კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ვინ აპირებდა ქართველი თავადის კუთვნილი 2 მილიონის ღირებულების ქონების საფრანგეთში გატანას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ფრანგი ტურისტი
 1970 წლის 16 ივნისს, 45 ფრანგი საქართველოს დედაქალაქს ესტუმრა და სასტუმრო „ივერიაში“ დაბინავდნენ. იმ პერიოდში ასე იყო მიღებული – საბჭოთა უშიშროება უყურადღებოდ არ ტოვებდა ქვეყანაში შემოსულ არცერთ უცხოელს და ისინი კონტროლის ქვეშ ჰყავდა. 17 ივნისს ფრანგი ტურისტები მთაწმინდის პანთეონში წაიყვანეს ექსკურსიაზე. ისინი ფეხით აუყვნენ გზას, ხოლო უკან რომ დაბრუნდნენ, აღმოჩნდა, რომ მათ ერთი ადამიანი აკლდათ. ეს იყო 40 წლის მამაკაცი – კლოდ მიშლენი. „კაგებეშნიკები“ შეფუცხუნდნენ და მიშლენი ჯერ იქვე მოიძიეს, მაგრამ რომ ვერ იპოვეს, მასზე ძებნა გამოაცხადეს და ტურისტები სასტუმროში წაიყვანეს. ორიოდე საათის შემდეგ მიშლენიც დაბრუნდა და განაცხადა, რომ გზა აებნა და სასტუმრომდე ძლივს მიაღწია.
იდუმალი გაუჩინარება
18 ივნისს ფრანგ ტურისტთა ჯგუფი დილის 9 საათზე თბილისიდან მცხეთაში უნდა გამგზავრებულიყო და საქართველოს ძველი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ. სასტუმროს ჰოლში შეკრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჯგუფს კვლავ კლოდ მიშლენი აკლდა. შეამოწმეს მისი ერთადგილიანი ნომერი, მაგრამ ფრანგი ტურისტი იქ არ აღმოჩნდა. ტურისტები მიშლენის გარეშე გაემგზავრნენ მცხეთაში. „კაგებემ“ კი მთელი პირადი შემადგენლობა ფეხზე დააყენა და მიშლენის აქტიურ ძებნას შეუდგნე:ნ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ფრანგი ტურისტის ზედიზედ მეორედ გაუჩინარება სულაც არ იყო შემთხვევითი და საქმეში კონტრდაზვერვა ჩაერთო.  მიშლენი 1930 წელს დაბადებული გრიგოლ მხეიძე აღმოჩნდა. მამამისი, ვარლამ მხეიძე თავადი იყო. ოთხი წელი  1924 წლის აჯანყების თანაგრძნობისთვის ციხეში გაატარა. 1932 წელს კი მეუღლესთან და 2 წლის ვაჟთან ერთად თურქეთის გავლით საფრანგეთში გაიქცა. მიშლენის იდენტიფიკაციაში გადამწყვეტი როლი „კაგებეს“ პარიზის რეზიდენტურამ შეასრულა, რომელსაც მისი ფოტო ცენტრში წლების წინ ჰქონდა გადაგზავნილი. ისე, როგორც ათობით სხვა ემიგრანტების შთამამავლებისა.
დაბრუნებული პასპორტი
კლოდ მიშლენი კონტრმზვერავებმა 20 ივნისს, დილის 9 საათზე აღმოაჩინეს გამოსაფხიზლებელში, რომელიც ვაგზალთან, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარეობდა. მას არც პასპორტი აღმოაჩნდა და არც საფულე. დაკითხვაზე კი განაცხადა, რომ სასტუმრო „ივერიიდან“ 18 ივნისს ღამის პირველ საათზე გამოვიდა ღამის თბილისის დასათვალიერებლად. მისივე თქმით, ძველ თბილისში ვიღაც მამაკაცი გაიცნო, რომელსაც ქართულად გამოელაპარაკა. მიშლენმა მაიორ ჯაიანს უთხრა:
– მე ეროვნებით ქართველი ვარ, გრიგოლ მხეიძე. სახელი და გვარი კლოდ მიშლენად კი იმიტომ გადავიკეთე, რომ საფრანგეთში პრივილეგიები მქონოდაო.
– იმ კაცზე რას გვეტყვით, ვისაც შეხვდით? – უთხრა ჯაიანმა მიშლენს.
– მან თავის ოჯახში დამპატიჟა, მაგრამ ისე დავთვერი, არაფერი მახსოვს. როგორც ეტყობა, იქიდან წამოვედი, მაგრამ სასტუმრომდე ვერ მოვაღწიე და როდესაც გამოვფხიზლდი, უკვე ამ დაწესებულებაში ვიმყოფებოდი.
