კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№8 რატომ იკლებს განათლების დონე თაობიდან თაობაში, ანუ როგორ წაიყვანს გონიერებს დასავლეთი და როგორ იქცევიან დანარჩენები იდეალურ მომსახურე პერსონალად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

გახსოვთ, რომ განათლების რეფორმის მორიგი ტალღა 2005 წელს დაიწყო – ერთიანი ეროვნული გამოცდებით, ტესტებით, უნარების გამოცდით, 12–წლიან საშუალო განათლების სისტემაზე გადასვლით, რასაც გზადაგზა დაემატა გამოსაშვები თუ კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები, რამდენიმე ეგრეთ წოდებული უფასო ფაკულტეტი (რომ კვდომისთვის განწირული პროფესიები გადარჩენილიყო). განათლების რეფორმის შედეგი, როგორც წესი, 20–25 წელიწადში ხდება ნათელი – ანუ გაამართლა მან, თუ კრახით დასრულდა – როდესაც ბავშვი მის ყველა საფეხურს გაივლის და შრომის ბაზარზე გავა, ამდენად, შესაძლოა, მეოთხედი საუკუნის შემდეგ აღმოჩნდეს, რომ დრო ტყუილად დაიკარგა. ჩვენებური რეფორმისთვის კი დრო აშკარად დაიკარგა: რადგან ქართული უმაღლესი სასწავლებლები მსოფლიო რეიტინგებში არც თუ სახარბიელო ადგილებს იკავებს, ქართველი მოსწავლეები კი წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო–მათემატიკურ უნარებში, ჩვეულებისამებრ და უკვე ტრადიციულად, ბოლო ადგილებზე გადიან. სავარაუდოდ, ამიტომაც იგეგმება კვლავ სიახლეები განათლების სისტემაში და ახალმა მინისტრმა რეფორმის ახალი ტალღაც შემოგვთავაზა: უნარების გამოცდის სავალდებულო ნუსხიდან ამოღება, გამოსაშვები და კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდების გაუქმება, ისევ თერთმეტწლიან სისტემაზე დაბრუნება. რაც, თუ ერთი შეხედვით ვიმსჯელებთ, ისევ ექსპერიმენტის შთაბეჭდილებას ტოვებს, რის ფუფუნებაც არ მგონია, გვქონდეს, თუმცა გამოსავალი არც არსებული მდგომარეობის დატოვებაა.
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ცალკეული სკოლების მოსწავლეები, სადაც ასწავლიან ქართველი მასწავლებლები ქართული სახელმძღვანელოებითა და სასწავლო პროგრამებით, ტრადიციულად იმარჯვებენ საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადებში. ქართული განათლების ამ ორსახოვნებასა და, აქედან გამომდინარე, პერსპექტივაზე, რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვისაუბრებთ
.
– გამოდის, რომ ჩვენი მომავალი თაობა მასობრივად ვერ ახერხებს საშუალო განათლების მიღებას, უმაღლესი განათლების დონეზე აღარაფერს ვამბობ, ერთეულები ბრწყინავენ და ისინიც დასავლეთში მიდიან და იქვე რჩებიან სამუშაოდაც. ამჟამად ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა რა მდგომარეობაშია და ასეთი ცვლილებებით შედეგს მივიღებთ, თუ განვაგრძობთ უკუსვლას და იდეალურ ბაზრად ვიქცევით მომსახურე პერსონალისთვის?
