კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რატომ არ ჰქონდა თამუნა გვენეტაძეს ქმრის დასაცავად ხმის ამოღების უფლება და როგორ მიაღებინა მან მეუღლეს სრული შოკი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

ავთო ჭრიკიშვილისა და მისი ულამაზესი მეუღლის, თამუნა გვენეტაძის ოჯახური იდილია ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ზაგრების გრანპრის მოპოვების შემდეგ, მათი ფოტოები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. რა ხდება ავთანდილ ჭრიკიშვილის კარიერასა და ოჯახში, უფრო დაწვრილებით მისი მეუღლე – თამუნა გვენეტაძე გვესაუბრა.
თამუნა გვენეტაძე: ავთოს და არა მარტო მას, დიდი პრობლემები ჰქონდა ფედერაციასთან და საკმაოდ რთული დღეები გამოვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, ეს ძირითად პრობლემებს არ აგვარებს და სიტუაცია თითქმის უცვლელი დარჩა. ავთოს რიგ საკითხებზე შედეგის მისაღწევად ამ დრომდე უხდება ბრძოლა. დეკემბრის ბოლოს მან ტრავმიანმა იჭიდავა საქართველოს ჩემპიონატზე, მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეკრებებსა და შეჯიბრებებზე შესძლებოდა გამგზავრება.
– არაერთი პოსტი მიუძღვენი აქციების თემას. საზოგადოების ნაწილმა გაგაკრიტიკა, შეურაცხმყოფელი კომენტარებიც კი იყო... რა რეაქცია ჰქონდა ავთოს ამ ყველაფერზე?
– ავთო განიცდიდა ჩემ მიმართ გამოთქმულ უარყოფით კომენტარებს, საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გულს გვტკენდა. ძნელია უსამართლობას შეეგუო; შეეგუო არაჯანსაღ დამოკიდებულებას და შეურაცხყოფას იმ პირების მხრიდან, რომლებსაც, ფაქტობრივად, შენი სპორტული კარიერა, შენი ბედი აბარიათ. ჩემი მწვავე განცხადებებიც სწორედ იქიდან გამომდინარეობდა, რა საშინელი მდგომარეობაც ჩვენ გარშემო იყო. საზოგადოების ნაწილი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სოციალური ქსელით ხდება ცნობილი. იმის იქით – ჩვენ როგორ ვცხოვრობთ, რა გვიჭირს, რას განვიცდით ან როგორ გვექცევიან, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ ყოველდღიურად – მათთვის ნაკლებად საინტერესოა და შესაბამისად, ბევრი ვერ ხვდება, რატომ ხარ ასეთი „გაცეცხლებული“. ბევრი შეურაცხყოფად იღებს იმ განცხადებებს, რომლითაც შენ დახმარებას ითხოვ. ზოგიერთი, საერთოდ, დადუმებას გთხოვს. ამ პროცესებში მთელი საზოგადოება იყო ჩართული და მე, რატომღაც, უფლება არ მქონდა, ჩემი ქმრის დასაცავად ხმა ამომეღო. ძალიან ძნელია, ყოველთვის მოთოკო ემოცია და პირში წყალი ჩაიგუბო. ნამდვილად რთული იყო ავთოსთვისაც და ჩემთვისაც ამ ყველაფრის გამოვლა.
– როგორი მამაა ავთო? გეხმარება ბავშვის მოვლაში?
– ავთო საუკეთესო მამაა, ნამდვილად მისაბაძი და სამაგალითოა. გარდა იმისა, რომ არის უზომოდ მოსიყვარულე და თბილი, იმდენად მზრუნველი და ყურადღებიანია, რომ მასთან ბავშვის მარტო დატოვებაც უპრობლემოდ შეიძლება. მეხმარება ბავშვის დაბანაში, კვებაში, გამოცვლაში. როცა ლევანიკო არ იძინებს და ჭირვეულობს, ღამის 3 საათზეც ასეირნებს გარეთ, რომ ჰაერზე კარგად დაიძინოს. იმავე მიზეზის გამო გვიან ღამით მანქანითაც ხშირად დავყავართ.
– ამბობენ, შვილი წყვილის ურთიერთობას ცვლისო. თქვენს შემთხვევაში როგორაა? პრობლემებმა ხომ არ იჩინა თავი?
