კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ „დასცა ბეჭებზე“ ჯანო იზორიამ მომავალი მეუღლე შეხვედრის პირველივე დღეს და როდის გადაწყვიტეს მათ დაქორწინება

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ ნიჭიერი მსახიობი ჯანო იზორია დაქორწინდა. მისი მეუღლე, გვანცა ბადურაშვილია, რომელიც საკრებულოში მუშაობს. ჯანოსა და გვანცას ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანო პირველ მეუღლეს დაშორდა. ნელ-ნელა ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა და ლამაზი ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. „თბილისელები“ ულოცავს მათ დაოჯახებას და დიდ ბედნიერებას უსურვებს.
ჯანო იზორია: ჩემი ცოლია გვანცა ბადურაშვილი, მეტსახელად – „მზეხვეულა“, რომელიც მე დავარქვი.
გვანცა ბადურაშვილი: რომ გავიცანი, მაშინ ქერა თმა მქონდა და მზის ფერი ხარო, – მითხრა. საერთო მეგობრის რესტორანში გავიცანი, მანამდე ერთმანეთს არასდროს შევხვედრივართ.
ჯანო: ჩემ შესახებ არაფერი იცოდა – არც ფილმი, არც „ცეკვები“, არაფერი. მერე ხუმრობით დიმიტრი გელოვანი დამარქვა.
გვანცა: ჩემმა მეგობარმა მოიყვანა: გაიცანით – ჯანო, თან იმდენი რამ დაასახელა, სადაც ეს მონაწილეობდა, რომ ცოტა მომერიდა. ფილმები, სერიალიც კი მქონდა ნანახი, მაგრამ ჯანო არ მახსოვდა.
ჯანო: მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი კინო და თეატრმცოდნე იქნებოდა, ისეთი კრიტიკა იცის – ზუსტი.
გვანცა: მოკლედ, გავიცანი –  წვერით, გაბურძგნული თმით. დაჯდომიდან 5 წუთში, რომ გააღო პირი, აღარ გაჩერებულა. ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი: ბიჭო, რა იყო ეს, ტორნადომ გადაგვიარა, ბეჭებზე დაგვცა-მეთქი. მიხარია, რადგან წინასწარი ემოციის გარეშე გავიცანი, არაფერი მქონდა ჯანო იზორიას მიმართ. სუფთა ფურცლიდან წამოსული ემოცია იყო და ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ მთელი ცხოვრება ვიცნობდი.
– და მოგინდა, რომ კიდევ გადაევლო ტორნადოსავით?
– კი. და პირველი შემთხვევა იყო, ეს რომ დამემართა.
ჯანო: პირველმა ტორნადომ ხომ გადაიარა და ღამე იყო მთავარი – „ფეისბუქში“ დამეგობრებაზე თუ იქნებოდა თანხმობა,  რომელიც ჩვენს დღევანდელობას არტყამს ბეჭედს. კიო და გავაგრძელეთ ურთიერთობა მოკრძალებულად.
გვანცა: ასეთი რამ არ დამმართნია – ძალიან მალევე რომ გიჩნდება ნახვის სურვილი. მის მიმართ სასწაული მიზიდულობა ვიგრძენი: უი, დამიმეგობრდა... კიდევ როდის ვნახავ...  ეს მომენტები მქონდა. ცხოვრებაში არ მჯეროდა ერთი ნახვით მოწონების, შეყვარების.
ჯანო: რომ დავინახე, პორტუგალიელივით იყო: მზესავით თმა, გარუჯული, ხუჭუჭა და ისიც კი ვიფიქრე: აფხაზეთს როგორ მოუხდება ეს გოგო-მეთქი. თავისი ჰაბიტუსით, ტიპაჟით ისეთი შეგრძნება დამიტოვა, რომ მეგონა, ოკეანის პირას ვიყავით. თმა არ შველის ადამიანს, სულის კავშირი იყო. რომ იტყვიან ხოლმე  – ქიმიაო, ეს მოხდა, მაგნიტები რომ შეეწებება ერთმანეთს.
გვანცა: მე და ტელეფონი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან და ის გავაკეთე, რაც არასდროს გამიკეთებია: ღამეებს ვათენებდი მასთან საუბარში. მიზიდულობის მომენტი იმდენად დიდი იყო, რომ ყველაფერი თავისით მიდიოდა.
– ჯანო, როცა ერთმანეთი გაიცანით იმ დროს მეუღლეს უკვე დაშორებული იყავი?
–  რა თქმა უნდა. ღმერთმა დამიფაროს ასეთი რაღაცისგან.
გვანცა: დიდი ხნის დაშორებულები ნამდვილად არ იყვნენ და ვუთხარი კიდეც, მე რომ სადღაც, გულის სიღრმეშიც დამეფიქსირებინა, შენ რაღაც გაქვს დარჩენილი, ორჭოფობა თუ სხვა რამ, იქ დავასრულებდი ყველაფერს-მეთქი. მე ამის არც ნერვები მაქვს და სხვის უბედურებაზე ბედნიერების აწყობისაც არ მჯერა. მერე რა, რომ ცოლი ჰყავს, რაღაც არ აქვთ წესრიგში – ასეთი რაღაცები ჩემთვის მიუღებელია. ოდნავაც რომ შემემჩნია, რომ მცირედი გრძნობა მაინც ჰქონდა შემორჩენილი, მე გვერდით გავდგებოდი.