– თქვენ ძალიან მართებულად დააყენეთ საკითხი არა მარტო განათლების, არამედ ერის პერსპექტივის ჭრილში, როგორები ვიქნებით. ალბათ, უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება თქვენს კითხვებზე პასუხს, სასურველია, ეს კითხვა სახელისუფლო ეშელონების წარმომადგენლებს აწუხებდეთ და მათი ქმედებები ამ საკითხებზე ფიქრით იყოს განპირობებული. თითქოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია განათლება და ყველა ხელისუფლება ამას ამბობდა, მაგრამ ამ პირობებში მივაღწიეთ იმ მდგომარეობას, რაც თქვენ საკმაოდ ადეკვატურად აღწერეთ. დაუდევრობა ჰქვია ამას, თუ  იმ კულტურის უქონლობა, როგორ შევქმნათ განათლების სისტემა, ამასაც ცოდნა უნდა, ალბათ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ რეფორმები არის და შედეგი – არა. მართალია, ცალკეული სკოლები მიზანს აღწევენ და ეს ცალკეული სკოლების დამსახურებაა, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი სისტემა კარგ მდგომარეობაშია. ერთი სკოლისთვის მასწავლებლების მოძებნა სირთულე არ არის, ერთი სკოლის აგება შესაძლებელია, მაგრამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ განსაზღვრო, რა გააკეთო, რთულია. არ გადავუხვევ თემას, მაგრამ ანალოგიური სტრატეგიული მიმართულებების დეფიციტი ყველგანაა, არც ის ვიცით, წარმოება საით მიდის, არც ის ვიცით, ჯარს რომ ვამზადებთ, რა ამოცანებისთვის გვინდა და ასე შემდეგ.
– რაც კი დაიწყო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, მას შემდეგ ის ელიტური სამხედრო შენაერთები, რომლებიც გვყავს, მომზადებულები არიან კოალიციის წინაშე და არა საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების გასანეიტრალებლად.
– რა თქმა უნდა და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს წინაშე საფრთხეები შეიძლება, უაღრესად სპეციფიკური იყოს და არ გამოდგეს ის გამოცდილება, რაც მათ მიიღეს კოალიციის ოპერაციებში მონაწილეობისას.
– რელიეფიც კი სხვაა ჩვენთან და ბუნებრივი პირობები.
– დიახ, რელიეფი ის მინიმუმია, რაც არ იწვევს კამათს. რაც შეეხება განათლებას: ამ სისტემას გასული საუკუნის 80–ანი წლებიდან ვიცნობ, ვმუშაობდი კიდეც, როგორც ფსიქოლოგი და ერთ–ერთი ურთულესი სისტემა რომაა, ახლოდან მაქვს ნანახი. სირთულე ისაა, რომ ჩვენ ნაკლებად გვაქვს დამუშავებული ის კრიტერიუმები, როგორ უნდა მომზადდეს ბავშვი, იმიტომ რომ, ვჩქარობთ უცხოეთის გამოცდილების გადმოტანას და, თუკი იმავე უცხოელებს ბოლომდე მივბაძავთ, ვნახავთ, რომ მათ იშვიათად გადააქვთ რამე სხვისგან და იმასაც, რომ ამ გადმოტანის დროსაც კი კრიტიკულები არიან საკუთარის მიმართ. დღეს ამერიკელები რომ აკრიტიკებენ განათლების ამერიკულ სისტემას, კრიტიკაც ისეთი უნდა და ამ დროს, ჩვენ ვსწორდებით ამერიკულ სისტემაზე. მიბაძვის აი, ეს კულტი, მთავარია, სხვას მივბაძოთ, შეიძლება, ერთ–ერთი მიზეზი იყოს იმისა, რომ თავი ვერ მოვაბით ბევრ რამეს. არავისთვის მიუბაძავს იაკობ გოგებაშვილს, ისე შექმნა გენიალური სახელმძღვანელოები. ამოდიოდა ხაზგასმით ქართული მენტალიტეტიდან, ქართველი ბავშვიდან. შორს რომ არ წავიდეთ, მიმბაძველობა ბევრ რამეზე ახდენს გავლენას და მათ შორის განათლების სისტემაზეც.
