კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როგორ დავიკლოთ წონაში ჯანჯაფილის ჩაით

ნინო კანდელაკი ანი რევია

ჯანჯაფილი ანუ, იგივე კოჭა, ის სანელებელია, რომელიც განსაკუთრებულ გემოს აძლევს საკვებს და, ამავდროულად, გამოიყენება სამკურნალოდ, რადგან აქვს ბევრი უნიკალური თვისება, რომელთა რიცხვშიც ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაც შედის.
გახდომისთვის ჯანჯაფილის გამოყენება შეიძლება ჩაის ან სხვადასხვა კერძებში მისი დამატებით. ჯანჯაფილის ჩაის დალევა ახშობს შიმშილის გრძნობას.
გასახდომი ჩაის მოსამზადებლად გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ ჯანჯაფილის ფესვი. 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფესვი გახსენით 1 ჭიქა ადუღებულ წყალში და ცოტა ხანს გააჩერეთ. სასმელს დაუმატეთ ლიმონის პატარა ნაჭერი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და დალიეთ.
ჯანჯაფილის ჩაის მომზადება შეიძლება სხვა რეცეპტითაც: გაასუფთავეთ ჯანჯაფილის ფესვი, დაჭერით თხელ ნაჭრებად. 2 სუფრის კოვზს, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი. ამ სასმლის მიღება საჭიროა დღის განმავლობაში, თითო ჭიქაში 1 ჩაის კოვზი თაფლის დამატებით.
ჯანჯაფილის ჩაი განსაკუთრებით ეფექტურია ნიორთან ერთად. ამ სასმლის მოსამზადებლად გაასუფთავეთ ჯანჯაფილის მოზრდილი ფესვი და დაჭერით თხელ ნაჭრებად, დააქუცმაცეთ ორი კბილი ნიორი, შემდეგ ეს ყველაფერი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი. მას შემდეგ, რაც სასმელი მომზადდება, ამოიღეთ თერმოსიდან ჯანჯაფილი და ნიორი, გაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში.
გასახდომად, ასევე, კარგია შემდეგი სალათის მომზადება: 1 თავი მოხარშული ჭარხალი და 1 ცალი უმი სტაფილო გახეხეთ, დაამატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი, დააჭერით ნახევარი კონა ნიახური, მოაყარეთ 1 ფესვი გახეხილი ჯანჯაფილი და მოასხით  2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.скачать dle 11.3