კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ვინ მონათლა ლიზა კალანდაძე „ჯოჯოხეთის დედოფლად“ და რა შეცდომები დაუშვა მან პოპულარობის გამო ოჯახთან

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

 „საქართველოს ვარსკვლავის“ ბოლო ლაივის ლიდერი ჩვიდმეტი წლის ლიზა კალანდაძე გახდა. მისი გამორჩეული სტილი და ინდივიდუალიზმი, რომელიც როგორც თავად ამბობს, დედის დამსახურებაა, ძალიან ბევრს მოსწონს და უამრავ გულშემატკივარს სძენს.
ლიზა კალანდაძე: არ მინდოდა კიდევ ერთხელ კონკურსში მონაწილეობა. ვფიქრობდი, მაყურებლისთვის თავი არ მომებეზრებინა და თუ მაინც ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ასმაგად კარგი უნდა ვყოფილიყავი წინა კონკურსებთან შედარებით. დიდი რისკი იყო, მაგრამ ეს კონკურსი „ევროვიზიას“ უკავშირდება და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, აქ მოსვლა.
– ძალიან ბევრს გაქებენ, მაგრამ „ჯოჯოხეთის დედოფალიაო“, ასეთი შეფასებაც შემხვდა, როგორ რეაგირებ მსგავს კომენტარებზე?
– საერთოდ არ ვკითხულობ კომენტარებს, მაგრამ რატომღაც, ერთი კვირის წინ ჩავუჯექი და ბევრ დადებით შეფასებასთან ერთად, აღმოვაჩინე, რომ „ჯოჯოხეთის დედოფალი“ ვარ (იცინის). გასახარია, ასე რომ  აინტერესებთ ეს ყველაფერი, სხედან და ლანძღვისთვისაც კი  ხარჯავენ დროს.
– როგორც ვიცი, სტანდარტულად, რომ ამბობენ, ლაპარაკზე ადრე სიმღერა დავიწყეო, ასე არ ყოფილა?
– არც მე და არც ჩემი ტყუპისცალი და არ ვიყავით მუსიკით დაინტერესებული, მაგრამ ოჯახმა გადაწყვიტა, რადგან სმენა და ხმა გვქონდა, ფორტეპიანოსა და სიმღერაზე მივეყვანეთ შვიდი წლის ასაკში - იმ იმედით, რომ რაღაც გამოვიდოდა. მთელი ოჯახი ხელოვნების სხვადახვა სფეროშია ჩართული და შესაბამისად, ბუნებრივი იყო ეს ნაბიჯი.  ძალიან დავინტერესდი და მოტივაცია გამიჩნდა, ბოლოს მასწავლებელმა მითხრა, რომ კონკურსებში მონაწილეობა უნდა მეცადა. ჩემს დასაც უნდოდა გასვლა თხუთმეტი წლის ასაკში, მაგრამ ფსიქოლოგიურად მზად უფრო მე აღმოვჩნდი. ახლა ნიკიც ემზადება, რომ ღირსეულად წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემი პირველი კონკურსი იყო „X ფაქტორი“, შემდეგი „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“, სადაც მართლა დავინახე ჩემი შესაძლებლობები და სცენის შიშიც დავძლიე.
– მესამედ ყველაფრის თავიდან დაწყება არ გაგიჭირდა?
– რთული იყო, ზუსტად ვიცოდი, რა გზა უნდა გამევლო, სად ვყოფდი თავს. სარისკო იყო, გავუძლებდი თუ არა ამხელა სტრესს. ახლა მაგარი განწყობა მაქვს. ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავს, რაც მოტივაციას მიმაღლებს. ყველას და მათ შორის მეც, გვაქვს შანსი. ყველა ლაივზე მაქსიმუმს ვაკეთებ და დანარჩენი მაყურებლის გადასაწყვეტია.
– როგორია შენი ცხოვრება პროექტების მიღმა?
– სხვათა შორის, მენატრება ჩემი თავი  15 წლამდე ასაკში, ანუ, სანამ ხალხში გამოვჩნდებოდი - ალბათ, უფრო თავისუფალი ვიყავი. ხალხში რომ გამოდიხარ, პასუხისმგებლობა გეკისრება, მსმენელი შენგან სიახლეს ელის. სულ პირველად, „X ფაქტორის“ ქასთინგი რომ გავიდა ეთერში და მეორე დღეს გავიღვიძე, ყველაზე ბედნიერი ვიყავი. მინდოდა, სულ ქუჩაში ვყოფილიყავი, იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებდა ხალხის თბილი დამოკიდებულება. სხვათა შორის, რაც ეს ყველაფერი მოვიდა, რამდენიმე შეცდომა დავუშვი ოჯახთან მიმართებაში. მგონი, რაღაც მომენტში მართლა „თავში ამივარდა“ და ცოტა დამაბრმავა პოპულარობამ. მაგრამ, დედამ ყველაფერი ადამიანურად დამანახვა - მეც გავიგე, მათაც და მაპატიეს.
– წელს სკოლას ამთავრებ, რა გეგმები გაქვს?
