კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 მამა-მარჩენალი პრ.-ი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ანუ „ვერბლიუდა ჟალკო“

რაკი მაგალითის ძალა უდიდესია და ის გადამდებიცაა, მას შემდეგ, რაც მოსკოველმა კუდიანებმა პრ. პუტინის გასაძლიერებლად იჯადოქრეს (პათოსით: „ბოჟე ცარია ხრანი“, ანუ ღმერთო, შენ დაიფარე ჩვენი მამა-მარჩენალიო), აწ უკვე თავი ბურიატმა შამანებმა გამოიჩინეს (ყოველ შემთხვევაში – სცადეს) და მათ, არც მეტი, არც ნაკლები, ანგარსკში (იაკუტიის ოლქი) ხუთი აქლემი დაწვეს.
და რადგან მსხვერპლშეწირვის რიტუალის ამსახველი ვიდეორგოლი „იუთუბზე“ განათავსეს, მის შესახებ ყველამ შეიტყო. უმაღლესი შამანის მოადგილემ (ვინმე არტურ ციბიკოვმა) განმარტა, რომ რიტუალის მიზანია „სახელმწიფოს, ადამიანების, ხალხების დახმარება“. ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვით ბურიატი შამანები, თურმე, აღადგენენ იმ „კულტურულ ღირებულებებს, რომლებიც მათ ქვეყანას, ანუ რუსეთს გააძლიერებს“.
მართალია, ამ ფაქტმა თვით რუსი მოსახლეობაც კი აღაშფოთა და დასტურად რუსეთის კანონმდებლობაც კი მოიტანეს: ცხოველებისადმი არასათანადოდ მოპყრობისთვის 2-დან 5-წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ჯერჯერობით უცნობია თავად კრემლისა და, რაც მთავარია, ვლ. პუტინის რეაქცია.
თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შესაძლოა, ფუფალასეული რეცეპტი ყვავის უცეცხლოდ მოხარშვისა ჩრდილოეთში მეტად სარფიანად გავყიდოთ.
скачать dle 11.3