კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როგორი აურა ამხელს მის პატრონს ბოროტებასა და აგრესიაში

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

აურა – ადამიანის გარემომცველი, თავისებური ენერგეტიკული ველი, რომელიც განსხვავებულ ფერებად აღიქმება, თუმცა სინამდვილეში, მთლიანი სპექტრის სხვადასხვა ნაწილია. „ფერის“ ნაცვლად, შეიძლება ვთქვათ: „ტალღების სიგრძე“ ან „სიხშირე“ (მხოლოდ ჩვენ აღვიქვამთ მათ „წითლად“, „მწვანედ“ და ასე შემდეგ). ცნობილია, რომ წითელი აურა ყველაზე იოლი შესამჩნევია, ლურჯის დანახვა კი – საკმაოდ ძნელი. ნათელი წარმოდგენა რომ შეგვექმნას ამ ყველაფერზე და გავიგოთ, რა მნიშვნელობა აქვს აურას ადამიანისთვის, მოვუსმინოთ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგს, ბატონ დავით დ-ს.   
– აურა გვიჩვენებს ჯანმრთელია ადამიანი თუ ავადმყოფობს და რა დაავადებით. სიტუაცია თუ უიმედოა, აურა ბაცდება და ზოგ შემთხვევაში, ავადმყოფის გარდაცვალებამდეც კი ქრება. აურა ასახავს ადამიანის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ მდგომარეობასაც, მართავს მის გრძნობებსა და ემოციებს. აურის გამომუშავებული ფერი განსაზღვრავს პიროვნების მთავარ ასპექტებს.
– როგორაა აურის ფერები გადანაწილებული?
– რადგან წითელი ყველაზე აღქმადია, ამით დავიწყებ. ზოგადად, წითელი აურა მხნეობას, თავგანწირულ სიყვარულსა და ენერგიას ასხივებს. მიუთითებს ლიდერულ მონაცემებზე, პატივმოყვარეობასა და ძლიერ სექსუალურ პოტენციალზე. თუმცა, როგორც ყველა ფერს, წითელსაც რამდენიმე გრადაცია აქვს და თითოეული პატრონის პიროვნულ ტიპს თავისკენ ხრის. მაგალითად, მუქი წითელი გაუწონასწორებელ, ეჭვიან და ფიცხ ხასიათზე მიუთითებს, რომელსაც სხვებზე დომინირება უყვარს, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი და საქმიანია. ამღვრეული ანუ ალაგ-ალაგ ჩამუქებული აურით ადამიანი ფეთქებადი, აგრესიული და ფიცხია, სიძუნწისგან სიამოვნებასაც კი იღებს, არასანდოსა და ვერაგს სხვის ხარჯზე უყვარს ცხოვრება. წითელი ყავისფერი ელფერით – პატრონის ცბიერებაზე, ენერგიის ნაკლებობასა და ბუნდოვან აზროვნებაზე მიუთითებს. გამოკვეთილია თირკმელების პრობლემა და საერთოდ, რომელ ორგანოსაც ის აკრავს, დაავადებულია. ზოგ შემთხვევაში კი, ეს ფერი მკვლელსაც კი ამხელს. დაბოლოს, ალისფერი – თვითდაჯერებული ეგოისტის აურა, რომელიც თავს გულადად ასაღებს. გადავიდეთ იასამნისფერზე – კაცთმოყვარეობისა და სამართლიანობის სიმბოლო, სიკეთისა და გმირობისკენ ლტოლვის გამოხატულებაა. მასთან ახლოა ვარდისფერი – ასევე მოსიყვარულე, ოღონდ თავგანწირვამდე, კარგი მოსაუბრე და კომუნიკაბელური, ყველაფერს სიყვარულით რომ აკეთებს.
– მრავალფეროვანი და საინტერესოა აურის ოქროსფერ-ყვითელი სპექტრი...
