კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№7 რატომ ჰგონიათ გიორგი ნაკაშიძე „ბაბნიკი“ და ვის აბრალებდა ის ჯადოს გაკეთებას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


„X ფაქტორში“ გამარჯვების შემდეგ გიორგი ნაკაშიძემ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობა, ამჯერად  – „საქართველოს ვარსკვლავში“. მომღერლის მიზანი საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ გამოსვლაა.
გიორგი ნაკაშიძე: „საქართველოს ვარსკვლავიდან“ დამირეკეს, ბათუმში ჩამოსვლას და ქასთინგის ჩატარებას ვაპირებთ,  მომღერლებს უთხარი, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღებაო. შენც გამოდიო, არ უთქვამთ, უბრალოდ, მუსიკოსები დაგვახვედრეო. რომ გავიგე, გამარჯვებული „ევროვიზიაზე“ მიდიოდა, რა თქმა უნდა, დავინტერესდი, ვკითხე: თუ შეიძლება, მეც რომ გამოვიდე-მეთქი და როგორ არაო – ასე მოვხვდი აქ. ცოტა უცნაური შეგრძნებაა, როცა მეორედ გადიხარ კონკურსის გზას. პირველ ლაივზე კარგად ვერ ვიმღერე, სიცხიანი ვიდექი. ძალიან ცუდადაც არ მიმღერია, მაგრამ, ხომ იცით, არავის უხარია შენი კარგი და გელოდება, ცუდად როდის იმღერებ. ბევრი ბოროტი ადამიანია, ვკითხულობდი, ვერ მღერის და საერთოდ, რა უნდა ამ პროექტშიო... მაგრამ მეორე ლაივზე რომ ვიმღერე, ერთი ცუდი კომენტარი აღარ მინახავს, ისეთი ადრენალინი ვიგრძენი, რომელიც „X ფაქტორის“ დროსაც კი არ მქონია და ამ ტურმა გამომაფხიზლა.
– პროექტის შიგნით არ იგრძნობა დაძაბულობა?
– ისეთი კონკურენცია, ერთმანეთში ცუდი ურთიერთობა რომ გვქონდეს, არ არის. თუმცა, სიტუაცია თანდათან იძაბება. ყველა „ევროვიზიისთვის“ ვიბრძვით და ყველაფერს ვაკეთებთ გამარჯვებისთვის. ჩემი ქალაქისა და მსმენელების ძალიან დიდი იმედი მაქვს. ისეთი შემართებით ვარ, „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით თუ გავედი, აუცილებლად მოვიგებ.
– რა შეიცვალა გიორგის ცხოვრებაში „X ფაქტორიდან“ „საქართველოს ვარსკვლავამდე“?
– სხვადასხვა ქვეყანაში ჩავედი, კონცერტები მქონდა, ფესტივალებში ვიღებდი მონაწილეობას. ყველაფერი უკეთესობისკენაა. მთავარი ოცნება, რაც ამიხდა, ისაა, რომ ხალხმა გამიცნო. მეორე დიდი ოცნება „ევროვიზიაა“ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ბევრი რამ გადავდე, ახლა სხვა ქვეყანაში ვაპირებ წასვლას, შემოთავაზებები მაქვს ბუდაპეშტიდან. ჩემი მეგობრები აკეთებენ კლუბს და იქ კონცერტები მექნება ხოლმე. აქედან სხვა მომღერლებსაც წავიყვან, პროდიუსერის ამპლუასაც შევითავსებ. თუმცა „საქართველოს ვარსკვლავის“ გამო ჩემი გეგმები ცოტა გადაიდო. სამწუხაროდ, ქართულ შოუ-ბიზნესში არ გვაქვს პერსპექტივა. აქაც ნორმალურად ვარ, მაგრამ არა ისე კარგად, როგორც მინდა. მარტო რომ ვცხოვრობდე და მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობდე, კარგად ვიქნები, მაგრამ ოჯახი მაქვს – და, მშობლები და მათთვის ყველაფერს გავაკეთებ. რადგან აქ უკეთ ყოფნის საშუალება არ არის, ამიტომ ვაპირებ ცოტა ხნით სხვაგან წასვლას. თან, მინდა, ვნახო, იქ რა ხდება. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ფარ-ხმალი არასდროს უნდა დავყარო და საკუთარი მიზნებისა და ოცნებების განსახორციელებლად ყველაფერი  გავაკეთო. თუ აქ არ მეძლევა ამის საშუალება, სხვაგან წავალ. როცა რამეს ვიწყებ, ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი და ამ პროექტშიც ასე იქნება. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ხალხი. ჩემი თავის იმედი მაქვს და რომ ვერ გავიდე,  რა თქმა უნდა, მეწყინება – აქ ხომ გამარჯვებისთვის მოვედი?! ასე თუ არ მოხდა, გული ამიცრუვდება-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, „გამიტყდება“. თუმცა, ზოგადად ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ.
– ნათლობის შემდეგ როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება?
