კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

№9 რა უნდა იცოდეს კაცმა ქალზე

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

შეიძლება, ეს ხუმრობაა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და რეალობასთან ახლოს მდგომი.  ამბობენ, რომ  ნამდვილ მამაკაცს ორი რამ ენატრება: ხიფათი და თამაში, ამიტომაც სჭირდება მას ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო, რომელიც ღმერთმა სპეციალურად მისთვის შექმნა.
არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ქალს შეუძლია მილიონერად აქციოს ნებისმიერი მილიარდერი მამაკაცი.
 კაცები ფიქრობენ – ღმერთმა ქალი ლამაზი და სულელი შექმნა. ლამაზი იმიტომ, რომ მე შემძლებოდა მისი შეყვარება, ხოლო სულელი იმიტომ, რომ ვერ მიხვდეს, როდის ვატყუებ. სინამდვილეში, ქალის მოტყუება არც ისე ადვილია და  თუ თავს გიქნევთ, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი სჯერა.
ქალები რომ არ იყვნენ, სამყარო ერთფეროვანი და აუტანელი იქნებოდა. მამაკაცებისგან განსხვავებით, ისინი სამსახურშიც კი გულითადი ურთიერთობების გაბმას ცდილობენ. სითბოსგან დაცლილ სამყაროს ძნელად ეგუებიან, ასეთ ატმოსფეროში სულს ღაფავენ. უნდათ ყველაფერი გაალამაზონ და გააკეთილშობილონ.   ყველა ქალმა რომ  ლამაზი, ფერადი კაბა ჩაიცვას, მამაკაცები ომზე აღარ იფიქრებენ.
ნამდვილ ქალს ბევრი არ უნდა – კაცის მხრიდან ყურადღება და ცოდნა, რომ ერთადერთია მისთვის, ანუ, ნამდვილ ქალს ყველაფერი უნდა!  
ქალებს უყვართ ჩუმი კაცები, რადგან ფიქრობენ, რომ ასეთი კაცები მათ უსმენენ. ქალს შეუძლია, ერთი ამოსუნთქვისას მამაკაცზე ბევრად მეტის თქმა მოასწროს – ასეთ დროს კაცი იძაბება და ცდილობს, არ მოუსმინოს. რაც შეცდომაა, რადგან ქალები ბევრად ლოგიკურ დასკვნებს აკეთებენ.
რაღაც საოცარი ფუფუნებაა, როდესაც გვერდით გყავს ქალი, რომელიც სიგარეტზე მოგიკიდებს. ფაქტობრივად, ამის გამოც ღირს დაქორწინდე, მით უმეტეს, თუ მწეველი ბრძანდებით.  
სასარგებლოა იცოდეთ:
ქალების სამი ტიპი არსებობს – კარგები, ცუდები და იურისტები. კარგი გოგოები დღიურებს წერენ, ცუდ გოგოებს დრო ამისთვის არასოდეს აქვთ, ხოლო იურისტები სხვის დაწერილს ყურადღებით კითხულობენ.
მირჩევნია, ქალის ინტუიციას ვენდო, ვიდრე კაცის გონებას (სტენლი ბოლდვინი).

