრამ როგორც კი საქმე მატერიალურ საკითხს შეეხება, მაშინვე ვიხსნით ნიღაბს და საერთოდ არ ვართ მშვიდები და კეთილშობილები. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ჩვენი სურვილები. როცა ადამიანი სულიერია, მას სულიერი სურვილები აქვს, ხოლო ხორციელ ადამიანს ხორციელი სურვილები აქვს. თუ მშვინვიერია, ვერ გაუგია ვინ არის: ხან სულიერი სურვილები გააჩნია, ხან ხორციელი.
 ადამიანები ხშირად ამბობენ ხოლმე: წირვაზე მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ წამოვედი, რადგან რაღაცამ შემიშალა ხელიო. იმისთვის, რომ ფიქრი ქმედებაში გადავიდეს, მაშინვე უნდა განვახორციელოთ, თორემ ჩვენს ფიქრებს ეშმაკი დაფარავს და უკვე სხვა აზრი მოგვდის, მიდიხართ მაღაზიებში, ბაზარში და ეკლესიაში წასვლა აღარ გახსენდებათ. ზაქეს ეძახის მაცხოვარი: ისწრაფე და გარდამოხედ, რამეთუ დღეს სახლსა შენსა შინ არის ჩემი მოსვლა. ასე გვეძახის მაცხოვარი ყველა ჩვენთაგანს, მაგრამ ბოლოს როდის იყო თქვენთან მოძღვარი მოსული? როცა სახლი იყიდე, გაარემონტე. ზაქესავით დაიმდაბლე თავი და შენს სახლში შემოვა უფალი. ერთი სკამი და მაგიდა ხომ გაქვს სახლში, ერთი თეფში და ფინჯანი, მეტი არაფერი უნდა მოძღვარს: ჩაი დაუსხი და არ გაუშვა მანამდე, სანამ არ მოგწყინდება. მოისვი გვერდით შენი ქმარი ან ცოლი და ისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც სულიერია. მინდა, რომ მოვასწრო სახლის კურთხევა, სანამ მარხვა დაიწყებაო. რას ნიშნავს ეს? გააკვირვებთ ვინმეს ხორციანი კერძებით. დასხედით ოჯახის წევრები, ჩამოწერეთ კითხვები და რომ მოვა მოძღვარი, ესაუბრეთ ამაზე. ბოლოს მიხვდებით და გაგახსენდებათ მაცხოვრის სიტყვები: დღეს იქნა ცხოვრება სახლსა ამას, რამეთუ ესეცა შვილი აბრაამისა არის. ცუდ ადამიანთან შევიდა ქრისტე. ჩვენ ხომ ყველა მართლმადიდებლად მონათლულები ვართ, მაგრამ როგორია ჩვენი ცხოვრების წესი? ნეტარი ავგუსტინე გვეუბნება: თუ შენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დააყენებ ღმერთს, მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგებაო. ვერც საქართველომ, ვერც უკრაინამ, ვერც ცოლმა, შვილმა ვერ დააყენა მაცხოვარი პირველ ადგილზე. ქრისტე ჩვენგან კერპებს არ ითხოვს, მაგრამ როგორც კი კერპები ჩაანაცვლებენ მაცხოვარს, რომლებიც ჩვენგან სისხლს ითხოვენ, მაშინვე იღვრება სისხლი. როგორც კი ღმერთზე წინ დგება ვინმე, იქვე იღვრება სისხლი, იქ არის ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი, საპატიმრო, სნეულება, ყველაფერი ცუდი.
– რას ნიშნავს მაცხოვრის წინ დაყენება?
– წირვაზე რომ მოხვედი, ბავშვები მოიყვანე, აზიარე, გგონია, რომ ეკლესიაში იყავი. რა თქმა უნდა, არა. უფლის წინ დაყენება ის არის, შენ ყველა სურვილს უკან რომ გადასწევ და იტყვი: იყოს ნება შენი, უფალო, ამ მდგომარეობით გადიდებ შენ! სახლში რომ მიდიხარ, არ ჩხუბობ, არ განიკითხავს, სიმშვიდეა შენს ოჯახში, ეს არის უფლის წინ დაყენება. ჩვენი სახლები, ოჯახები ხომ მცირე ეკლესიები უნდა იყოს. მაგრამ თქვენი როგორ იქნება, როცა მღვდლების ოჯახები არ არის მცირე ეკლესია. არავის აინტერებს სახლში სულიერებაზე საუბარი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ: მამამ რა მოიტანა, მამამ რა უნდა გვაჭამოსო. ხანდახან ჩვენ შვილებს არ ვეუბნებით: შენ რომ ჭამის დროს დაიბანე ხელები, ეს არ არის მთავარი. პირიდან შემავალი კი არ ბილწავს ადამიანს, არამედ პირიდან გამომავალი. ამიტომ ადექი და პირჯვარი გადაიწერე: უფალო შემიწყალე, უფალო დიდი მადლობაო. ასე რომ არ ხდება, ამიტომაც არის ჩვენს ცხოვრებაში: