კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ბოლოკის სამკურნალო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


ბოლოკი, სამწუხაროდ, არცთუ ბევრი ადამიანის კვების რაციონში შედის. არადა, ის ძალზე სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც უკვე მრავალი საუკუნეა, იყენებენ, როგორც სამკურნალო საშუალებას. ბოლოკს შესანიშნავი კვებითი ღირებულებები აქვს. მის შემადგენლობაშია უამრავი ვიტამინი და მინერალური ნივთიერება: ვიტამინი A – ამაგრებს ძვლის ქსოვილს, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე; B ჯგუფის ვიტამინები – აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამტკიცებს ნერვულ სისტემას; ვიტამინი C – ზრდის იმუნიტეტს, აშორებს თავისუფალ რადიკალებს; ვიტამინი PP – დედაბითად მოქმედებს ქსოვილის ზრდაზე, აჩქარებს ცხიმების დაშლას; საკვები ბოჭკოები – დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ამაგრებს ნაწლავის კედლებს; ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები; ლიცოზიმი – ანტისეპტიკური ფერმენტი, ორგანიზმიდან გამოდევნის ტკივილის გამომწვევ მიკროორგანიზმებს; პამთოტენის მჟავა – ანტისეპტიკტიკური მოქმედებისაა და ამაღლებს იმუნიტეტს, აღადგენს დაზიანებულ ნერვულ უჯრედებს; ხელს უწყობს სისხლის უჯრედების წარმოქმნას; ფიტონციდები – თრგუნავს და აბრკოლებს ბაქტერიებისა და სოკოების ზრდასა და განვითარებას, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს; გლუკოზინოლატები – აბრკოლებს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარებას; ამინომჟავები – აჩქარებს ცხიმების დაშლას, ამაგრებს ნერვულ სისტემას, რეაქციაში შედის ვიტამინებთან და აძლიერებს დადებით ეფექტს; მთრიმლავი ნივთიერებები – ახასიათებს ანთების საწინაამდეგო მოქმედება, არის მრავალი დაავადების პროფილაქტიკური საშუალება; სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი, რკინა; ეთერზეთები – ორგანიზმი მოჰყავს ტონუსში და აძლიერებს იმუნიტეტს.
ბოლოკს წარმატებით იყენებენ ღვიძლისა და კუჭის სხვადასხვა დაავადებების დროს, განსაკუთრებით სიყვითლის – ბოტკინის დროს. ამ შემთხვევაში უფრო კარგია შავი ბოლოკი და ბოლოკის ფოთლები. ბოლოკი უებარი საშუალებაა ხველების, ბრონქული ასთმის, რესპირატორული დაავადებების, ბრონქიტის სამკურნალოდ. ამისთვის აიღეთ მოზრდილი ბოლოკი (სჯობს, რამდენიმე მოამზადოთ ერთდროულად), ამოჭერით გული და ჩაასხით შიგ თაფლი (შეიძლება შაქრის ჩაყრაც); გააჩერეთ სულ ცოტა 4 საათი. შემდეგ ბოლოკში ჩასხმული თაფლი მიიღეთ დღეში რამდენჯერმე, ჭამამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე 1 სუფრის კოვზის (ბავშვებისთვის – 1 ჩაის კოვზი) ოდენობით.
ბოლოკი გამოიყენება კანის დაავადებების დროს, ასევე, ლამაზი კანის შენარჩუნებისთვის – გახეხილი ბოლოკისგან შეიძლება ნიღბის გაკეთება, ის ანოტივებს კანს, აქრობს გამონაყარს; ბოლოკის წვენი კარგია მწერების, მათ შორის ფუტკრისა და კრაზანის ნაკბენზე – ამცირებს ტკივილს და აცხრობს შეშუპებას. შავი ბოლოკი კარგი სიცხის დამწევი საშუალებაა, ის მარილთან ერთად ასევე ებრძვის მაღალი სიცხის გამოწვევ ინფექციებს.
ბოლოკი სასარგებლოა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აუმჯობესებს სუნთქვას, მოქმედებს, როგორც სუსტი კუჭში გამხსნელი საშუალება, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შველის თავის ტკივილს, პირღებინებას, ყელის ტკივილს და სხვა. ბოლოკის გამოყენება არ შეიძლება კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების, ასევე თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების გართულებების დროს. ორსულობის დროს ბოლოკი, ერთი მხრივ, ძალიან სასარგებლოა დედისთვის, რომ შეინარჩუნოს სასურველი წონა, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში, რადგან აქრობს შეშუპებებს, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება, აამაღლოს საშვილოსნოს ტონუსი, ეს კი ნაყოფისთვის ძალზე საშიშია.скачать dle 11.3