კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რატომ ვერ გამოვა მარიამ მამადაშვილი ამერიკულ შოუებში საქართველოს სახელით და როგორ მონაწილეობდა ის ბროდვეის შოუში ცნობილი ვარსკვლავების გვერდით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

საქართველოს სახელით „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული, მომღერალი მარიამ მამადაშვილი უკვე წლებია, ამერიკაში მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. ახლახან მისი დებიუტი ბროდვეის შოუში შედგა. პატარა ქართველ მომღერალ გოგონას მუსიკის კრიტიკოსები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ამბობენ, რომ ის, თავის ასაკთან შედარებით, გაცილებით დიდ მასშტაბებს ფლობს და თავისი ნიჭის წყალობით, ამერიკული და მსოფლიო კარიერის მწვერვალზე სულ მალე ავა.
მარიამ მამადაშვილი: უკვე 4 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. ბევრი რამ შეიცვალა, რაც საქართველოდან წამოვედი და ცხოვრება და სწავლა აქ დავიწყე.
– ძალიან დატვირთული ხარ. სწავლის პარალელურად, ასწრებ მომზადებას, კონცერტებზე გამოსვლას, სიმღერას და როგორც ვიცი, ფიგურული სრიალიც გიტაცებს...
– დილის შვიდ საათზე ვდგები და პრაქტიკულად, მთელი დღე დატვირთული ვარ. თუმცა, იმდენად სასიამოვნოა აქტიური ცხოვრება, დაღლას ვერ ვგრძნობ. თუ მოინდომებ, ყველაფერს მოასწრებ. სექტემბერში საპატიო მოსწავლე გავხდი – ეს დიდი პატივია და სხვათა შორის, მთელი სკოლიდან, მხოლოდ 2 ბავშვი აგვარჩიეს. საქართველოდან რომ ჩამოვედი, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მერე ამერიკულ რიტმს ავყევი. ძალიან მენატრება ჩემი მეგობრები, ქუჩები, ჰაერი. აი, ქართული საჭმელები არ მენატრება, რადგან არც აქ მაკლია (იცინის). ვცდილობ, ზაფხული ყოველ წელს საქართველოში გავატარო და იმდენი ენერგეტიკით დავიმუხტო, რომ მერე ამერიკაში მთელი წელი მეყოს. რაც შეეხება სპორტს,  შაბათ-კვირას, ციგურებზე როცა ვდგავარ, ეს კარგი განტვირთვაა.
– მართალია, რომ შენი ამერიკაში გამგზავრება და იქ სამომავლოდ წარმატების დაბევება გიგა კუხიანიძის დაჟინებული მოთხოვნა იყო და მან შენი მშობლები დაიყოლია?
– გიგა ძალიან მიყვარს. მახსოვს, პირველად რომ მომისმინა, დედას უთხრა: მოვა დრო და ეს ბავშვი „ევროვიზიაზე“ წავაო. მაშინ გამეღიმა, ვერ დავიჯერე, თუმცა, რამდენიმე წელში წავედი კიდეც და გამარჯვებულიც დავბრუნდი. ხშირად ეუბნებოდა ჩემებს, წაიყვანეთ ეს ბავშვი ამერიკაში, იქ დიდი მომავალი ელისო. სწორედ იმ პერიოდში მშობლებმა ამერიკის „მწვანე ბარათი“ მოიგეს და ყველანი წამოვედით – მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. ასე რომ, გიგას წინასწარმეტყველება ახდა (იცინის).
– ბროდვეის შოუზე გამოსვლას, ბევრი ოცნებობს. თუმცა, ეს ოცნება შენ აგიხდა. როგორ აღმოჩნდი იქ?
– ბევრს ვშრომობ, მშობლებიც ხელს მიწყობენ და ღმერთიც მწყალობს. ბროდვეის მეთოდოლოგიის აკადემიაში, სადაც ვსწავლობ, ქასთინგი გამოცხადდა – ბროდვეის შოუსთვის ბავშვებს ირჩევდნენ. სხვადასხვა შტატიდან უამრავი ბავშვი ჩამოვიდა. მე გამიმართლა და ობოლი ბავშვის როლზე ამირჩიეს. ამ შოუს მიზანია მომავალი ვარსკვლავების დაკავშირება ახლანდელ ვარსკვლავებთან. მოკლედ, ქასთინგი გავიარე და ამ შოუში მოვხვდი. ასე მეგონა, მეცხრე ცაზე ვიყავი. საოცარი განცდაა იქ რომ მღერი. წლებია, ეს შოუ ტარდება, ამერიკელებისთვის უსაყვარლესი შოუა.
– რა განცდა გქონდა, როცა დიდ სცენეზე იდექი, უამრავი მაყურებელი გადევნებდა თვალს და გისმენდა? და ზოგადად, როცა ამბობენ, მარიამი ამერიკისა და მსოფლიო დონის ვარსკვლავი იქნებაო, შენ რა რეაქცია გაქვს?
– საოცარი განცდაა, რომელსაც ერთი სიტყვით ვერ აღწერ. რასაკვირველია, ვნერვიულობდი, თუმცა რეპეტიციები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხანდახან, დღეში 12 საათიც კი და ამის ფონზე დიდ სცენაზე გამოსვლა ერთგვარი დაცლა და განტვირთვა იყო (იცინის). როცა მეუბნებიან, ამერიკის ამომავალი ვარსკვლავი ხარო, მინდა, იმედები გავამართლო. მე ჩემი პატარა ამერიკული ოცნება ბროდვეის შოუში ამიხდა და დიდი ოცნების ასრულება ჯერ წინ მაქვს. ამბობენ, ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ოცნებები ხდებაო, უბრალოდ, ბევრი შრომაა საჭირო. მე კი შრომა არ მეზარება.