–  არ ვიცი, რა იგულისხმება შეცვლაში, ყოველ შემთხვევაში, ნეგატიურზე ვერაფერზე ვფიქრობ. ჩვენი ურთიერთობა ლევანიკოს დაბადების შემდეგ უფრო გალამაზდა, შეივსო. მგონია, რომ ახლა ვართ სრულფასოვნად ბედნიერები. ერთობლივი ზრუნვა ბავშვზე, ის ღამისთევაც და შუაღამით სეირნობაც ბავშვის მოთხოვნილებებზეა მორგებული და ეს ნამდვილად სასიამოვნოა.  ერთადერთი პრობლემა ლევანიკოს ავადმყოფობაა, ხშირად ცივდება. სხვა მხრივ, შვილმა მხოლოდ დაგვაახლოვა, ერთმანეთი უფრო შეგვაყვარა და იმაზე ასჯერ უფრო თბილები და მზრუნველები გაგვხადა, ვიდრე აქამდე ვიყავით. შვილი მხოლოდ უკეთესობისკენ ცვლის ურთიერთობებს.
– ლევანიკო მამის დიდი ქომაგია, უცხოეთშიც კი დაჰყვება საგულშემატკივროდ... როგორ ახერხებ პატარა ბავშვთან ერთად ყოველთვის ავთოს გვერდით ყოფნას?
– სიმართლე გითხრათ, არ არის მარტივი, ბავშვი ამხელა გზაზე წაიყვანო. თვითმფრინავში ჭირვეულობს, ხან ყურები სტკივდება, ხან ერთ ადგილას არ უნდა ჯდომა. მაინცდამაინც სასურველიც არაა მისი წინ და უკან ტარება (იცინის), მაგრამ, რატომღაც, სულ მგონია, რომ ავთო ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. მისთვის ყოველთვის რთულია ოჯახის დატოვება, ჩვენგან შორს ყოფნას სულ განიცდის და ეს დამატებითი სტრესია. მე, ჩემი მხრივ, ვცდილობ, ჩვენი გაყოლით კომფორტი შევუქმნა. რამდენჯერმე წავედით მთელი ოჯახი ერთად საზღვარგარეთ და ავთოზე ეს მხოლოდ დადებითად აისახა.
– ზაგრების გრანპრის ოქროს გამარჯვება თქვენ მოგიძღვნათ. რამდენად ემოციური იყო ეს მომენტი?
– ვფიქრობ, ჩვენი ზაგრებში ჩასვლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ავთოსთვის ეს სიურპრიზი იყო. ზაგრების აეროპორტში დავხვდი ბავშვით, როგორც ამას თბილისში ვაკეთებ ხოლმე. სრული შოკი ჰქონდა, უზომოდ ბედნიერი იყო და მისი ემოციების გახსენება დღემდე გულს მიჩუყებს. მიუხედავად იმისა, რომ ავთოს წარმატებაში და გამარჯვებაში ეჭვი არასდროს მეპარება, მაინც მგონია,  ბავშვის იქ ჩაყვანამ დამატებითი სტიმული მისცა და დიდი ენერგიით დამუხტა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც მეტი აქვს, როცა გულშემატკივართა შორის მისი ცოლ-შვილია და უფრო დიდი მოტივაციაც. პირველი ადგილის აღების შემდეგ კი, მისი და ლევანიკოს კადრები მთელმა მსოფლიომ აიტაცა. ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ემოციურო მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
– მეორე პატარას ელოდებით. სქესი იცით? როგორც ვიცი, ძიძა არ გყავს და თავად ართმევთ ყველაფერს თავს. არ გიჭირს?
– კი, მეორე ბავშვს ველოდებით. ეს სიახლე ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის და უზომოდ გაგვიხარდა. როცა ეს ამბავი გავიგე, ავთო ჰააგის შეკრებაზე იყო და იმდენად გაუხარდა, არ მიჯერებდა – ხუმრობო. სანამ არ დავიფიცე, ეგონა, ვატყუებდი (იცინის). ჯერჯერობით ბავშვის სქესი არ ვიცით, მაგრამ უახლოეს კვირებში გავიგებთ. ძიძა არ მყავს, რადგან ბავშვი ჯერ კიდევ ძუძუთი კვებაზეა დღეც და ღამეც და ამ რეჟიმში რთულია, ვინმე დაგეხმაროს. არც საწოვარა უყვარს, რომ ვინმემ ჩემ მაგივრად ხელოვნური რძე აჭამოს ან დააძინოს. რა თქმა უნდა, მიჭირს. არ არის მარტივი მთელი დღე ბავშვის მოვლა, მით უმეტეს, ორსულობის დროს, მაგრამ ავთოც ხელს მიწყობს, ჩემი დისშვილების ძიძაც მეხმარება, როცა სადმე გასვლა ან რამდენიმე საათით დაძინება მინდა. მეორე რომ შეგვეძინება, ძიძის აყვანასა და სამსახურში გასვლას ვგეგმავ. ამჟამად დეკრეტული შვებულებით ვსარგებლობ და მთლიანად ბავშვის მოვლით ვარ დაკავებული.
скачать dle 11.3