ქალებისა და
 მამაკაცების
 პროფესიები

დავიწყოთ იმით, რომ კაცები და ქალები  ერთნაირად არ არიან შექმნილები.  ინტელექტუალური შესაძლებლობები, პრაქტიკულად, ერთნაირი აქვთ, მაგრამ ემოციებითა და ფიზიკური ძალებით განსხვავდებიან. სწორედ, ქალებსა და მამაკაცებს შორის ამ სხვაობამ წარმოშვა მოსაზრება, რომ პროფესიები დაყოფილია ქალებისა და კაცების  პროფესიებად. თითქოს არსებობს პროფესიები, რომლებშიც წარმატებულნი მხოლოდ განსაზღვრული სქესის წარმომადგენლები იქნებიან. რა თქმა უნდა, ეს მითია და ძალიან უსუსური მოსაზრება. დღესდღეობით მამაკაცები და ქალები თითქმის ყველა სფეროში წარმატებით თანამშრომლობენ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც  მითის მაინც სჯერათ.
მიჩნეულია, რომ  ქალებს უკეთესად შეუძლიათ კომუნიკაცია და ზრუნვა, ხოლო კაცებს – ფიზიკური   შრომა.  თუმცა ფიზიკური შესაძლებლობები დღეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებმა ის წარმატებით შეცვალეს და წინა პლანზე გონებრივმა  შრომამ წამოიწია. არ არსებობს ერთიანი გაიდლაინი: საკმაოდ ადვილად შეგვიძლია ვიპოვოთ ქალი, რომელსაც კომუნიკაცია უჭირს ან კაცი, რომელიც კომუნაციის უნარები ბევრ ქალზე უკეთ აქვს განვითარებული. უამრავმა ქალმა დაამტკიცა, რომ მათ ბრწყინვალე გონება აქვთ. იყო დრო, როცა  მზარეულობა და დიზაინერობა ქალის სამუშაოდ აღიქმებოდა, მაგრამ დღეს ამ სფეროში  უამრავი კაცია დაკავებული,  თანაც დიდი წარმატებით. შეიძლება, არსებობს პროფესიები, რომლებიც კაცებს ან ქალებს ძირითადად უკეთესად გამოსდით, მაგრამ კარიერის არჩევაზე ადამიანის შესაძლებლობებმა უნდა იმოქმედოს. თუ ადამიანი პროფესიის შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს,  მისმა სქესმა ხელი არ უნდა შეუშალოს.

ქალურად
 საინტერესო


რატომ არ უნდა იცოდეთ ფაქტები, რომელებიც საპირისპირო სქესთან ურთიერთობის დალაგებაში   დაგეხმარებათ?
* ცნობილია, რომ ქალები, რომლებიც ახალი მამაკაცების გაცნობის მიზნით ხშირად ათავსებენ ფოტოებს ინტერნეტში  იმაზე ორჯერ მეტ შეტყობინებებს იღებენ, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ;
* შეყვარებული წყვილების უმრავლესობა, ჩვეულებრივ, მეექვსე მერვე პაემნის შემდეგ იღებს  გადაწყვეტილებას, გააგრძელოს, თუ არა ურთიერთობა;
* ყველაზე გავრცელებული დრო წყვილების განშორებისთვის ერთმანეთის გაცნობიდან 3-5 თვეა;
* ონლაინ გაცნობის ინდუსტრია, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც არსებობს, წელიწადში 1.8 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს;
* მამაკაცები ყველაზე მეტად შიშობენ, რო სოციალურ ქსელში  შემთხვევით „მსუქანი“ მანდილოსანი არ გაიცნონ;
* მამაკაცთა დაახლოებით 40 პროცენტი ქალთან პირველად შეხვედრამდე  თავდაჯერებული არ არის;
* კვლევებმა  დაადასტურა, რომ სკოლა, კოლეჯი, კაფე და სავაჭრო ცენტრი შესანიშნავი ადგილია ფლირტის გასაბმელად. საქმე ისაა, რომ ადამიანთა თავშეყრის ადგილზე პიროვნება უფრო კომუნიკაბელური ხდება. რესტორნები და კინოთეატრები კი ხალხის გაცნობისთვის ნაკლებ საშუალებას იძლევა;
* გახსოვდეთ, ბიჭები თავს არიდებენ ისეთ გოგოსთან შეხვედრას, რომელსაც ჰყავს „ხმაურიანი“ სამეგობრო,
* ფსიქოლოგები  მამაკაცებს  ურჩევენ: თუ გსურთ გოგონას დაინტერესება ან გაცნობა, საუბარში მისი სახელი სულ მცირე ორჯერ უნდა წარმოთქვათ;
* გაცნობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის სხეულის აგებულება.  ზედმეტი წონა გაცილებით უარესად აღიქმება, ვიდრე ძალიან გამხდარი ან დაკუნთული სხეულიскачать dle 11.3