კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№8 უტელევიზორო მუქთახორები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ცისფერეკრანდადუმებულები

​ცნობილია, რომ ამ ჩვენს სეპარატისტებს, იმას გარდა, რომ რუსის ტანკ-რაკეტებს ამოფარებულები მამაცობენ, მუქთად ცხოვრებაც იტაცებთ – რასაკვირველია, რუსეთის ხარჯზე (თუმცა რფ-დან მიღებული ფულით თავად რუსი ჩინოვნიკებიც ხეირობენ) და, რაც მთავარია, არც ქართულ სამედიცინო დახმარებაზე ამბობენ უარს, იმიტომ რომ, სად-სად და, სეპარატისტულ სოხუმსა და ცხინვალში იციან, რომ მუქთა კუბოც კი სასურველია.
მაგრამ, რაკი რუსული ტელეარხებიც გადადიან ციფრულ მაუწყებლობაზე, ჩვენებურ სეპარატისტებს მაინც მოუწევთ ჯიბეზე ხელის გაკვრა, თუ, რასაკვირველია, ისევ სურთ რუსული არხების ცქერა საკუთარ ტელევიზორებში.
რფ-ის გაციფრულება 2019 წლის ზაფხულამდე უნდა დასრულდეს (არხების ამორთვის გრაფიკი უკვე დადგენილია), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის რუსული სატელევიზიო არხები აფხაზეთსა და ცხინვალში გაითიშება, მაშასადამე, ცისფერი ეკრანები ჩაქრება.
აფხაზი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ თანამედროვე ციფრული გადამცემების დაყენება აუცილებელია, მაგრამ ფინანსები არ გვაქვსო.
რადგან დანარჩენი საქართველო უკვე გაციფრულებულია, ცხადია, მოსკოვს არ ეშინია, რომ რუსული არხების გათიშვის შემთხვევაში, თბილისს პროპაგანდის საშუალება ექნება (ანუ ქართული სატელევიზიო არხები იმაუწყებლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე), სეპარატისტების დისკომფორტი კი არ მგონია, დიდად აშფოთებდეთ.
მეორე მხრივ კი, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენებური სეპარატისტები ჯიუტად „აწვებიან“ დამოუკიდებლობის ვერსიას, ვფიქრობ, მათთვის იდეალური გარემო იქმნება – ბედნიერებით თრობა სრულ მდუმარება-იზოლაციაშია ტკბილი.
скачать dle 11.3