ჯანო: თავიდან თავს ვიკავებდი ამაზე საუბრისგან, რადგან შეიძლებოდა, სხვა ინტერპრეტაცია მიეცათ, რადგან უყვართ სხვისი ცხოვრებისთვის ჩირქის მოცხება.
გვანცა: ფოტოებიც არ დაგვიდია სოციალურ ქსელში, რომ არ ეთქვათ, ჯინაზე გააკეთაო. გვერჩივნა, ჩვენთვის მშვიდად ვყოფილიყავით. არც დაგვიმალავს, უბრალოდ, სოციალურ ქსელში არ ვასაჯაროებდით.
– რით მოგხიბლა ჯანომ?
ჯანო: ცოტა ინტელექტუალური გამოხედვა მქონდა და ამან მოხიბლა. ისე, თუ საქმეს დასჭირდება, მაგის გაკეთებაც შემიძლია.
გვანცა: მთავარი ის იყო, რომ გრძნობ, ადამიანი რამდენად შენიანია. განცდა, რომ გულწრფელია, არ თამაშობს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ არ მიწევს თამაში და ჯანოს სულ ვეუბნები: მე შენში ჩემი სილაღე მიყვარს-მეთქი. ჩარჩოებში არ ვართ მოქცეული, გულწრფელად და ლაღად ვართ ერთად. მასთან ურთიერთობამ არ შემბოჭა და პირიქით, ორივე თავისუფლად ვსუნთქავთ. ბანალურად რომ ვთქვათ, არ არის: იქ არ წახვიდე, ეს რა გაცვია ან შენ ქალი ხარ, სამზარეულოში იყავი.
– ფოტოებიც კი გიდევთ, სადაც ჯანო მზარეულის ამპლუაშია.
– სასწაული „უხა“ მოამზადა და პერსონალურად დედაჩემისთვის – გებჟალია.
ჯანო: ისეთი გავაკეთე, თვით აფხაზეთში გაგიჟდებოდნენ შერვაშიძეები და დადიანები. ყველაფერს ვაკეთებთ ერთად. პროფესიის ამბავშიც, ისე კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ბევრჯერ რეპეტიციებზე კულისებშიც მელოდება, მიყურებს. ილიაუნში გვაქვს სპექტაკლი „სიმართლე“. დადგმისას ისეთი პერიოდი მქონდა, რომ შემომძახებდა ხოლმე: ყველაფერი კარგად იქნებაო. მე ხომ ვნერვიულობდი პრემიერაზე და ეს ჩემზე მეტად – შუქნიშანსაც ვერ ამჩნევდა. ფანტასტიკურად ესმის ეს ამბავი. ახლა სპექტაკლზე ვმუშაობ სოხუმის თეატრში და კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებებს ერთად განვიხილავთ. ისეთ რეპლიკებს მაძლევს რეპეტიციისას... „ჩხიკვთა ქორწილის“ დროსაც გვერდით მყავდა. ბატონი ნუგზარ კვაშალის, ბატონი ვახტანგის ცოლების გვერდით
იჯდა და ჩვენს რეპეტიციებს უყურებდა.
გვანცა: პროფესიასთან დაკავშირებით ვაძლევ ხოლმე შენიშვნებს, ისიც ჩემი გადმოსახედიდან.
– ხელოვნებასთან გქონია კავშირი?
– ოპერისა და ბალეტის თეატრში ვმუშაობდი, ნინო ანანიაშვილთან დასში, საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერი ვიყავი.
ჯანო: ნურიევივით შემოვდივარ სახლში, მასავით ვაკეთებ ხოლმე ხტომს.
– ხელის თხოვნა, სიყვარულის ახსნები გქონდათ?
გვანცა: არა. მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკოსია, ემოციურიც, არ გვქონია. ეს ცალკე ტრაგედიაა, სულ რომ წასულია: გასტროლი, ფოთის თეატრი და მე, რომ ვზივარ და ველოდები. მორიგი ასეთი წასვლა გვქონდა: მე გუდაურში, ვსრიალებდი და მირეკავს თვალით: შენ მარტო ხარ, მე არ ვარ შენთან ერთად და ასე საუბარში, შემთხვევით „გასძვრა“: ხო, რა ვიცი, რაღაც მიყვარხარო.
ჯანო: „მიყვარხარ“ – ამაში თამამი არასდროს ვყოფილვარ და ჩემთვის ეს ძალიან რთული სათქმელია.
გვანცა: რაღაც რომ ადუღდება შიგნით, ორგანიზმში, მოგაწვება, მოგაწვება და უცებ იტყვი – ასე გამოუვიდა და მე: ახლა მანდედან უნდა მეუბნებოდე, გვერდში არ უნდა მყავდე-მეთქი.