ჩხუბი, დაპირისპირება, ავადმყოფობა, სნეულება, ოჯახის დანგრევა. ამიტომაც ოჯახი მცირე ეკლესია კი არ არის, ეშმაკის ადგილი ხდება. ოჯახები რომ ასეა, იმიტომაც არის ქვეყანა ამ მდგომარეობაში. ზაქემ რომ დაიმდაბლა თავი, იმიტომაც დაინახა უფალმა. დიდმარხვის პერიოდში მეუღლეს უთხარით და დაპატიჟეთ მოძღვარი სახლში, ეს იქნება შეხვედრა უფალთან, ბევრ რამეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. როგორია თანამედროვე ადამიანი, რომელიც ბერმუდის სამკუთხედშია გამომწყვდეული: მთელი დღე ტელეფონი უჭირავს ხელში, ინტერნეტშია შესული, რომ მოშივდება, თან ხელში უკავია ტელეფონი, თან ჭამს. რომ დაიღლება, მერე დაენარცხება საწოლზე. ტელეფონი, ლოგინი და სამზარეულო – ასეთია თანამედროვე ადამიანის ცხოვრება. რეკლამას უნდა უყუროს, მერე წავიდეს და რაც იმ რეკლამაში ნახა, ის იყიდოს, ჭამოს, თან ტელეფონს არ მოშორდეს. შემდეგ დაღლილი მოლასლასდება ეკლესიაში, ბავშვს აზიარებს, შემდეგ წავა სადმე, ხინკალს მიირთმევს და კმაყოფილია ამით. შენს სინდისს ჰკითხე, ის კმაყოფილია, არ გახრჩობს, არ გეწინააღმდეგება? ხშირად გამორთეთ ინტერნეტი, მაცივრის კარი კარგად მიხურეთ და ირგვლივ მიმოიხედეთ. ყველაფერი, რაც ხდება იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გავხდით მსოფლიო მოქალაქეები, გლობალისტები, მულტიკულტურის წარმომადგენლები. რაღა დროს ეს არის, რაღა დროს ის არის, ოცდამეერთე საუკუნეში ეს უნდა გააკეთო, გოგო? ამიტომაც ახალგაზრდები ათეისტები არიან, ეს კი იმის ბრალია, რომ ჩვენს ოჯახებში ღმერთი არ ცხოვრობს. ეკლესიური ცხოვებით კი ვცხოვრობთ, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრებით – არა. ეკლესიური ცხოვრება ზოგს ის ჰგონია, თვეში ერთხელ რომ მივა ეკლესიაში, ბღუჯა სანთელს დაანთებს, ცხვარს მიიყვანს და ხანდახან ეზიარება, აღსარებას იტყვის. ნუთუ არ ნერვიულობ იმაზე, რომ ამდენი ხანია, ეკლესიაში დადიხარ და შენში არაფერი იცვლება. ამდენი ხანი საავადმყოფოში რომ დადიოდე და შვება არ იგრძნო, არ განიკურნო ხორციელად, იმ ექიმთან ხომ აღარ წახვალ? სულიერადაც ასე არ არის? თუ ვერ იკურნები, ან მოძღვარი უნდა შეიცვლო, ან საკუთარ თავს უნდა დააკვირდე. ეს იმიტომ ხდება, რომ ზედაპირული ქრისტიანები ვართ. ოცდამეერთე საუკუნეში ღმერთი მოგვკითხავს: რატომ იყავით ჩუმადო. დილით რომ იღვიძებთ, მოძღვრის დარიგება მოგდით მესიჯად, თქვენ კი გადაბრუნდებით ან ძილს გააგრძელებთ, ან საინფორმაციო საშუალებას ჩართავთ, ეს ვისი ბრალი იქნება? ჩვენში სურვილი უნდა იყოს უფლის მიღებისა, უფალთან შეხვედრისა. ყველანი ცოდვილები ვართ, ბევრი სურვილი გვაქვს, ბევრი რამის შეცვლა გვსურს და ყველამ ჩვენი სურვილები ვუთხრათ ერთმანეთს, ფიქრები გავუზიაროთ, მოვეფეროთ. ჩვენში არის ღმერთი და სინდისი, რომელიც არ მოგვასვენებენ, სანამ პირში სული გვიდგას. სულიწმიდას მოჰყავს ადამიანი ეკლესიაში. სულიწმიდამ იცის, რომ შენში არის უფლის ნახვის სურვილი და მოჰყავხარ ეკლესიაში. ღმერთმა იცის, რონ შენ გინდა ღმერთი და სულიწმიდა გეხმარება. რადგან ღმერთმა ეკლესიაში მოგიყვანა, არ დაგანებებს თავს, ხან სნეულებას მოგივლენს, ხან საპატიმროს, რადგან უყვარხარ. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთანაც ღმერთი არ შედის, რადგან მათ სურვილი არ აქვთ უფლის მიღების და უფრო მძიმე ცოდვაში ჩავარდებიან. თუ შენში ღმერთთან შეხვედრის სურვილი არ არის, განგაში ატეხე. რომ არ გენატრება ღმერთი, მოძღვარი, ზიარება, სულიერი და-ძმა, ესე იგი, ძალიან ცუდად ხარ. ერთმანეთი უნდა შევანჯღრიოთ, მოვიკითხოთ, რადგან შეიძლება, რამე პრობლემა გვაქვს.
скачать dle 11.3