რაც შეეხება რეფორმებს: ამ საკითხში მე ვემხრობი ბატიაშვილის ენერგიულ წამოწყებას, რადგან სისტემა შესაცვლელი იყო, როგორც თქვენ ბრძანეთ, რეფორმები რეფორმებად და შედეგი იყო მაინც სავალალო. ამ შედეგმაც უბიძგა ალბათ, ბატიაშვილს რეფორმებისკენ, მაგრამ, მეორე მხრივ, იმანაც, რომ აზარტულია, ჩემი სტუდენტი იყო და არ მიკვირს, მიზნად დაისახა ბრძოლა იმ სირთულეებთან, რაც აქვს სისტემას.
– ბრძოლა რაა? გამოცდების გაუქმება?
– ვვარაუდობ, რომ გამოცდების გაუქმება ფრაგმენტია და შეიძლება, მთელი სისტემა რომ დალაგდებოდა, მერე უნდა შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეძებს გზებსა და ვარიანტებს.
– თუმცა ჯობდა, ალბათ, ჯერ ვარიანტები მოეძებდა და მერე დაეწყო.
– პიარისთვის ჯობდა.
– საქმისთვის არა?
– არ ვიცი, საქმეს საით წაიყვანს, პირველი, რაც გააკეთა, ძველი კადრები ჩახსნა. და ეს მიმაჩნია პროგრესის მაძიებელი ადამიანის ნაბიჯად, მიაღწევს თუ არა პროგრესს, არ ვიცი, იმიტომ რომ ბატიაშვილს გამოცდილება აქვს კერძო სტრუქტურებში, ის გამოცდილება კი ყოველთვის კარგი მრჩეველი არ არის სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ მგონია, რომ ეცდება.
– ამასობაში მიდის დრო, იზრდებიან კი არადა, ბერდებიან თაობები, რომელთა კომპეტენცია თაობიდან თაობაში იკლებს. განვიხილოთ მოვლენების განვითარების ცუდი ვარიანტი. რა ეტაპზე ვართ? რაღაც დარგების სპეციალისტები უკვე აღარ გვყავს, კომპეტენტური კადრების დეფიციტია, განათლების საერთო დონეც დაეცა.
– გეთანხმებით აბსოლუტურად და ლადო პაპავამ აღნიშნა ამ თემაზე საუბრისას, ისიც კი გამიხარდა, ბატიაშვილმა რომ მეცნიერება ახსენაო. რეალობა ასეთია, მთლიანად განადგურდა მეცნიერება. ამას მოჰყვება მასწავლებლების გაქრობა, საერთოდ, უმაღლესი განათლების ჩაქრობა... რეალურად ამ დღეში ვართ. ასე რომ, თქვენი სურვილი ძალიან კარგია, მაგრამ პერსპექტივა, ამ სურვილის, რაც შეიძლება, სწრაფად დაკმაყოფილებისა, ძალიან არარეალურია. ამიტომ ვამბობ, ძალიან რთული სისტემაა, რადგან არ ემორჩილება უცაბედ რეფორმებს. და იბადება რიტორიკული კითხვა მაშინ: რა გვეშველება?! ჯერ ერთი, 25 წელი არაფერი გვეშველება. როგორც თქვენ თქვით, ეს ის პერიოდია, როცა გამოჩნდება წიწილები. ბატიაშვილს წამოსცდა ერთი კარგი რამ: არ შეიძლებოდა პედაგოგიური ინსტიტუტის დახურვაო. იმიტომ რომ, კარგი იყო თუ ცუდი, პედაგოგიურ ინსტიტუტს ჰქონდა საშუალება, ჩაეტარებინა ექსპერიმენტები განათლების სფეროში და შემდეგ ამ ექსპერიმენტის შედეგებით ეხელმძღვანელა სამინისტროსა თუ სხვა უწყებას, რომელიც იქნებოდა განათლების პრობლემების გამგე. ახლა ინსტიტუტი არ არის და ეს ერთ–ერთი მიზეზია იმისა, რომ ყველა რეფორმა იწყება საყოველთაო სახით. ანუ ექსპერიმენტებს კი არ ვატარებთ, რა გამოდგება, არამედ პირდაპირ ვნერგავთ სიახლეებს. ეს ყოვლად დაუშვებელია. მაგრამ დღეს ეს ფაქტია. თუ მოხერხდება, რომ უპოვნიან ფუნქციას პედაგოგიურ ინსტიტუტს და აღადგენენ, შეიძლება, მთელი რეფორმების ისე გატარება, რომ ჯერ მცირე მასშტაბში ნახო და შემდეგ გადაიტანო დიდ მასშტაბში. მხატვარი და მოქანდაკე, ჯერ მცირე მასშტაბში აკეთებს ესკიზს და შემდეგ გადააქვს დიდ მასშტაბში თავისი ნამუშევარი.
