კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როგორ შევინარჩუნოთ სასურველი წონა დიეტის დაცვის შემდეგ და რატომ არ შეიძლება ზედმეტად გახდომა

ნინო კანდელაკი ანი რევია

დიეტის დაცვის შემდეგ, ყველაზე რთული სასურველი წონის შენარჩუნებაა. ამიტომ, თავი ხელში აიყვანეთ და არ გადატვირთოთ კუჭი ზედმეტი საკვებით. ბევრი იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ და გაითვალისწინეთ მარტივი რეკომენდაციები.
დიეტის შემდეგ, როცა ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და კვების რაციონს უბრუნდებით, დაკლებული კილოგრამები ისევ იწყებენ შევსებას, თან, ძალიან მარტივად. ამის გამო, გარკვეულ პერიოდში, ისევ  დიეტის დაცვა ხდება საჭირო. ეს კი ორგანიზმისთვის მორიგი სტრესია.
პირველ რიგში, მთავარია, გაიხსენოთ, მიზეზი, რის გამოც დიეტის დაცვა დაიწყეთ. ჩვეულებრივ, ეს სხეულის წონითა და ფორმით უკმაყოფილებაა. ზოგი არაჩვეულებრივ ფორმაშია – ზედმეტი კილოგრამები მის სხეულზე სულაც არ შეიმჩნევა, თუმცა ფიქრობს, რომ მოიმატა და იწყებს დიეტას. ეს არასწორი მიდგომაა საკუთრი სხეულის მიმართ, გაითვალისწინეთ, რომ წონის ზედმეტად დაკლება, ჯანმრთელობისთვის საშიშ პრობლემებსა და დაავადებებს იწვევს. ზოგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, ზედმეტი წონა, გამოწვეული  იყოს  არა ზედმეტი კვებითა და არასწორი რაციონით, არამედ, რომელიმე დაავადებით, მაგალითად, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, ჩიყვით და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში კი დიეტის ნაცვლად კვალიფიკაციური მკურნალობაა საჭირო. კვების რაციონის მკაცრად კონტროლი და გარკვევული პროდუქტების აკრძალვა კი არასწორია.
დიეტის დასრულების შემდეგ არ არის საჭირო, თავი იმ საყვარელი საკვებით ან სასუსნავებით გაინებივროთ, რაც გარკვეული ხნის განმავლობაში, რაციონიდან ამოღებული გქონდათ. ორგანიზმი მალევე უბრუნდება ძველ კვებით რეჟიმს. ამიტომ, ამ პერიოდში თავი მაქსიმალურად შეზღუდეთ. ნელ-ნელა და მცირედი ულუფებით მიირთვით ის საჭმელი, რაც ძალიან გიყვართ, მაგრამ გასუქებთ. მას თქვენი ორგანიზმი ნელ-ნელა შეეჩვევა და არ მიცემს საშუალებას, უცებ მოიმატოთ წონაში. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ დატვირთვას. ივარჯიშეთ, იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე და ბუნებაში, ლიფტის მაგივრად ისარგებლეთ კიბით. სასურველია, სპორტულ დარბაზში სიარული და ვარჯიში და, რა თქმა უნდა, ცურვა, რათა სხეული გაიმკვრივოთ და გაიჯანსაღოთ.
ზოგადად, ლამაზი სხეულის შენაჩუნების ერთ-ერთი საფუძველი ბალანსირებული კვებაა. გამოიყენეთ; ეგრეთ წოდებული, „თეფშის“ წესი, კერძოდ: აიღეთ თეფში, გაყავით ის შუაზე, შემდეგ ერთი ნაწილი კიდევ შუაზე, ამგვარად, მიიღებთ სამ ნაწილს. ერთი უნდა ეკავოს ხილს, მეორე ბოსტნეულს, ხოლო მესამე ცილასა და ნახშირწყლებს. შეეცადეთ, რომ ეს პროპორციები, მაქსიმალურად დაიცვათ. ნუ შეჭამთ ძილის წინ. ივახშმეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე. თუ ძალიან გშიათ და ვერ იკავებთ თავს, შეგილიათ მიირთვათ დაბალკალორიული მაწონი, კეფირი ან იოგურტი. სასურველია, თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს და არ მოწევთ სიგარეტს. არ გამოაშროთ ორგანიზმი, არ შეუწყოთ ხელი მის გაუწყლოებას. დღის განმავლობაში დალიეთ ორ ლიტრამდე წყალი. ასევე, კარგია მწვანე ან ბალახეული ჩაის დალევა.скачать dle 11.3