კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ჩემი და ჩემს ყოფილ შეყვარებულს გაჰყვა ცოლად



გიორგი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გავიცანი და ერთმანეთი ისე შეგვიყვარდა, ჩვენი ყველას შურდა. დაქალები მეუბნებოდნენ, შეძლებული ბიჭია, გავლენიანი ოჯახიშვილი და გვიკვირს, შენ როგორ შემოგხედა და შეგიყვარაო. მართალია, ის ჩემზე შეძლებული ოჯახიდან იყო, მაგრამ მამა რომ არ მყავს და დედა დღე და ღამე მუშაობს, რომ ოჯახს არაფერი მოაკლოს, ეს ნაკლია? ფაქტია, ჩემი შურდათ და ასე, ამიტომაც მეუბნებოდნენ. მოკლედ, სკოლას რომ დავამთავრებდი და უმაღლესში მოვეწყობოდი, გაპარვა გვქონდა დაგეგმილი. ერთ დღესაც ერთმანეთს უმნიშვნელო რამეზე ავყევით, ვიჩხუბეთ და მთელი ერთი თვე, გაბუტულები ვიყავით. ჩემი და ჩემი თხოვნით ურეკევდა და ეუბნებოდა: ძალიან ნერვიულობს, ვიცი, ერთმანეთი ძალიან გიყვართ და ნუ ჯიუტობთ, შერიგდითო. მოკლედ, ერთი თვის მერე, შემირიგდა. ისევ გავაგრძელეთ შეხვედრები, გეგმების დასახვა და სამომავლო ცხოვრებაზე ოცნება. თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელდა. ჩემმა უბნელმა ბიჭმა გაიგო ჩვენს შესახებ, გიორგის დახვდა და საქმე გაურჩია. თურმე დაემუქრა: ამ გოგოს თუ არ შეეშვები, საქმე ცუდად წაგივაო. თავიდან გიორგი უკან არ იხევდა, თუმცა მერე, არ ვიცი, როგორ შეაშინა იმ ტიპმა, რა უთხრა, რომ დამთმო და უჩემობა არჩია. ეს ამბავი არ ვიცოდი, გიორგის ძმაკაცისგან გავიგე. შემთხვევით შემხვდა და რომ ვკითხე, სად დაიკარგა, არც ტელეფონზე მპასუხობს და არც ესემესებზე-მეთქი, მიპასუხა: გიორგის შენი უბნელი ბიჭი დაელაპარაკა, გაარკვიეს ურთიერთობა და მიხვდა, რომ ასე ჯობიაო. გავშეშდი, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. არც იმ ბიჭს უთქვამს რამე ჩემთვის და გიორგიმაც მიმატოვა. წლების წინ, იმ ტიპმა სიყვარული ამიხსნა, მე მის გრძნობას ცივად ვუპასუხე, დავცინე და მაშინ დამემუქრა: თუ ჩემი არ გახდები, კაცი არ ვიყო, შენ თუ შინაბერა არ დაგტოვო, ყველა ბიჭს ჩამოგაშორებო. მოკლედ, ამ ამბის შემდეგ საკმაო დრო გავიდა და რას წარმოვიდგენდი, თუ სიტყვას აასრულებდა. ძალიან განვიცადე გიორგის დაკარგა, ბევრი ვიტირე, მაგრამ ბოლოს ბედს შევეგუე და გავაგრძელე ცხოვრება. სტუდენტიც გავხდი და ბევრი მეგობარიც შევიძინე. თითქოს გულში ის გრძნობაც მინელდა, თუმცა, ერთ დღესაც, ჩემმა დამ შოკში ჩამაგდო. დაქალმა დამირეკა და მითხრა: შენი და გიორგისთან ერთად დავინახე, ხელჩაკიდებულები მოდიოდნენო. ვიფიქრე, ალბათ, ჩემი შერიგება უნდა და ჩემს დას ამიტომ შეხვდა-მეთქი. მაგრამ, შევცდი. აღმოჩნდა, რომ ჩემი და გიორგიზე იყო შეყვარებული და ოჯახის შექმნასაც ფიქრობდნენ. ეს ამბავი ჩემს დას რომ არ ეთქვა, სხვისგან არ დავიჯერებდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს, ჩემი და ჩემი ყოფილი შეყვარებულის ცოლია და შვილსაც ელოდებიან. მაქსიმალურად ვერიდები მათთან ურთიერთობას, მაგრამ როდემდე დავიმალები? ძალიან ცუდად ვხდები, როცა გიორგი ჩემს დას ეხება, ეფერება, კოცნის... ვერ ვხვდები, ასე რატომ მომექცნენ. რა დავაშავე, ასე რომ ვისჯები. ფაქტია, გიორგი არაკაცურად მოიქცა, ჩემს დას რომ სხვა თვალით შეხედა. რას ვიზამ, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. დავამთავრებ ინსტიტუტს, წავალ უცხოეთში და იქ გავაგრძელებ ცხოვრებას. ძალიან მიჭირს იმასთან შეგუება, რომ ჩემი საოცნებო კაცი, რომელიც გულში მიხუტებდა და მკოცნიდა, დღეს ჩემი დის ქმარია.
ანუკა, 22 წლის.скачать dle 11.3