– მინდა, მომავალ წელს კონსერვატორიაში ჩავაბარო, ამ ერთი წლის განმავლობაში კი, ძალიან კარგად მოვემზადო.
– მუსიკის გარეშე როგორი გოგო ხარ?
– ძალიან ჩვეულებრივი, პესიმისტი და ცოტა მოსაწყენი - დეპრესიული ვარ. სხვათა შორის, 2018 წელს მქონდა დეპრესია. „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ რომ დამთავრდა, ისეთ დეპრესიაში ჩავვარდი, საერთოდ არ ვლაპარაკობდი. ალბათ პროექტის გამო - მწვერვალზე ვიყავი, საკუთარ თავში დარწმუნებული ბევრი გეგმით და მეორე დღეს ყველაფერი შეიცვალა, ისევ ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი. ყველაფრის მოტივაცია გამიქრა, დავიკარგე, ცხოვრების აზრი დავკარგე. ეს მდგომარეობა თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. წინა წლის ზამთარი საშინლად მახსენდება, საერთოდ არაფრის გეგმა არ მქონდა. დილით რომ ვდგებოდი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და არც არაფერს ვაკეთებდი. ზაფხულში საფრანგეთში ვიყავით და ცოტა გავერთე, სულ ვმედიტირებდი, ბევრს ვფიქრობდი. ეს შემოდგომა და ზამთარიც რთული იყო.
– რა დაგეხმარა, დეპრესიისთვის წერტილი დაგესვა?
– დედამ დამსვა და სამი დღე გადაბმულად მელაპარაკებოდა: შენ კარგი ხარ და ვერ აფასებ საკუთარ თავსო, რადგან მე მეგონა, არაფერი ვიცოდი - არც ის, რა მინდოდა და არც ის, როგორ ვმღეროდი. ძალიან დაბნეული ვიყავი და ამიხსნა, რომ ჩვეულებრივი რამ მჭირს და ახალ კონკურსში მონაწილეობა დამეხმარებოდა ამ მდგომარეობის დაძლევაში.
– ბავშვობაზეც მომიყევი.
– ძალიან წესიერი და მოსაწყენი ვიყავი, ვცდილობდი, „ხუთოსანი“ ვყოფილიყავი და თუ ვინმე კარგი ქცევით გამოირჩეოდა, მისთვის მიმებაძა. თვითგანვითარებაზე ბევრს ვფიქრობდი.
შენი ტყუპისცალი?
– ჩემი და ცხოვრებით ტკბებოდა (იცინის). მე უფრო მომავალზე ვფიქრობდი, ნიკი მეგობრებთან ერთობოდა. კონტაქტური და ყოველთვის კარგი მეგობარი ვიყავი, მაგრამ, რატომღაც არავის უნდოდა ჩემთან მეგობრობა (იცინის).
– რატომ?
– მთლად ეგრეც არ იყო, მაგრამ რეალურად, მართლა ერთი-ორი მეგობარი მყავდა, გათქვეფილი არ ვყოფილვარ. წყნარი, არასდროს ვაქტიურობდი და მახსოვს, მუდოს მეძახდნენ (იცინის). ახლაც, როცა ჩემი და მეგობრებთანაა, მე სახლში,  ოჯახთან ერთად ვარ. სულ მგონია, თუ ვერთობი, დროს ვკარგავ. მირჩევნია, მომავალზე ვიფიქრო. ცოტა მოსაწყენია, მაგრამ რა ვქნა, ეგეთი ვარ. მინდა, დიდი ვიყო, მაგრამ  არა - ასაკით. ზუსტად ვიცი, თვრამეტი წლის რომ გავხდები, ოთახში დავჯდები და ვიტირებ. იმიტომ, რომ სასტიკად არ მინდა გაზრდა. ბავშვობა მენატრება და არ მომწონს, ბევრი პასუხისმგებლობა რომ გეკისრება. მინდა, დიდი მუსიკოსი ვიყო და ყველაზე მეტად ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში ძალიან რთულად იყო საქმე. ბავშვობიდან,  ჩემი ტოლების ურთიერთობებს რომ ვხედავდი, მაგალითად, თოთხმეტი წლის ასაკში შეყვარებულები რომ იყვნენ, დავცინოდი ასეთ ბავშვებს. მგონია, ამ დროს საერთოდ არ იციან, რა არის სიყვარეული. მთელი ბავშვობა იმაზე ფიქრში გავატარე, მართლა რა არის სიყვარული და რატომ იზიდავს ერთი ადამიანი მეორეს. ყოველთვის ძალიან ვფრთხილობდი ასეთ ამბავში და სერიოზული არც არაფერი ყოფილა. სანამ ვინმეს შეიყვარებ, საკუთარი თავი უნდა გაიცნო და გაზარდო იქამდე, რომ მერე ვიღაცას შეუყვარდე. მე ახლა საკუთარი თავის შეცნობის და შეყვარების ეტაპზე ვარ. მინდა, ჩემი ცხოვრება სუფთად და სწორად გავიარო, შესაფერის დროსა და ადგილას გავაკეთო ის, რაც საჭიროა.
скачать dle 11.3