– ოქროსფერ-ყვითელი აურის სპექტრში უპირველესი ნარინჯისფერია, როგორც ცხოვრების ძალის, აქტიურობისა და თვითდაჯერების სიმბოლო. ასეთი აურის ადამიანი ახლობელთა მიმართ პატივიცემითა და ჰუმანურობით გამოირჩევა და აქვს ღვიძლის პრობლემები. ოქროსფერ-ნარინჯისფერი ცხოვრების უნარსა და საკუთარი თავის ფლობაზე მეტყველებს, ხოლო ნარინჯისფერ-მწვანე კამათისა და კონფლიქტებისკენ მიდრეკილებას უსვამს ხაზს. ყვითელი აურა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მაჩვენებელია, პატრონის სხარტ გონებაზე, მეგობრულობასა და გულღიაობაზე მიუთითებს. ის საკუთარ თავზე თავად ზრუნავს, სიახლესა და სწავლას ესწრაფვის და წვრილმანებზე არ ღელავს. შემოქმედი ბუნებისაა, იზიდავს საპირისპირო სქესს, ოპტიმისტი და კეთილია. თუმცა, ყვითელ აურას წითლის ელფერი მორალურად და ფიზიკურად ასუსტებს – ასეთებს არასრულფასოვნების კომპლექსი საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებას არ აძლევს და გულს რომ ვერაფერს უდებენ, ყველაფერს მიედ-მოედებიან. სიზარმაცისა და უსაქმურობის გამომხატველია ყავისფერი ტონი ყვითელში – ძნელად რომ ასეთი აურის მქონე თავისივე სისულელისგან იხსნა. ყვითელს მოჰყვება მწვანე და უპირველესად, ღია მწვანეს შევეხები, როგორც სასიცოცხლო ძალის, მეგობრობის, პოზიტივისა და გონიერების გამოხატველ აურას. ის გარსია კეთილი, გულისხმიერი, ოდნავ სენტიმენტალური პირისა, რომელიც მუდამ მზადაა სხვის დასახმარებლად. მრავალმხრივ საინტერესო, გულღია და პატიოსანია ადამიანი ზურმუხტისფერი აურით, ზღვის ტალღის ფერით კი – მშვიდობისმოყვარე და უაღრესად სანდო, უმეტესად პედაგოგები არიან. ჭუჭყიანი ან ამღვრეული მწვანე – ვერაგი, გამცემი და შურიანი ადამიანების „საბურველია“, რომელთათვის არც ღალატი, ტყუილი და ეჭვიანობაა უცხო. განათლებული, თავის საქმეზე შეყვარებული ექიმის აურა წითელთან შეხამებული მწვანეა, ხოლო მოყვითალო მწვანე – არასანდო პიროვნებისაა, რომელსაც ვერადროს დაეყრდნობი.
– ცისფერი ალბათ, უფრო ამაღლებულ განცდებს იწვევს...
– ცისფერი აურის გრადაციებიდან, ნაზი ცისფერი მხნე და ჯანმრთელი ადამიანის „გარსია“, რომელიც მშვიდობისმოყვარე, მაღალი იდეალებისადმი ერთგული, რბილი ხასიათითა და კარგი გემოვნებით გამოირჩევა; ბაცი ცისფერი – მერყევი, გადაუწყვეტელ პიროვნებას აკრავს, ძირითადად სხვას რომ ეთანხმება და არც ნიჭიერებით ბრწყინავს, თუმცა სრულყოფისკენ სწრაფვის სურვილს ნელა, მაგრამ საიმედო გზით მიჰყავს მიზნისკენ; მუქი ცისფერი – სწავლასა და აღიარებაზე ორიენტირებულ წარმატებულთა ხვედრია, სიამოვნებით რომ იღებენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს. ყველაზე გამორჩეულია მკვეთრი იისფერი ანუ ინდიგო აურის მქონეთა თვისებები – პატივმოყვარეობა, ინტუიცია და სულიერება; მორალი, ფილოსოფია და რელიგია; სიყვარულით შეზავებული მდიდარი წარმოსახვა, სრულყოფილებისკენ სწრაფვა და საკუთარი მოწოდებისა და ცხოვრების აზრის ძიება. თუმცა, იგივე იისფერი ვარდისფერი ათინათით – უსიამოვნო და ბრაზიანი პიროვნების დეგერენაციის მაჩვენეველია. მუქი იისფერი – ცხოვრებისეული ძალის ნაკლებობას, ავადმყოფობას, ნევროზსა და შფოთვას გამოხატავს; იისფერი ვერცხლის ან ოქროს ელფერით – ცოდნისა და გამოცდილების ყველაზე მაღალ ხარისხს; იისფერ-ლურჯი კი – საიდუმლოებასა და განცხრომას. აურაში მოჭარბებული სირუხე – სუსტი ჯანმრთელობის, სულის სიცარიელის, გაურკვევლობის, შფოთვისა და შეზღუდულობის მაჩვენებელია. ადამიანი ასეთი აურით არეული, ნეგატიური აზროვნების, უხასიათო და ეგოისტია, არავინ უყვარს და ეჭვიანია. მოლურჯო რუხი – ენერგიის ნაკლებობისგან გამოწვეული ვამპირიზმის ნიშანია, რელიგიურ გრძნობებს შერეული შიშისა და მოუსვენრობის გამოვლინებით. ლურჯი – სიბრძნისა და შთაგონების სიმბოლოა, როგორც სულიერი ამაღლება, განჭვრეტის უნარი და ლოცვა, რაც ბუნებისა და სულის ჰარმონიას ქმნის. ღია ლურჯი თუ მიზანდასახულსა და სრულყოფილს ფარავს, მუქი ლურჯი – მაღალი სულისა და კეთილშობილ ადამიანს, რომელმაც საკუთარ მოწოდებას, მისიას მიაგნო და სრულად მიუძღვნა თავი... და აი, მივადექით სპეტაკ თეთრ აურასაც – ყველაზე სრულყოფილს, სუფთასა და გამჭვირვალეს, ფართო შემეცნების, წმინდა სულისა და მაღალი ინტუიციის სიმბოლოს. რაც შეეხება შავ აურას, მართალია, შედარებით იშვიათი, მაგრამ იმდენად საშიშია, იმდენ სიძულვილსა და სისასტიკეს, ბოროტებასა და ნგრევას, უღმერთობასა და აგრესიას ანთხევს, რომ მისგან თავდაცვა, ცალკე, წვრილმანებამდე სიზუსტით განხილვას მოითხოვს.
скачать dle 11.3