კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როგორ იღებენ ჩვენს ენერგიას პირადი მოხმარების ნივთები

პირადი მოხმარების ნივთები, რასაც ყოველდღიურად ვეხებით, ჩვენს ენერგეტიკას ისრუტავენ. მათზე გადადის, ასევე, მფლობელის დაავადებები, ფიქრები, ზრახვები, პრობლემები და წარმატებაც კი. ქუჩაში ნაპოვნ ნივთებთან კი, მეტად ფრთხილი და წინდახედული უნდა ვიყოთ, რადგან შესაძლოა, მათი სახლში მიტანა ოჯახისთვის სახიფათო გამოდგეს.
უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ნივთს აქვს თავისი ენერგეტიკა, რომელიც ადამიანზე გადადის. ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, დამუხტულია ჩვენი ენერგეტიკით. ნივთი მფლობელის ენერგეტიკას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს. ეს ენერგეტიკა შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც, ამიტომ, რთულია, განსაზღვრო, ნაპოვნი ნივთი რა ენერგეტიკის მატარებელი და მომცემია თქვენთვის. ზოგადად კი, უნდა უფრთხილდეთ სხვისი ნივთების ტარებას.
 თუ თქვენ რაიმე ნივთს თქვენთვის პოზიტიურ დღეს იპოვით, მაშინ, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ეს ნივთი სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს. ნეგატიურ დღეს ნაპოვნი ნივთები კი მავნებელი და საშიშია, რადგან ამ დღეს სამყაროსეული ენერგეტიკა წინააღმდეგობაში მოდის თქვენს ენერგეტიკასთან. მაგალითად, პოზიტიურ დღეს ნაპოვნ ფულს თუ არ აიღებთ, ჩათვალეთ, რომ წარმატებაზე თქვით უარი, ანუ თქვენთან მოვიდა ფულის ენერგეტიკა, რომელიც არ მიიღეთ. არის ასეთი მოსაზრება, რომ თუ ხურდა ფულს იპოვით, აიღებთ და საფულეში ჩადებთ, ის ფულის ენერგეტიკას მიიზიდავს. თუმცა, ლითონის მონეტა, ასევე, ადვილად იზიდავს  როგორც დადებით, ისე უარყოფით ენერგეტიკას. დადებითი ენერგეტიკა მას თილისმად აქცევს, უარყოფითი კი, პირიქით, საზიანოა.
ოქროს სამკაულის პოვნის შემთხვევაში კი ჯობია, მაშინვე გაყიდოთ და თავიდან მოიცილოთ. ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რადგან მსგავსი სამკაულების სახლში შეტანა, ძალიან სახიფათოა. როცა ადამიანი ძვირფას ნივთს კარგავს, განიცდის, ნერვიულობს და ეს ცუდი ენერგეტიკა, თავისთავად, მპოვნელზეც გადადის და მასზე უარყოფითად აისახება.
ზოგადად, როცა ნაპოვნ ნივთს ხელში აიღებთ, მნიშვნელოვანია, როგორ ენერგეტიკულ კავშირს დაამყარებთ მასთან. თუ ნივთისგან დადებითს ვერ იგრძნობთ, მაშინ, უმჯობესია, ის თავიდან მოიშოროთ.
თუ არ გსურთ სხვისი ცოდვები საკუთარ თავზე აიღოთ, ნაპოვნ ჯვარს ხელშიც ნუ აიღებთ.  გზაზე გადაგდებული გასაღების აღებით, კარს უღებთ ყველაფერ ცუდს, რაც მის მფლობელს თან სდევდა. ყველაფერი, რაც მის მფლობელს თავს გადახდება, სარკეში აირეკლება, ამიტომ არც კი ჩაიხედოთ მიწაზე დაგდებულ სარკეში, ისე ჩაუარეთ მას გვერიდით.
პიროვნების ბიოველი ყველაზე კარგად გადადის მაჯის საათზე, რომელსაც ყოველდღიურად ატარებს. ამიტომ, თუ გსურთ, სხვისი პრობლემები და უსიამოვნებები თქვეზე არ გადმოვიდეს, გაფრთხილებთ, ქუჩაში ნაპოვნი საათი სახლში არავითარ შემთხვევაში არ მიიტანოთ.скачать dle 11.3