– არქიტექტორიც თავდაპირველად მაკეტს ამზადებს.
– ჩვენ კი პირდაპირ შენებას ვიწყებთ. ამავე დროს აუცილებელი იქნება ახალ კადრებზე ზრუნვა და მათთვის ადგილების შექმნა, რაც ძალიან რთულია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა გაუშვა. ამდენ სირთულეს როგორ გადაჭრის ბატონი მიხეილი, არ ვიცი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ რთულ საქმეს მოჰკიდა ხელი.
– გენოციდის უამრავი ფორმა გადავიტანეთ საუკუნეების განმავლობაში: შემოსევებისას გაწყდა უამრავი ადამიანი, ყოველწლიურად ხარკად მიჰყავდათ ქალ–ვაჟნი, ერთმანეთს ვყიდიდით მონათა ბაზარზე, რუსეთის იმპერიაში რამდენიმე აჯანყება ჩაიხშო სისხლში, ამას მოჰყვა საბჭოთა რეპრესიები და დღესაც, ვისაც კი გონება უჭრის, მიდის უცხოეთში. ამდენს გაუძლებს ჩვენი გენოფონდი?
– თუკი თქვენივე სტილით შევხედავთ ისტორიას და ავყვები, მაშინ საკითხავია, ამდენ რამეს როგორ გაუძლო და აქამდე როგორ მოაღწია?!
– ეს კითხვათა კითხვაა. პასუხი არ მაქვს.
– მე მაქვს: ჯერ ერთი, არცერთი ერი არ არის ის, რაც იყო დასაწყისში, მაგრამ სხვა მიზეზებიც იყო. ჩვენ მოსაზღვრე ქვეყანა ვიყავით, იმპერიების საზღვარზე და მტრის ადგილას რომ ჩაიყენოთ თავი, რა იქნებოდა თქვენი ინტერესი?!
– ჩემდამი ლოიალური ელიტა გამეზარდა ან გამენადგურებინა.
– რადგან განადგურების საფრთხე იყო, ლოიალობას ვახერხებდით. სხვანაირად ვერ გადარჩებოდი. რადგან ლოიალობას ახერხებდი, მტერს ხელს აძლევდა, რომ ქართველი აქ ყოფილიყო, რადგან საზღვრის დაცვისთვის ქართველი იბრძოლებდა და არა მისი ჯარი. დაახლოებით, ისეთივე მოდელია იმის ასახსნელად, რატომაც სჭირდებოდა საქართველოს მთაში მოსახლეობა.
– რატომაც გაათავისუფლა ანისი აღმაშენებელმა, რატომაც ჩაასახლა ყივჩაყები სამხრეთის საზღვარზე, მტრის პირველ დარტყმას ისინი იღებდნენ თავიანთ თავზე.
– ანალოგიურად, იმავე ქართველებმა ებრაელებს ვაჭრობა ჩააბარეს. ამიტომ, რომ ვამბობთ, ანტისემიტიზმი არ ყოფილაო, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, რადგან გვჭირდებოდა ებრაელები, ამან მოიტანა ის სათქმელი – რომ ჩვენი განადგურება არ სჭირდებოდათ მტრებს. ესე იგი, იმისთვის, რომ გადარჩე, ვიღაცას უნდა სჭირდებოდე.
скачать dle 11.3