ჯანო: ამის მერე ერთად ვიყავით გუდაურში, პირველად დავდექი თხილამურებზე – 14 დაშვება და არც ერთი დაცემა. ვეუბნებოდი, შემაქე-მეთქი. მის გარეშე რომ დავეშვი, შემეშინდა და აღმართზე რომ ავედი, ასევე მის გარეშე, იქაც შემეშინდა. ხედავ, უკვე მეშინია მის გარეშე აღმართზეც და დაღმართზეც. ეს ტვინი ცოტა „გოთვერნულად“ მაქვს: ფიქრებში წავალ ხოლმე და ყველაფერს ცუდს ვუშვებ: ეს რომ მომივიდეს, აქ რომ დავეცე და ასე შემდეგ.
– როგორც ვიცი, ხელიც მოაწერეთ.
გვანცა: კი. იუსტიციის სახლში მოვაწერეთ ხელი – ჩვენ და მეჯვარეები ვიყავით. ჯვრის დაწერას ვაპირებთ და მერე აღვნიშნავთ კიდეც.
– გვანცა, ჯანოს შვილი, ევა-გაბრიელა გაიცანი?
– მალევე გავიცანი. პატარაა, ჯერ ამ ყველაფერს ვერ აღიქვამს, მაგრამ ისეთი თბილი, ისეთი საყვარელი, ჭკვიანი ბავშვია, გაგიჟდები.
– ახლა სად ცხოვრობთ. როგორც ვიცი, შენი ნაჩუქარი ბინა ჯერ კიდევ არ აშენებულა.
ჯანო: ჩემი ბინა, ხომ იცით, რა მდგომარეობაშია. ამბობენ, სხვა კომპანია შევა და დაასრულებსო. იმედია, რაღაც იქნება.
გვანცა: წყნეთში ვცხოვრობთ, აგარაკზე.
ჯანო: თოვლის გიჟი ვარ და 31 დეკემბერს მეუბნება გვანცა: მოკლედ, აგისრულდა ოცნება: გარეთ – თოვლი, შიგნით – ბუხარიო. მარტოები ვიყავით, რომანტიკული ახალი წელი მოვიწყვეთ. თუმცა, ცოტა სევდა იყო ევას გარეშე, მაგრამ წინ ბევრი წელი გვაქვს.
– ფოთში იყავით, ჯანოს ოჯახი გაიცანი?
გვანცა: შობის შემდეგ ვიყავით ფოთში, არაჩვეულებრივი ერთი კვირა გავატარეთ. უთბილესი და უსაყვარლესი ოჯახი აქვს ჯანოს.
– ჯანო ძალიან ემოცური ადამიანია, შენ უფრო მშვიდი ჩანხარ.
– კი. მე კახელი ვარ, უფრო მშვიდი. ემოციურიც ვარ, მაგრამ რაღაცებზე თავის შეკავება შემიძლია და ვიზუალურად ნაკლებად ვამჟღავნებ. ასე რომ, ერთმანეთს ვაბალანსებთ, ვავსებთ, ვამშვიდებთ.
– რაზე კამათობთ ხოლმე?
– ნებისმიერ ოჯახშია კამათი და ჩვენც ვკამათობთ. ამხელებმა შევქმენით ოჯახი და ერთგვარად რთულია, როცა შენს დაწყობილ ცხოვრებას შეეჩვევი და შემდეგ გიწევს დათმობა, გათვალისწინება. თუმცა როცა გიყვარს, ყველაფერი თავისთავად ხდება. ვკამათობთ ხოლმე, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ვლაპარაკობთ. გავბუსხულვარ, როგორც გოგონა, მაგრამ კომუნიკაცია სულ გვაქვს, ვსაუბრობთ.
– თქვენი დაოჯახება, ალბათ, ბევრისთვის სიურპრიზი იყო.
– კი, ბევრისთვის იყო სიურპრიზი, რადგან ოფიციალურად არ ვაკეთებდით აფიშირებას. ყოფილა უხერხული სიტუაციებიც, რადგან ბევრმა არ იცოდა, რომ ჯანო პირველ ცოლს იყო გაშორებული. შეგხვედრია ვიღაც და უთქვამს: ვაიმე, თქვენ მეუღლე ხართო. არა-მეთქი... ასეთებიც იყო.
– არაკეთილმოსურნეებიც გამოჩნდნენ?
– იყვნენ „კეთილმოსურნეები“, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები აღმოვჩნდით, ჩვენი გრძნობაც უფრო ძლიერი იყო.
ჯანო: კიდევ იტყვიან ბევრ რამეს. თუმცა, ჩვენ ერთმანეთთან ნაღდები ვართ ყველაფერში, გულწრფელები და ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
გვანცა: რაღაცის, ვიღაცის გამო არ არის ჩვენი ურთიერთობა, უანგაროა და დიდ სიყვარულზე დაფუძნებული.
скачать dle 11.3