– მარიამ, თუ აპირებ ამერიკულ შოუ-კონკურსებში ძალების მოსინჯვას?
– კი. რასაკვირველია,  ეს სამომავლო გეგმებში მაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ. მინდა ამერიკულ შოუ-კონკუსებში მონაწილეობის მიღება, თუმცა საქართველოს სახელით აქ ვერ გამოვალ. ახლა ძალიან დატვირთული ვარ და რომც მოვინდომო, ამისთვის ვერ მოვიცლი.
– მუსიკალური ნიჭი ვისგან დაგყვა?
– დედა კარგად უკრავს და მღერის. მეუბნება: შენზე ორსულად რომ ვიყავი, ყოველდღე პიანინოზე ვუკრავდი და გიმღეროდიო. ალბათ, მუსიკა მუცელშივე მესმოდა – დედამ შემაყვარა. 3 წლის რომ ვიყავი, მარია კალასს ვუსმენდი და ძალიან მომწონდა. სახლში, სულ მუსიკა ისმოდა და მეც, ამ გარემოში ვიზრდებოდი. მეც, რაც თავი მახსოვს, სულ ვღიღინებ. „ბასტი-ბუბუში“ ვმღეროდი, მერე „ბზიკების“ სტუდიაში გადავედი. 6 წლის, უკვე პროფესიონალურ პედაგოგთან დავდიოდი ვოკალის გაკვეთილებზე, მერე იყო „ევროვიზია“. ზღაპრული ბავშვობა მქონდა და მინდა, ეს ზღაპარი დიდხანს გაგრძელდეს. ძალიან მიყვარს ფრედი მერკური და მაიკლ ჯეკსონი. ყოველდღე ვრთავ და ვუსმენ, მათი ფანი ვარ. რომ მეკითხევიან: ვისთან ერთად გინდა სცენაზე დგომა და დუეტში სიმღერაო, ამ ორ მუსიკოსს მოვიაზრებ. თუმცა, ვიცი, სამწუხაროდ, ეს ოცნება ვერ ახდება. ზოგადად, მუსიკაში აღმოჩენების ეტაპები მაქვს ხოლმე და გემოვნებაც ხშირად მეცვლება. ჯერ ისიც კი არ მაქვს გააზრებული, მუსიკის რა ჟანრში მინდა მომავალში სიმღერა. არ მაქვს გადაწყვეტილი, რა მიმართულებით წავიდე – სოლო კარიერა, კლასიკური მუსიკა თუ გუნდური. იმედია, მალე ჩამოვყალიბდები (იცინის). მეუბნებიან ხოლმე, მარიამ, ამდენს მუშაობ, საათობით რეპეტიციობ, რა მალე გაიზარდეო. მალე არ გავზრდილვარ, უბრალოდ, აქ დიდი კონკურენციაა, ნაცნობობა და პროტეჟეობა არ ჭრის და ამიტომ, ნებისმიერ ასაკში უნდა გამოავლინო ის მაქსიმუმი, რაც შენში დევს. წარმატებებს შენი ნიჭის და შრომისმოყვარეობის წყალობით უნდა მიაღწიო. ეს გათავისებული მაქვს, თუმცა, ამის გამო ბავშვობას ვერ დავთმობ (იცინის).
– ამერიკელ მეგობრებს თუ უყვები შენი ქვეყნის შესახებ, თუ ინტერესდებიან, საიდან ხარ?
– სკოლაში გამორჩეული, პოპულარული ბავშვი ვარ, „ევროვიზიიდან“ მიცნობენ (იცინის). მართალია, ამერიკა, ამ კონკურსზე არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ, მე რომ გამოვდიოდი, დაინტერესდნენ და უყურეს. რასაკვირველია, ინტერესდებიან, საიდან ვარ და მეც ბევრს ვუყვები. ბევრი მწერს სოციალურ ქსელში და სითბოს და სიყვარულს გამოხატავს.  ხშირად, საჩუქრებსაც მიგზავნიან. ცოტა ხნის წინ თაყვანისმცემელმა ავსტრალიიდან ულამაზესი საჩუქარი და წერილი გამომიგზავნა. წერდა, მე შენი ფანი ვარო. გამეცინა და ვთქვი, ავსტრალიაშიც ჩააღწია ჩემმა ხმამ-მეთქი (იცინის). ჩემი გენეტიკა მიწყობს ხელს, ის შინაგანი კულტურა და დამოკიდებულება გამოვამჟღავნო სხვა ქვეყანაში, რაც განსაკუთრებული და უნიკალურია. ყველა მეფერება და სიყვარულს მიხსნის. მართალია, თავიდან გამიჭირდა ამერიკულ ცხოვრებაზე გადაწყობა, მაგრამ მერე მოვერგე და ვეცდები, ჩემი სიმღერებით საქართველოს სახელი კიდევ უფრო შორს გავიტანო. ვხუმრობ ხოლმე, მე რომ მსოფლიო მომღერალი გავხდები, ექსკლუზივს, მხოლოდ ქართველ ჟურნალისტებს მივცემ-მეთქი (იცინის).
скачать dle 11.3