– მონათვლის შემდეგ თავს გაცილებით უკეთესად ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ აღარაფერი მაკლია და ყველაფერი დალაგდა, დამშვიდებული ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ეკლესიაში ხშირად დავდივარ, მაგრამ ვცდილობ. ოჯახში პირველი მე ვარ, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა და ყველა დადებითად შეხვდა. მამასგან მაქვს ნიჭი, ბევრ რამეს ისიც წინასწარ გრძნობს. მართლმადიდებლად რომ მოვინათლებოდი, გრძნობდა და ისიც იცოდა, ვინ იქნებოდა ჩემი ნათლია.
– რა არის შენი სუსტი წერტილი?
– ძალიან ადვილად მიცრუვდება გული ადამიანებზე. რამეს რომ მომატყუებენ, ცუდ რამეს გააკეთებენ ან რჩევებს თუ ვაძლევ, არ მისმენს, მერე ასე ხდება. ეს სუსტი წერტილი არაა, მაგრამ ასეა. ჩემი სისუსტე ჩემი ოჯახის წევრები, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან და ჩემთვის მთავარი მათი კარგად ყოფნაა.
– შეყვარებული ისევ არ გყავს?
– ისევ არ მყავს (იცინის). არავინ გამოჩნდა. არ ვიცი, რატომ, სიყვარულს ხომ ვერ დაგეგმავ? შეიძლება, უცებ გეწვიოს და არა მაშინ, როცა მოგინდება. ალბათ, ძალიან რთული ხასიათი მაქვს და ასე ამიტომ ხდება (იცინის). უნდა იგრძნო ადამიანი და მე ჯერ ვერავინ ვიგრძენი (იცინის). თუმცა, არც ვჩქარობ და არც ვეძებ. ერთხელ მყავდა შეყვარებული, თექვსმეტი წლისას და მას შემდეგ – აღარ. ერთხელ დავთვერი და მივწერე, შენ ჯადო გამიკეთე, შენს შემდეგ, წლების განმავლობაში, შეყვარებული აღარ მყოლია, რა მიქენი-მეთქი. არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს. უბრალოდ, ნასვამი ვიყავი, გამახსენდა და მივწერე (იცინის). მინდა, ისეთი გოგო შემხვდეს, საუბარიც რომ არ დამჭირდება მასთან. მუნჯიც რომ ვიყო, ერთი შეხედვით გამიგოს. არ მიყვარს, გოგოს ყურადღებას რომ ვაქცევ, თვითონ რაღაც რომ ჰგონია თავი და იფასებს. ნახვამდის, სულ კარგად იყავი, ასეთი გოგო ჩემთვის გადაფურცლული გვერდია.
– პოპულარობას გოგოების აქტიურობაც ხომ მოაქვს?
– კი და ეს ყურადღება ძალიან სასიამოვნოა. შეიძლება, მაგიტომაც არ მყავს შეყვარებული, ბევრს „ბაბნიკი“ ვგონივარ და ფიქრობენ, რომ ბევრი გოგო მყავს (იცინის). მახსოვს, ერთ გოგოს უთხრეს, რომ საცოლე მყავდა. მეკითხება, მართლა გყავსო, ურთიერთობა გვქონდა და მეუბნება, მატყუებდი, საცოლე გყავსო?
– ვინ გივრცელებს ასეთ ჭორებს?
– ამ გოგოს ერთმა ბიჭმა უთხრა, არ გინდა მაგასთანო. მგონი, თვითონ „ეჩალიჩებოდა“. რა დალევს ბოროტ ხალხს (იცინის).  არ მიყვარს, ადამიანები ნიღბებს რომ ირგებენ და ისეთად გაჩვენებენ თავს, როგორებიც სინამდვილეში არ არიან. ასეთ გოგოებს არ ვაქცევ ყურადღებას. კიდევ ისეთი გოგოები არ მომწონს, ბიჭებს რომ იყენებენ და მათთვის ურთიერთობაში ფული რომაა მთავარი.
– გქონია მომენტი, როცა მიმხვდარხარ, რომ გოგო  პოპულარობის გამო იყო შენთან?
– ბევრჯერ იყო ეგეთი მომენტი. ყოფილა ჩემთან ერთად და მივმხვდარვარ, რომ ამის მიზეზი სადმე „გაჩითვა“ იყო. უბრალოდ, სადღაც გამოჩენა უნდოდა.
– პირველ შეყვარებულს რატომ დაშორდი?
– ერთმანეთი გვიყვარდა, თითქმის ერთი წელი ვიყავით ერთად და ამ პერიოდის განმავლობაში სამჯერ დავშორდით და შევრიგდით. მის მშობლებს არ უნდოდათ ჩვენი ერთად ყოფნა, ვითომ სწავლაში ვუშლიდი ხელს. ერთხელ სახლში მივაცილე და გამომშვიდობებისას გადავკოცნე. ეს რა ქნაო – მეზობლებმა დამინახეს, ნათესავებმა დამირეკეს, თავი დაანებეო და მთელი ამბები. მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგიტომ არ დამინებებია თავი, უბრალოდ, დავიღალე ამდენი ჩხუბებით. გვიყვარდა ერთმანეთი და ჩუმად მაინც ვხვდებოდით, მაგრამ მერე უცებ დავშორდით.
скачать dle 11.3