გამოსაფხიზლებლის თანამშრომლებმა ჯაიანს უთხრეს, რომ მოქალაქე 19 ივნისს, ღამის 2 საათზე აღმოაჩინეს ორთაჭალის სკვერში მძინარე, ყოველგვარი საბუთების გარეშე და გამოსაფხიზლებელში წაიყვანეს.  როგორც მოკვლევიდან გაირკვა, მიშლენი ზუსტად 24 საათის განმავლობაში უკონტროლო იყო და კონტრმზვერავები იმის გარკვევას ცდილობდნენ, თუ სად და რას საქმიანობდა ის. ქეიფის ვერსიის მათ არ სჯეროდათ და ფარულ გამოძიებას აგრძელებდნენ. პრობლემა კი ის იყო, რომ უსაბუთოდ დარჩენილი ფრანგი ტურისტი მანამდე ვერ დაბრუნდებოდა პარიზში, სანამ ახალი პასპორტი არ ჩამოუვიდოდა. ეს კი დროს მოითხოვდა და საბჭოთა კავშირში, დამატებით, მინიმუმ, ორი კვირის გატარება მოუწევდა. თუმცა, 21 ივნისს, მოქალაქე ანზორ თელიამ მილიციაში მიშლენის პასპორტი მოიტანა და განაცხადა, რომ პასპორტი თავის ფოსტის ყუთში აღმოაჩინა 21 ივნისის დილას. თელია ორთაჭალაში, იმ სკვერის სიახლოვეს ცხოვრობდა, სადაც მილიციამ მძინარე მიშლენი იპოვა.
მადამ დებუა
ფრანგი ტურისტები 22 ივნისს სამშობლოში დაბრუნდნენ და მათთან ერთად  კლოდ მიშლენიც გაემგზავრა. საბჭოთა კონტრმზვერავები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მიშლენმა თავად ჩააგდო საკუთარი პასპორტი თელიას ფოსტის ყუთში იმ განზრახვით, რომ უკან დაბრუნდებოდა და ასეც მოხდა. ყველაფერი რომ წინასწარ მოფიქრებული და გათამაშებული იყო, ამაში „ჩეკისტებს“ ეჭვი არ ეპარებოდათ. მათ აინტერესებდათ, რას აკეთებდა მიშლენი იმ უკონტროლო 24 საათის განმავლობაში. გამორიცხული არ იყო, რომ ის რაღაც მიზნით ვიღაცას შეხვდა. ან, სულაც, მომავალში დივერსიის მოწყობისთვის შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა. ერთი სიტყვით, მიშლენის ჯერჯერობით ამოუცნობი მისია გასარკვევი იყო.
პარიზის რეზიდენტურას მიშლენზე თვალთვალი და მისი საქმიანობის გარკვევა დაავალეს. ერთთვიანი ინტენსიური მოკვლევისა და თვალთვალის შემდეგ ცენტრში პარიზიდან დაშიფრული დეპეშა მოვიდა, რომელშიც ეწერა: „კლოდ მიშლენი ტაქსის მძღოლია და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ან სხვა რაიმე საეჭვო კავშირებში შემჩნეული არაა. უცოლოა. ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფება 35 წლის ტერეზა დებუასთან, რომელიც ეროვნებით ქართველია და ადრე ქეთევან რამიშვილი იყო“. თბილისში რომ შიფროგრამას გაეცნენ, მაიორმა ნოდარ ჯაიანმა თქვა: „თუ ეს კაცი ჯაშუში არაა, გამოდის, რომ პირადი მისიით იყო თბილისში. რაღაცას ეძებდა და ამ ისტორიას აუცილებლად ექნება გაგრძელებაო“. გამოცდილი ქართველი კონტრმზვერავი არ შემცდარა. იმავე 1970 წლის 14 სექტემბერს თბილისში ფრანგ ტურისტთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა, რომელთა შორის 35 წლის ტერეზა დებუა იმყოფებოდა. მასზე, რა თქმა უნდა, ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დააწესეს და 17 სექტემბერს უშიშროების სპეციალურმა ჯგუფმა ღამის 3 საათზე სოლოლაკში, ჭონქაძის ქუჩაზე შავი ფერის ტყავის ჩანთით დააკავა. „კაგებეში“, მაიორ ჯაიანთან რომ შეიყვანეს, დებუამ მას ფრანგი კონსულის მოყვანა მოსთხოვა და უთხრა:
– მე საფრანგეთის მოქალაქე ვარ!
ნოდარ ჯაიანმა ქართულად მშვიდად მიუგო:
– მშვენივრად ფლობთ ქართულ ენას და მშობლიურ ენაზე იმეტყველეთ. რა გაქვთ ჩანთაში?
– არ ვიცი. მე ის ქუჩაში ვიპოვე და არ გამიხსნია, – ისევ ფრანგულად მიუგო მაიორს ქალმა.
ტყავის ჩანთაში 2 მილიონი მანეთის ღირებულების ბრილიანტის, ლალისა და ზურმუხტის თვლები აღმოჩნდა, რომელიც თავად ვარლამ მხეიძის კუთვნილება იყო და 1932 წელს ქვეყნიდან გაქცევისას თან ვერ წაიღო. მიშლენმა სწორედ სოლოლაკის ის სამალავი მოძებნა. ძვირფასეულობის საფრანგეთში გატანას კი ტერეზა დებუა აპირებდა, მაგრამ კონტრდაზვერვის ხელში მოხვდა. დებუა დაუბრკოლებლად გაუშვეს პარიზში. ძვირფასეულობა სახელმწიფო ბანკს ჩაბარდა და ჯაიანმა კი პოდპოლკოვნიკობა მიიღო.
скачать dle 11.3