კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

№8 ფარული შიში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

თუ მამაკაცი ცდილობს, დაგარწმუნოს, რომ არაფრის ეშინია, იცოდეთ, იტყუება! აღიარება არ უნდათ, თორემ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ზოგიერთი მოვლენის მიმართ პანიკური შიში ახასიათებთ.
გაინტრესებთ რისი ეშინიათ მამაკაცებს?
მაგალითად, ქორწინების. გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ უცოლო მამაკაცები ხშირად ფიქრობენ იმაზე, როგორ წავა მათი ცხოვრება, როცა  დაქორწინდებიან ან მერე, თუ ცოლთან გაყრა მოუწევთ. ასეთ მამაკაცებს თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა აკლიათ.
მამაკაცებს, ასევე, აშინებთ საზოგადოების აზრი – რას ფიქრობენ მასზე სხვები. ამგვარი შეხედულებები მამაკაცების თვითშეფასებაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს. გაამხნევეთ, მიეცით მაგალითი, დაეხმარეთ,  მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
მამაკაცებს პატარაობიდან უნერგავენ, რომ ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. ბუნებრივია, რომ ზოგჯერ შიში იპყრობთ. ამიტომ უნდა დაეხმაროთ. მამაკაცები ხომ ველური ცხენებივით  არიან, რომლებიც  ერთ ადგილს არ არიან მიჯაჭვულნი. თუმცა თუ უღელს დაიდგამენ, ცოლის რჩევებსაც გაითვალისწინებენ.
მამაკაცები ყველაფერში სიცხადეს ამჯობინებენ, ამიტომ, როცა რაიმეს გარკვევა გინდათ, პირდაპირ და კონკრეტულად ჰკითხეთ. ქარაგმებით შეაშინებთ, ეცადეთ არ დააფრთხოთ.
რაც  ყურადღებას
 იქცევს

როცა მამაკაცი შემფასებლური მზერით გიყურებთ, ამან არ უნდა გაგაბრაზოთ. დამნაშავე არ არის. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ქვეცნობიერში ის სწორედ ამ მზერით გაფასებთ, რამდენად გამოადგებით პარტნიორად. ეს ხდება მაშინაც, თუ კაცი ჯერ არც კი ფიქრობს დაქორწინებას. დიახ, ეს ყველაფერი მის ბუნებაშია ჩადებული. გაინტერესებთ, რა იქცევს მამაკაცის ყურადღებას ქალში პირველივე შეხვედრისას?
* პროპორციები – იდეალურად ითვლება წელისა და თეძოების 7:10-ზე შეფარდება. მაგალითად, თუ ქალის წელის ზომა 60 სანტიმეტრია, თეძოების იდეალური გარშემოწერილობა 88 სანტიმეტრი უნდა იყოს; თუ წელის ზომა 73 სანტიმეტრია, მაშინ თეძოების ზომა – 104 სანტიმეტრი. სწორედ ამიტომ, მამაკაცებს უფრო ხშირად ქალის რვიანის მსგავსი ფიგურა იზიდავთ.
* მაღალი ხმა – მამაკაცის ქვეცნობიერში ხმის მაღალი ტონი ახალგაზრდობასთან, სინაზესთან ასოცირდება. ამიტომაც, ძალიან სექსუალურად აღიქმება ქალის მჟღერი  ხმა.
* თმა – ხშირი და მბრწყინავი გრძელი თმა მამაკაცების დიდ ნაწილს იზიდავს. ამიტომ მათთვის უფრო მისაღები გრძელთმიანი ქალია. მოკლედ თმაშეკრეჭილ ქალთან  კაცები მეგობრობენ.
* ღიმილი – ქალის ღიმილი მამაკაცებში სასიამოვნო განცდებს აღძრავს და სრულიად უცხო ადამიანებსაც კი აახლოებს. გინდათ მოხიბლოთ? გაუღიმეთ.
* საყოველთაო აზრია, რომ კაცებს ის ქალები უფრო იზიდავთ, რომლებიც მაკიაჟს მინიმალური რაოდენობით მოიხმარენ. ისინი ფიქრობენ, რომ ბუნებრივი სილამაზე გაცილებით მომხიბვლელია,   ვიდრე „შეღებილი“. მაგრამ მოუვლელი ქალები არ უნდათ. ასე რომ, ისწავლეთ მინიმალურით მაქსიმალური ეფექტის  მიღწევა.
* წითელი სამოსი – ეს ისაა, რაც მამაკაცს გაუცნობიერებლად უბიძგებს, უცნობისკენ თავი მიაბრუნოს. წითელი სამოსი ინსტინქტებს ააქტიურებს.
P.S. გაითვალისწინეთ ეს რჩევები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ქალი სულ სხვა რამის გამო უყვართ და არა მხოლოდ თმის, ხმის ან თუნდაც ფართო თეძოების გამო. ამიტომ პირველი ეფექტის შემდეგ ეცადეთ, თქვენი სხვა ფასეულობები წარმოაჩინოთ.

მიზიდულობის  
ძალა


გაირკვა, რომ მამაკაცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის სურნელს. საინტერესოა, როგორ ქალებს აქვთ განსაკუთრებით მიმზიდველი სურნელი.
მეცნიერებს დიდი ხანი აინტერესებდათ, რა გავლენას ახდენს ადამიანებს შორის კომუნიკაციაზე და ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე მათი ინდივიდუალური სურნელი. წყვილს შორის კავშირი ვერაფრით იქნება ჰარმონიული და მყარი, თუკი მათ ერთმანეთის სუნი არ მოეწონებათ. სპეციალისტები შეეცადნენ, გაერკვიათ, მოქმედებს თუ არა ქალების ბუნებრივი სურნელი ყველა კაცზე ერთნაირად. კვლევაში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა მამაკაცმა მიიღო. მათ უნდა შეეფასებინათ ბამბის ნაჭრების სურნელი, რომელიც მანამდე მთელი ღამის განმავლობაში 38 ქალის ბალიშის ქვეშ იდო. მნიშვნელოვანია ის, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ქალბატონები მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულები, რომ მათ ბანაობისა და თეთრეულის რეცხვის დროს ნეიტრალური სუნის მქონე საპონი უნდა გამოეყენებინათ. არ დაელიათ წამლები და არავინ ჩაეწვინათ მათ საწოლში.
ექსპერიმენტის შემდეგ სპეციალისტებმა შეისწავლეს იმ ქალების ჰორმონები, რომელთა სურნელიც კვლევაში მონაწილე კაცებმა ყველაზე მიმზიდველად და სასიამოვნოდ დაახასიათეს. დადგინდა, რომ ასეთ ქალებს ესტროგენის ჰორმონის მაღალი და პროგესტერონის ჰორმონის დაბალი დონე ჰქონდათ.
რა იზიდავს ქალებს?  კაცების ნაწილი მიიჩნევს, რომ პაემნების რაოდენობა, რომელიც სასიამოვნო სიურპრიზებით სრულდება. ასევე, ქალს ხიბლავს კაცის დამაჯერებელი სტილი, გარეგნობა  და ნავარჯიშევი სხეული. თუმცა, თუ რეალობას გადავხედავთ, უმჯობესია, კაცებმა ჯერ საკუთარ ხასიათზე იმუშაონ.  დადგენილია, რომ ყველაზე ხშირად ქალებს გულახდილი, ემოციურად სტაბილური და კეთილსინდისიერი კაცები უყვარდებათ. ქალები კაცებში ეძებენ თვისებას, რომელიც სტაბილურობას უსვამს ხაზს.

скачать dle 11.3